- ეი ბაეკ, აქ არ გვინდა რა.. - ვეცადე აღშფოთება გამომეხატა, როდესაც ამ სულელმა ბიჭმა ხელი ჩამავლო და სუპერმარკეტის ტუალეტის ერთ-ერთ განყოფილებაში შემათრია.
- რა მნიშვნელობა აქვს? - კარები შიგნიდან ჩაკეტა და თავისი მუქი-ალუბლისფერი თვალებით მომაშტერდა.
- როგორ თუ რა მნიშვნელობა აქვს? ძალიან დიდი! აქ ხომ ანტისანიტარიაა!
- ფიქრობ, რომ არ ასუფთავებენ? - ოდნავ მოწყენილი სახით მკითხა.
- შეიძლება ასუფთავებენ კიდეც, მაგრამ არამგონია ეს რამეს შველოდეს. - ამ სიტყვებთან ერთად შევეცადე უკან დამეხია, მაგრამ ადგილი აღარ იყო. ფეხებთან თეთრი უნიტაზი მედებოდა.
- ეგ უბრალოდ წვრილმანებია. მე მინდა აქ და ახლა! - მან მოუთმენლად გამოსწია ხელები ჩემსკენ, რის გამოც შევკრთი.
- ბეკი, კაი რა.. - თითქოს თავი შევაცოდე.
- უცებ ვიზამთ, გეფიცები.
- უცებ? უკვე ყელში ამომივიდა შენი "უცებ"!
- ჩანნი.. - საწყალი თვალებით შემომხედა. - ძალიან მინდა...
- სულ რაღაც ერთი კვირა გავიდა. - ვუპასუხე და ვეცადე მისი სახისთვის თვალი ამერიდებინა.
- სულ რაღაც? ეს ხომ მთელი კვირაა! შვიდი დღე! - წამოიყვირა მან.
- ჩუუ! მარტოები კი არ ვართ. რა გაყვირებს?!
- გთხოვ.. - ბაეკმა ისევ მოწყენილი ლეკვის სახე მიიღო და შეუძლებელზე ახლოს მომიახლოვდა. მის სუნთქვას უკვე ყელთან ვგრძნობდი.
- აიშ! ჯანდაბა, კარგი. - დავნებდი მე. - ასე საწყლად ნუღარ მიყურებ.
- საუკეთესო ხარ!
მე დავიჭყანე და წამის შემდეგ მაჯაზე ბასრი ეშვები ვიგრძენი.
ESTÁS LEYENDO
უნდა გიკბინო!
Fanficავტორი : _ЛиЛу_ ფანდომი : EXO - K/M პერსონაჟები : ჩანიოლი / ბექჰიონი რეიტინგი : PG-13 ჟანრი : იუმორი, ფანტაზია, მისტიკა, POV, Hurt/comfort, AU, მისტიკური არსება