-დედა! - მთელი ძალით ვიღრიალე.
-რა იყო?
-ჩემი წამლები სად წაიღე?
-რა წამ -
-დედა, მშვენივრად იცი რაზეც ვამბობ. - გავაწყვეტინე დედაჩემს.
-მაგათ გარეშე დაიძინე, გთხოვ. ცადე მაინც.
-დედა, არ შემიძლია.
-ამ ერთხელ. ცადე, გთხოვ.
-ჯანდაბას. - ნაზად გამიღიმა დედაჩემმა, მე კი მივბრუნდი და ოთახისკენ გავემართე.
12 საათია. შუაღამე ახლახანს მოვიდა, ახალი დღეც დაიწყო. ჩემთვის ადრე იყო, თუმცა რადგან წამლის გარეშე უნდა დამეძინა, ჯობდა ახლავე დავწოლილიყავი.
ცოტახნის მერე ყველანაირი ამაზრზენი მოგონება გამახსენდა, რამაც ჩემს ძილს ხელი შეუშალა.
"შეხედე რანაირია."
"ეს ვინაა? რას გავს?"
"სიგარეტის სუნი რატომ აგდის?!"
"ამ უცნაურ არსებას ჩვენთან რა უნდა?"
არა, არა! ფიქრი შეწყვიტე. ფიქრი შეწყვიტე. ან სხვა რამეზე იფიქრე. ოღონდ ამაზე არა. ყურადღება გადაიტანე.
ტელეფონს მთელი სიჩქარით ვტაცე ხელი და საათს დავხედე.
00:03
გადასარევი. ჯერ მხოლოდ 3 წუთი გავიდა?!
01:07
ჯანდაბა, თავი მტკივა. პულსაციას ვგრძნობ, საშინელს. რომელიც თანდათან იმატებს.
03:27
რა უბედურებაა? ვერც ადგილზე ვისვენებ, ვერც ფიქრი შემიწყვიტავს.
05:19
იცით როგორი რთულია, როდესაც კვდები ისე გეძინება, შენ კიდე ძილთან ახლოსაც არ ხარ? საშინელებაა.
YOU ARE READING
Insomniac
Fanfictionამბავი ერთ ძალიან ჩვეულებრივ ბიჭზე, რომელსაც ინსომნიის ანუ ძილის დარღვევების გამო ცხოვრება მთლიანად ამოუტრიალდა და რეალობა ილუზიად ექცა.