(Btsის 4o'clockის და so far awayის მოსმენისას დავწერე ოთხივე თავი და თუ ჩართავთ კარგიბიქნება :ddd )
ღამის 4 საათია. ნორმალური ადამიანი ამ დროს სახლშია, თბილ საბანში გახვეული და ლამაზი სიზმრებით ტკბება.მეკიდევ როგორც ყოველთვის გარეთ ვსეირნობ და ღამის სიჩუმით ვტკბები. ღამე ერთადერთი დროა როცა შემიძლია სეულის ქუჩებში თავისუფლად და უშიშრად ვიარო. ამ დროს თავს ჩვეულებრივ ადამიანად ვგრძნობ და არა აიდოლად. დღესაც ჩვეულებრივად ვსეირნობდი და არ ვიცოდი სად მივდიოდი, უბრალოდ იქ ვუხვევდი სადაც მთვარე მიმანიშნებდა. ამ დროს ძირითადათ უკუნითი სიჩუმეა, მაგრამ ეს ღამე განსხვავებული იყო რადგან სადღაც, შორიდან ვიღაცის სიმღერა მესმოდა. ესეთი ლამაზი ხმა ჯერ არ მსმენია, სიმღერამ ერთიანად მომნუსხა და დამატყვევა. ხმას გავყევი რომელმაც ერთ პატარა პარკში მიმიყვანა. უსახელო ჩიტს ნელა მივუახლოვდი და შევეცადე არ დამეფრთხო.
-გამარჯობა- ჩუმად ვუთხარი ზურგით მდგარ ლურჯ გრძელთმიან გოგონას. ჩემი ხმის გაგონებაზე მომენტალურად შეწყვიტა სიმღერა და სიბნელეში მოუბრუნებლად უფრო ღრმად შევიდა.
-გამარჯობა- მითხრა ნაზი ხმით.
-ბოდიში არ მინდოდა შენი შეშინება, უბალოდ შენი სიმღერა გავიგონე და ძალიან მომეწონა, გადავწყვიტე მას გამოვყოლოდი და აი შენამდე.
-არაუშავს..- მითხრა მოუბრუნებლად.
-აქ რას აკეთებ ამ დროს?
-მიყვარს ღამის ცა, ვარსკვლავების და მთვარის ყურება. ღამის სიჩუმე მიყვარს როდესაც მთვარის მოყოლილი ისტორიების გაგება შეგიძლია- წყნარი ხმით მიპასუხა. ძალიან უცნაური გოგო იყო თუმცა მის თითოეულ სიტყვაში სიმართლის და სრული გულწრფელობის დანახვა იყო შესაძლებელი
-რა გქვია?
-რა მქვია?... -გაკვირვებულმა იკითხა- სახელი არ მაქვს.
-როგორთუ სახელი არ გაქვს?- მისმა პასუხმა ძალიან გამაოცა და გაკვირვებულმა ვკითხე.
-და რა საჭიროა საერთოდ სახელი?
-რისთვის და ადამიანს რომ მიმართო, სხვებს რომ გააგებინო მის შესახებ.
-და რა საჭიროა საერთოდ რომ სხვებს გააგებინო მის შესახებ? თუ მიმართვა გინდა შენთვითონ მოუფიქრე სახელი, ისეთი რაც შენთვის ის ადამიანი წარმოადგენს ან ის რაც მასთან გაკავშირებს.
-მაშინ მე მთვარის შვილს ან გოგონას მთვარიდან დაგიძახებ.
-კარგი ბიჭუნავ დედამიწიდან.- მანაც მომიფიქრა სახელი და გაიცინა.
-ლამაზი სიცილი გაქვს- მისი სიცილის გაგონებაზე გულში სითბო ჩამეღვარა და გამეღიმა
-რაიცი რომ ლამაზია? რითი ხვდები ამას?- ინტერესით მკითხა
-ხმის ტემბრით ნამდვილად არა.... უბრალოდ ვგრძნობ ამას, ალბათ შენს გულწრფელობას. ყველა სიცილი ლამაზია თუ ის გულიდან მოდის - დიდი ფიქრის შემდეგ პირველი თავში რაც მომივიდა ის ვუპასუხე
-მომწონხარ დედამიწის ბიჭუნავ- მისი ხმით მივხვდი რომ იღიმოდა. მის სიტყვებზე მეც გამეღიმა
-მეც მომწონხარ მთვარის გოგონავ.- იგი დღეს პირველად ვნახე და ვიცი სიგიჟეა მაგრამ უკვე მომწონდა მისი იდუმალება, მისი ბუნება და აზროვნება. ის განსხვავებული იყო, ზღაპრული და საინტერესო რაც ძალიან მიზიდავდა. ეს გაურკვევლობა კი მეტ ეშხს მატებდა.
გათენებამდე ვილაპარაკეთ შემდეგ კი მზის ამოსვლასთან ერთად გაუჩინარდა მთვარეც და მისი ჩრდილიც.