მოჩვენება სეჰუნს ეამბორებოდა, ის კი აღელვებული მე მიყურებდა.
რა თქმა უნდა სეჰუნი მოჩვენების შეხებას ვერ გრძნობდა. ჰანას ახლა ვერ დავუძახებდი, გამოსავალი მეთვითონ უნდა მომეძებნა, მაგრამ ამაოდ მე ხომ უსუსური ვარ მათ წინაშე.
-ს..სეჰუნ წამოდი წავიდეთ აქ დარჩენა სახიფათოა._ სეჰუნს ხელი დავავლე და ვაიძულე ჩემთან ერთად გაქცეულიყო, ერთად მივრბოდით,სეჰუნის ხელი მჭიდროდ მეჭირა და უკან მოუხედავად მივრბოდი, უეცრად უცნაური შეგრძნება დამეუფლა თითქოს ერთი გარემოდან მეორეში გადავედი... და ასეც მოხდა, სეჰუნი უკან დარჩა, ვერ ვიპოვე.
-სად ვარ? სად ამოვყავი თავი.
-გამარჯობა პატარა გოგონა_წინ ის მახინჯი მოჩვენება დამიდგა რიმელიც იცინოდა და თან თავს ისე ატრიალებდა თითქოს ხერხემალი და კისერი არ გააჩნდა, რა მიკვირს ის ხომ მკვდარი სულია.
-რა გინდა? ეს რა ადგილია?
-პატარაავ...._ჩემთან აღმოჩნდა, ამჯერად მე მეხებოდა, შეხებას ვგრძნობდი, მის ყოველ შეხებას....
სველი და სრიალა ხელები...
-გოგონი ხო არ დაიკარგე?_ყურში ჩამსისინებდა და თან ენას მისვამდა.
-მომშორდი! საზიზღარო არსებავ!_ხელი ვკარი მან კი ისტერიული სიცილი დაიწყო,შავი თმები რომლებიც წინ გადმოეყარა გათეთრდა, პირი დააღო, თავი გაეხა, პირიდან უცნაური, გრძელი ნაწლავის მაგვარი რაღაცები გადმოუცვივდა. შემდეგ მას ჭიანჭველების ბუდე დაესია, თვალებიდან პირში ჩადიოდნენ და პირიქით, სანახაობა შემზარავი იყო, გაქცევა დავაპირე მაგრამ ვერ მივრბოდი.
-გგონია გაიქცევი?_უკან მიბრუნებისას გული გამიქვავდა, ის არსება ჰაერში ეკიდა და სხეულის ნაცვლად ობობის ფეხები გააჩნდა, თავი ჩვეულებრივ დარჩენოდა ადგილას და თმები კვლავ გადმოეყარა წინ.
-არ მომეკარო
-ვერ გამექცევი! გასაქცევი გზა არ გაქვს!
-ჰანა....ჰანა!
-გგონია შენი ფერია აქ მოგაკითხავს?!
-არ მგონია._მონსტრი კრუნჩხვებში ჩავარდა,თვალებიდან თეთრმა სხივმა გამოუნათა, აფეთქდა და ფერფლად იქცა.
-აქ როგორ ამოყავი თავი?
-ჰანა..._ შიშისგან ფეხები მეკვეთებოდა, ჰანამ ხელი მომაშველა და ჩემს სამყაროში დავბრუნდით.
-სეჰუნი სად არის?
-შენც და სეჰუნიც მირბიხართ.
-რა? მე ხო აქ ვდგავარ!
-არა ჰოუფ ეს შენი სულია, მოჩვენებამ მოახერხა მისი ამოცლა, არ მომკდარხარ მაგრამ როგორ გითხრა რომ მიხვდე... გაითიშე.
-ჯანდაბა,როგორ დავბრუნდე ჩემს სხეულში?
-უბრალოდ მიდი მასთან და ხელით შეეხე, მალე!_ მეც დავემორჩილე ჰანას სიტყვებს,ჩემს მორბენალ სხეულთან მივედი და შევეხე,თვალების გახელისას წავიქეცი და სეჰუნიც წავაქციე.
-მაპატიე..
-ჰოუფ, შეგიძლია მითხრა რა გჭირს?
-არაფერი არ მჭირს, გეხვეწები სახლში წავიდეთ._მაისურზე მოვქაჩე.
-კარგი_ხელი ჩამჭიდა და სახლისაკენ დავიძარით.
YOU ARE READING
Life after Death
Spiritualამბობენ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე გრძელდება, მკვდრების ნაწილი სამოთხეში მიდის ნაწილიც შესაძლებელია ჯოჯოხეთში, ეს ჩვენი გადასაწყვეტი არ არის, მაგრამ იმათზე თუ გიფიქრიათ ვინც იკარგება? ვინც ვერც ზევით აღწევს და ვერც ქვევით....