მის სანახავად მესამე ღამესაც მივედი. ცოტა ადრე მივედი თუმცა იქ დამხვდა. ჩემ საყვარელ სიმღერას მღეროდა და მეც ავყევი. ჩვენი ხმები ზედმეტად იდეალურად ეწყობოდა ერთმანეთს, ზედმეტად არარეალურად და იდეალურ ჟღერადობას ქმნიდა, ისეთს როლლის დაკვრასაც დახელოვნებული მუსიკოსე მთელი ცხოვრება ცდილობენ თუმცა ბევრს მაიმც არ გამოდის.
-დედამწის ბიჭუნავ.. ჩემი დანახვა არ გინდა?- მკითხა როდესაც სიმღერას მოვრჩით და იქვე ხის მეორე მხარეს ჩამოჯდა.
-რაცარუნდა უცნაური იყოს არა... მომწონს შენი იდუმალება.თან რადგან შენ არ გინდა რომ დამენახო ესეიგი ესეა საჭირო. რაცარუნდა გასაკვირი იყოს გენდობი. როცა დრო მოვა მაშინ დამენახვები მეკიდევ დაგელოდები- ღიმილით და სევდით ვუთხარი.- შენ ჩემი დანახვა არ გინდა?არ გაინტერესებს როგორი ვარ?
-არააქვს მნიშვნელობა იმას თუ მე რა მინდა, მთავარი ისაა რომ არ შეიძლება, ეს არასწორი იქნება, თუმცა მაგის დროც მოვა.. მოთმინება უნდა ვიქონიოთ
-გასაგებია....- ხმაჩავარდნილმა ვუთხარი.
სახეზე წვიმის წვეთები დამეცა. თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარი თუ როგორ წამოვიდა თქეში...-მთვარის შვილო წვიმა დაიწყო გაცივ....
პირველად ჩვენი ნაცნობობიდან სი აფორიაქებული მელაპარაკებოდა მეკიდევ პირიქით მშვიდად ვიყავი და ადგილიდან არ ვიძროდი.აზრის თქმა არ ვაცადე და ღიმილით დავიწყე ლაპარაკი.
--რა ლამაზია არა წვიმა? და ამავდროულად რა შემზარავი. ყოველთვის მიყვარდა წვიმა... იგი თავისებური იყო და თავის ისტორიასაც მსგავსად წერდა...ჩემსავით. ფანჯრის რაფაზე ხმაურიანად ეცემა შხაპუნა წვეთები და არავინ არ იცის რამდენი ცრემლი მოაქვს თან რომელიც მის ფონზე შეუმჩნეველი რჩება. თითქმის არავის არ უყვარს წვიმა... შავი ღრუბლები და ასევთქვად სევდიანი გარემო. ნუთუ ვერავინ ვერ ხვდება თუ რაოდენ საოცარია ეს მოვლენა... რაოდენ იმედის მომცემი. სწორედ წვიმაა ის ვინც მზისგან გამხმარ და დაცხუნებულ არემარეს სიცოცხლეს უბრუნებს.. სწორედ ისაა ვინც ცისარტელის ლამაზ ფერებს გვჩუქნის. მაგრამ ყველაზე მეტად წვიმაში მის შემდეგ სველი მიწის სუნია... მართლაც რა საოცარია არა.. შეისუნთქავ და თავს ცოცხლად გრძნობ. იმის შემდეგ რაც წვიმა კაცობრიობის სიბინძურეს ჩამოგრეცხავს ამ სურნელის შეგრძნების შემდეგ თითქოს თავიდან იბადებიო. ნუთუ ყველას ბავშვობაში არ უყვარდა წვიმისგან დატოვებულ გუბეებში ხტომა და თამაში? მაშინ ხომ არ გვეჩვენებოდა წვიმიანი დღე ესეთი დაბურული და სევდიანი. საქმე იმაშია რომ ბავშვი ყველა ნათელ ფერს ხედავს დედამიწაზე ხოლო ასაკთან ერთად და ყველა მძიმე მომენტის გამოვლასთან ერთად ცხოვრებას ფერები აკლდება... ადამიანი კი დღითი დღე ოცნებობს რომ ცხოვრებას დაკარგული ფერები მოემატოს და აი რატომ ეჩვენება მას წვიმისნი დღე ესეთი ბნელი ....ესეთი სევდიანი- ეს თქვა და ისევ გაქრა...მიყვარდა თუ როგორ გაოცებულს მტოვებდა. თუ როგორი წყნარი და ჩუმი იყო ხოლო მეორე წამს გულს ისე გადაგიშლიდა ვერც კი შეამჩნევდი...