ადგილზე გავიყინე, წინ ვიყურებოდი და ვტიროდი. იმ ადამიანის სახე დავინახე , რომელზეც ყოველ ღამე ვოცნებობდი...ერთხელ მაინც მენახა...
-ჰოუფ... საყვარელო, როგორ მიხარია ჯანმრთელს რომ გხედავ რა კარგია, არავინ არ მოგსდევს, გიჟს არ გეძახიან... მაპატიე პატარავ, შენი დატოვება მომიწია.
-სეჰუნ.... შეგიძლია ცოტახნით წახვიდე ან სადმე შორს დამელოდო?_ძლივს ამოვღერღე ეს სიტყვები.
-რა?
-ბიუსჰალტერი შემეხსნა და უნდა შევიკრა._სირცხვილისგან აწითლდა და თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია, ხეებს მიემალა.
-რატომ მოატყუე? არ იცის შენი შესაძლებლობის შესახებ? აჰ...რომ იცოდეს აქ არ იდგებოდა, აღარ ელაპარაკები შენს მეგობრებს არა.
-მომენატრე... ყოველ ღამე ვნატრობდი შენ ნახვაზე.
-ხოდა აი აგიხდა ნატვრა შენ წინ ვდგავარ.
-ასეთ მდგომარეობაში არა! რა დაგემართა რატომ მოკვდი!?
-საგზაო შემთხვევა. ჩემ სიკვდილზე ნუ ვილაპარაკებთ,მოდი ბოლოჯერ ჩამეხუტე._ მოგონებები ამომიტივტივდა თავში, გამახსენდა ყოველი დღე და წამი მასთან გატარებული, როგორ მივრბოდი კარებისკენ როცა სახლში მოდიოდა, იმ იმედით რომ აი ახლა ჩამეხუტება მეთქი. შემდეგ ვეღარც ვნახულობდი, ჩემი ცხოვრებიდან გაქრა.
-მოდი,მამიკოს პატარა გოგო, დიდი გოგო გახდა._ მამაჩემის მკლავებში ამოვყავი თავი, ტირილი დავიწყე ხმა მაღლა ვტიროდი, თან მთელი ძალით ვუჭერდი მამაჩემის სულს ხელს, გაშვება არ მინდოდა, მაგრამ სულს სამუდამოდ ვერ დატოვებ....როგორ ვერა... მაგრამ მამაჩემს ვერ ვეტყვი დარჩის რადგან არ მინდა ისიც დაკარგულ სულად ჩაითვალოს ის უკეთეს ადგილას წავა,აქედან შორს.
-მამა....მამიკო...._ტირილს არ ვწყვეტდი ვტიროდი,ვერ ვჩერდებოდი.
-გეხვეწები მომიყევი სად გაქრი რა მოხდა?
-არ მომეშვები არა?
-არა მაინტერესებს რატომ გავიქეცით მე და ძიძა და შენ რატომ დარჩი მათთან არაფერი არ ვიცი მამა მომიყევი მამა!
-კარგი მოგიყვები დამშვიდდი შენი მეგობარი აქვეა არ დაგინახოს.
-კარგი... მოყევი.
-იმ დღეს იმიტომ გაგაქციე რომ მეზობლებს და არა მარტო მათ შენი საგიჟეთში ჩაკეტვა უნდოდა მე კიდე ამას ვერ დავუშვებდი შენ გიჟი არ ხარ. როცა მანქანა დაქოქეთ და ძრავის ხმა გავიგე შვებისგან ამოვისუნთქე. ხალხი თავზე დამადგა დამიწყეს დაკითხვა თუ სად იყავი პასუხს არ ვაძლევდი. დამემუქრეს მე მომკლავდნენ თუ შენს ადგილსამყოფელს არ ვეტყვოდი რა თქმა უნდა გავჩუმდი. წავიდნენ მაგრამ არ მომეშვნენ, ყოველდღე თავზე მადგებოდნენ და მკითხავდნენ. ერთხელაც ჩემთან მივიწვიე ყველა ჩაიზე დავპატიჟე ცოტახანი ვილაპარაკეთ დავპირდი შენს საცხოვრებელ ადგილს გავუმხელდი ამიტომ მოთბინებიტ ელოდებოდნენ ჩემს სიტყვას. ცოტახანში სახლში სუნმა იმატა ერთ ერთმაც ხმამაღლა თქვა გაზის სუნი რატომ არისო ამაზ ეგამეღიმა ასანთი ავიღე და მოვუკიდე, წამში მთელი სახლი აფეთქდა.
მამა მომშორდა მას ვეღარ ვგრძნობ ნელ-ნელა მისი სული ჰაერში იფანტება მის მომღიმარ სახესთან ერთად, ვყვირი..არ წახვიდე... გაქრა.
სეჰუნი მომვარდა რეალობაში დავბრუნდი და გავაანალიზე რომ ვყვიროდი სეჰუნი კი აქვე იყო. რა ვქნა როგორ ავუხსნა?
ესეც გიჟად ჩამთვლის ოღონდ ეს არა.
-ის მამაშენი იყო?
-ჰა?
-ის სული მამაშენის იყო?_ ენა მუცელში ჩამივარდა
-რას...როშავ? რა სული....რ..რა მამაჩემი?_ენა დამება არვიცოდი რა მეთქვა,შოკში ვარ.
-შენ გარშემო არა ერთი სული შემინიშნავს,მაგრამ ამას განსაკუთრებულად მოეჭიდე და თან მამას გაიძახდი.
-რა? მოლანდებები დაგეწყო._წასვლა დავაპირე, მაგრამ გამაჩერა.
-ნუ იტყუები. ვიცი ამის აღიარება გიჭირს,რადგან გიჟად შეგრაცხავენ,მაგრამ ახლა მე ვარ აქ და არა სხვა. მეც იმავეს ვხედავ რასაც შენ. ჩემი ნუ შეგეშინდება.
-ხუმრობ ხო? საიდან შეგიძლია მათი დანახვა ან როგორ?
-დედაჩემი ხედავდა მათ, მისი სიკვდილის შემდეგ ეს შესაძლებლობა მე გადმომეცა.
-არვიცოდი დედაშენის შესახებ,ვწუხვარ.
-ნუ. ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. შენ ახლა მარტო დარჩი არა? ჩემსავით.
-ეგრე გამოდის.
-არაუშავს გადაიტან,მე გვერდში გეყოლები, როგორც შენი მეგობარი.
-მაპატიე,მაგრამ ვეღარ გენდობი.
-ნდობას არც გთხოვ. უბრალოდ ხელი არ მკრა.
-კარგი,ვეცდები.
-სკოლაში წავიდეთ.
-რატომ ? ახლა არ დავასრულეთ?
- თუ მესიჯს გახსნი ნახავ რომ ორი დამატებითი გაკვეთილო გვაქვდ დღეს.
სკოლის გზას რომ დავადექით ჩავფიქრდი, სეჰუნმა თუ აქამდე შენიშნა ახლა რატომ მითხრა? ან იქნებ თავიდანვე იცოდა და მაგიტომ დამიახლოვდა?! არა არაფერი არვიცი თავი მისკდება ამდენს რატომ ვფიქრობ ან რისთვის? იქნებ საფრთხე მელის?.... სეჰუნის სახით... ეს გავიფიქრე თუ არა ავხედე და ჩვეულებრივ წყნარი სახე აქვს, შემნიშნა და ღიმილით შემომხედა.
- რა იყო?
- არა არაფერი.
- აბა რატომ მომაშტერდი? ჰმმმ? ნუთი ეგეთი სიმპათიური ვარ?_ გაიცინა და ხელი გადამხვია.
- კაი მეყო ხუმრობა ვიცი, მივალთ მალე სკოლაში.
- არ მინდა._ მისი ხელი მხრიდან მოვიშორე და შევჩერდი.
- არ მინდა დღეს სკოლაში წასვლა, ვამჯობინებ სახლში წასვლას.
- კარგი როგორც გინდა არ შეგაჩერებ, მაგრამ მეც მოგყვები.
- შენ? არა არ მინდა იყოს, მარტო მინდა დავრჩე.
- მაპატიე მაგრამ ახლა მარტო დარჩენის უფლებას ვერ მოგცემ, რადგან ვიცი რაღაც იმედი გაგაჩნდა იმისა რომ მამაშენი ცოცხალი იყო.
- რადგან ამას ვამბობთ კითხვა მაქვს, შენ თქვი შენსავით მარტო დავრჩი, რას გულისხმობ? მამაშენი სად არის?
- ამაზე პასუხი თუ გინდა გაგცე, მაშინ გამოგყვები._არმინდა რომ წამოვიდეს, მაგრამ რა გაეწყობა მაინტერესებს მისი ისტორია.
- კარგი.
- მშვენიერი,მაშ დავიწყოთ._ მიმართუკება შევიცვალეთ და სეჰუნმაც თხრობა დაიწყო.
- როდესაც 13 წლის ვიყავი დედა და მამა სასწრაფოდ სამსახურში წავიდნენ, გარეთ კი წვინდა შესაძლოა მალე ტაიფუნიც "მოვარდნოდა". ზუსტად მაგ დღეს მამა დამპირდა რომ მასწავლიდა გემების აწყობას ხისგან, ხო მამაჩემი გემებს აშენებდა ბავშვობიდანვე მოსწონდა,დამპირდა რომ მასწავლიდა პატარა გემის აშენებას რომ შემდგომ დიდებზე გადავსულიყავი წლების მერე, მაგრამ სამსახურში წასვლა რომ მოუწია გავბრაზდი და გავებუტე ისე წავიდნენ არც დავემშვიდობე, როგორც გითხარი გარეთ წვიმდა და ზუსტად ნახევარ საათში მანქანა მოუსრიალდათ, მამაჩემს საჭე გაექცა ვეღარ დაიმორჩილა და ხეს შეეძახნენ დედაჩემი გონზე იყო მამაჩემი კი არა, სასწრაფოს გამოუძახა, მაგრამ მძიმე წვიმის გამო პატარა მანქანით ძლივს მოაღწია სასწრაფომ და ერთ ერთს უკვე სიკვდილის განაჩენი გამოუტანა. თქვეს რომ მხოლოს ერთის წაყვანას შეძლებდნენ და რადგან დედა გონს იყო და მამა არა დედამ ჩემი ქმარი წაიყვანეთო, დაპირდნენ მალე დაბრუნდებოდნენ მაგრამ გვიანი იყო დედა სისხლისგან იცლებოდა და სანამ სასწრაფოს სხვა ბრიგადა მოვიდა ის გარდაიცვალა გზაში კი მამაც თან მიჰყვა ის მძიმედ იყო და გადარჩენის შანსიც მცირე ჰქონდა. იმ დღის მერე მარტო ვიზრდები.
- გიზიარებ..._ გამიღიმა და წინ იყურებოდა,ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და გზას მიჰყვებოდა და მეც ნელ-ნელა, ნაბიჯნაბიჯ მივჰყვებოდი უკან და თან ვფიქრობდი... არვიცოდი რა ხდებოდა, სკოლაც მეეჭვება ჯიმინი რომელიც გამუდმებით მაშტერდება და ის ზარიც რომელიც მას ეკუთვნოდა მაგრამ უარყო... სეჰუნი რომელიც ასევე ხედავს სულებს მაგრამ მიმალავდა გამოდის ყველაფერი რაც ჩემ შესახებ იცოდა რომელიღაც სულმა უამბო, რა გასაკვირია ჩემ გარშემო იმდენი სული არის სახელებიც კი არ მახსოვს... მგონი სჯობს გავარკვიო ყველაფერი და ვკითხო სახლში რომ მივალთ...
YOU ARE READING
Life after Death
Spiritualამბობენ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე გრძელდება, მკვდრების ნაწილი სამოთხეში მიდის ნაწილიც შესაძლებელია ჯოჯოხეთში, ეს ჩვენი გადასაწყვეტი არ არის, მაგრამ იმათზე თუ გიფიქრიათ ვინც იკარგება? ვინც ვერც ზევით აღწევს და ვერც ქვევით....