ნაწილი 3

674 115 24
                                    


- ეი, ბექჰიონ! მე, რა თქმა უნდა, უკვე მივხვდი, რომ უნიტაზთან დიდი სიყვარული გაკავშირებს, მაგრამ, იქნებ ბოლოს და ბოლოს გამოხვიდე? იცი რა, მეც მაქვს მასთან პაემანი დანიშნული, - ამ სიტყვებთან ერთად კარებზე მივუკაკუნე.

- კარგი. - კარები გაიღო და თავჩაქინდრულმა ბაეკმა გვერდით გამიარა.

- ოჰ, შენ ყოველ დღე უფრო "ლამაზდები" და "მშვენდები"! - მისი სახის დანახვაზე ირონია ვერ შევიკავე და დავიჭყანე. - აი მაშინ არ უნდა გაგეშვა შანსი ხელიდან და გეკბინა! მერე ერთი კვირა მაინც იქნებოდი მშვიდად. აბა ასე რა გამოდის... ორი დღეა ტუალეტში იკეტები, საუზმეზე მაინც გამოდი.

- არ შემიძლია. შენი ყურება მიჭირს...

- კარგი, თუ არ დაგავიწყდა, მე ახლა პაემანი მაქვს თეთრ მეგობართან, მანამდე კი მიდი, ჩამოჯექი სავარძელზე და შენს საქციელზე იფიქრე! - ვუთხარი ეს და კარები ჩავკეტე.

**

- აბა, მიდი. - ბაეკი დივანზე იჯდა და მეც გვერდით, რაც შეიძლება ახლოს მივუჯექი. მან ჩემკენ მოატრიალა თავი.

- რა? - თვალებდაჭყეტილმა ხმაურიანად გადაყლაპა ნერწყვი.

- ცოტა ზემოთ ამოიხედე და თვალებში ჩამხედე. თუ ჩემი ტუჩების მოძრაობას აკვირდები? - ეშმაკურად ჩავიცინე.

- ჰა? - ის გაწითლდა და თავი დახარა.

- არც მანდაა ჩემი თვალები. კაი, ჯანდაბას, კისერზე შემომხედე.

- კისერზე?

- ხო. შენ ვამპირი ხარ, ამიტომაც, როგორც ყველა ნორმალური ვამპირი, შენც კისრიდან დალევ სისხლს. გასაგებია?

- აბა მაჯა?

- მერე შეძელი კბენა? ვერ შეძელი. ასე რომ, აჰა ჩემი კისერი. უკბინე. - მე მისკენ წარმოუდგენლად ახლოს მივიწიე.

- ეეე... მასე არ შემიძლია.

- ისევ დაიწყე შენებური?

- უბრალოდ, რა წესია? მე ვარ აქ ვამპირი, მე ვარ ურჩხული, ასე რომ, შენ უნდა გეშინოდეს და არა, საკუთარი ნებით მთავაზობდე სისხლს.

- ურჩხული? ჰაჰაჰა.. - სიცილი ვერ შევიკავე. - ორი დღეა ტუალეტში ცხოვრობ, უნიტაზის გვერდით კი უზარმაზარი სარკეა, შანსი არაა საკუთარი თავი ვერ დაგენახა. ოჰ, არ შემიძლიხარ, ურჩხულო! შენგან ისეთი ურჩხული დადგება, როგორიც ჩემგან ლილიპუტი! - ახლა უკვე ხარხარზე გადავედი.

- ეი! ნუ იცინი! ეს ხომ სიართლეა! - მან განაწყენებულად დაბერა ქვედა ტუჩი. - მე ადამიანების სისხლს ვსვამ, ესე იგი ურჩხული ვარ!

- სვამს თურმე, როგორ არა. აი როცა მართლა დალევ, მერე გახდები ურჩხული.

- არ მინდა, რომ მასეთად ვიქცე!

- მაგრამ, არ გაქვს არჩევანი. მიკბინე მალე!

- არ ვიზამ.

- რა არის ამაში რთული, არ მესმის! ალბათ, მალე მე გიკბენ! ნუ თუ ეს ასეთი რთულია? - მე მას მხრებში ჩავავლე ხელი, თავი გადავხარე და მის კისერს ტუჩებით შევეხე. ბაეკი შეხტა.

- აქ რა ჯანდაბა ხდება? რას აკეთებთ? - უეცრად გაისმა მჭექარე ხმა და მაშინვე მოვშორდით ერთმანეთს.

- ო! კრის-ჰიონგ! ჩემო საყვარელო ძმაო! - წამოვდექი და მასთან ჩასახუტებლად გავეშურე. - ეს ჩემი ახალი მეგობარია, ჩვენ უბრალოდ ვაპირებდით...

- არა, უკვე გადავიფიქრე, არ მინდა ვიცოდე რასაც აპირებდით, - მან ზიზღით მოიშორა ჩემი ხელები. - შენი საყვარელი ქუდის დასაბრუნებლად შემოვედი, წინა კვირას ჩემთან დაგრჩა.

- აჰ, მადლობა, ჰიონგ!

- მე წავედი. - კრისმა უკმაყოფილო მზერა ესროლა ბაეკს, რომელიც წამში გაწითლდა.

- ნახვამდის!

მისაღები ოთახის კარი გაიჯახუნეს.

- აბა, ბექჰიონ, - მე გავიღიმე და ისევ დივანზე წამოვსკუპდი. - გავაგრძელოთ რაზეც გაგვაწყვეტინეს?


**************************************

ჩანიკო შეტევაზე გადადის. :D :D :D ვნახოთ რა მოხდება... 

თქვენ რას ფიქრობთ?

vote and comment <3 <3 

უნდა გიკბინო!Opowieści tętniące życiem. Odkryj je teraz