აი მეოთხე დღესაც მივედი რომ ერთად შევხვედროდით განთიადს. ეს უკვე ჩვევად მექცა... დღეს მასთან ერთად მთავრდებოდა და მასთან ერთად იწყებოდა. ღამეებს ვატარებდით ლაპარაკში ჩვენი მეგზური კი ყოველ ღამე მთვარე იყო. ის ჩვენთან ერთად განიცდიდა ყველა იმ გრძნობას და სიტყვას რასაც ერთმანეთს ვუზიარებდით.
მე მას სრულიად არ ვიცნობდი თუმცა ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს სულიერად ერთნი ვიყავით. ჩვენ ერთმანეთის ზედმეტად კარგად გვესმოდა, თითქოს იგი ჩემი ნაწილი ყოფილიყო.
-ისევ ჩვენ ვართ აქ. როგორც ყოველთვის... მარტო ჩვენ- მივედი და ჩვენს ხესთან ჩამოვჯექი
-ჩვენ.... რა ლამაზად ჟღერს არა? და რა არარეალურად. ზედმეტად იდეალურია რომ არსებობდეს- თითქოსდა დანანებით ჩაილაპწრაკაო
-რატომ ხარ ესეთი პესიმისტი?- ემოციებისგან დატვირთულს ცოტა უხეშად მომივიდა თუმცა მისი პასუხი ძალზედ წყნარი იყო
-პესიმისტი არა მეოცნებე ვარ თუმცა რეალობა როგორც ყველას ისე მეც ჩუმად მეპარება ხოლმე და ოცნებით დატკბობის საშუალებას არ მაძლევს... რას ვიზამთ ესაა რეალობა. ალბათ იმიტომაც ვარ ესეთი სასოწარკვეთილი... დაუძლურებული.- მისმა სიტყვბმა გული ჩამწყვიტა... მართლაცრომ რეალობა მწარეა.
მასთან დრო სხვანაირად გადიოდა, თოთქოსდა სხვა დროის ათვლის სარტყელში ვიყავით სადაც დრო სხვანაირად მოძრაობდა.
ის შემობრუნდა და ნელი ნაბიჯებით ჩემსკენ დაიძრა. მისი დანახვა ამ სიბნელეში თითქმის შეუძლებელი იყო, მაგრამ მისი ვერცხლისფრად მბზინავი კაბის ფონზე რონელიც მის ნაზ სხეულს კვეთავდა, მისი სახის ნაკვთების დანახვა მაინც შესაძლებელი იყო. მისი სილამაზე ამ სიბნელეშიც კი თავბრუდამხვევი იყო... ის.. ის მართლაც რომ მთვარის შვილი იყო..
-დედამიწის ბიჭუნავ, გახსოვდეს რომ რაც არ უნდა მოხდეს ცხოვრება გრძელდება. არასოდეს დანებდე და არასოდეს აიღო ხელი შენს ოცნებებზე და მიზნებზე. თუ გაგიჭირდება გახსოვდეს რომ მე აი იქ ვარ ზევით. ღამით ყოველთვის შენი მეგზური, დამცველი ვიქნები და ყოველთვის მოგისმენ.
მისი ნაზი და ცივი თითების შეხებაზე ლოყებზე ტანში სასიმოვნო ტალღამ დამიარა. ის ჩემსკენ მოიწია და ერთი დაუვიწყარი კოცნა მაჩუქა რის შედეგადაც გაქრა და მთვარეს გაჰყვა. ეს ისეთი აღუწერელი რძნობაა. ჩვენ თითქოს ერთნი გავხდით. ჩემში თითქოს ორი ადამიანი ცხოვრობდა, ადამიანი დედამიწიდან და მეორე ადამიანი მთვარიდან, რომლებიც ერთმანეთს საოცრად აბალანსებდნენ.
ამ ღამის შემდეგ თითქოს სულიერი სიმშვიდე ვიპოვე რომელსაც ამდენი ხანი ვეძებდი...
ვიცოდი რომ ეს შეხვედრა საბოლოო იყო... ვიცოდი რომ არ დაბრუნდებოდა მაგრამ მაინც ყოველ ღამე, 4 საათზე ჩვენს ხესთან მივდიოდი და მის თითოეულ სიტყვას ვიხსენებდი, ველოდებოდი და იმედს არასოდეს ვკარგავდი. მე სიცოცხლის ბოლომდე მახსოვდა გოგონა მთვარიდან, უსახელო ჩიტი, მისი თითოეული სიტყვა რის მიხედვითაც ვცხოვრობდი.
ჩვენი ბოლო შეხვედრიდან ზუსტად 55 წელი გავიდა და მეც ზუსტად ჩვენს ხესთან ვზივარ.
-ჩვენი შეხვედრიდან ზუსტად 55 წელი გავიდა მეკიდევ ჩვენს ტრადიციას არ ვღალატობ.
-მიხარია შენი აქ ხილვა დედამიწის ბიჭუნავ- და აი ამდენი ხნის მერე მესმის სანატრელი ხმა, ისევ ისეთი ახალგაზრდული და ნაზი, ხავერსოვანი..
-დიდი ხანია რაც ბიჭუნა აღარ ვარ- სიცილით ვეუბნები
-ჩემთვის სულ იმ, დაკარგულ დედამიწის ბიჭუნად დარჩები- ვერ ვხედავ მაგრამ მის ხმაში ღიმილს ვატყობ-
ვიცი დიდხანს გალოდინე, მაგრამ ახლა აქ ვარ და დრო მოვიდა... - მეუბნება და ხელს მიწვდის. მეც ხელს ვკიდებ და მივყვები გალაკტიკაში სამოგზაუროს....
----------------------------------------------------------------
ესეც ჩემი მეორე ფიკი. ყველას დიდი მადლობა ვინც წაიკითხეთ. იმედია მოგეწონათ და ძალიან არ გამაკრიტიკებთ იმიტორო ერთ დღეს დავწერწ ოთხივე თავი. იმედია ისიამოვმეთ კითხვისდროს და თქვენი აზრი კომენყატებში გამიზიარეთ 🌙🌏😄💜🖤