22:38
ღამეებს შემაზიზღებს ეს ყველაფერი.
ნეტა დამეძინოს. გთხოვთ, დამეძინოს.
ჯერ ადრეა, ეგებ რამე მოხერხდეს. ეგებ რამე მეშველოს.
23:55
უკვე არ მინდა, საშინლად არ მინდა ეს ყველაფერი.
არა, კიჰიონ. დაიძინებ!
კი, მაგრამ....
არანაირი კი მაგრამ!
მოიცა, ახლა რას ვაკეთებ. ჩემს ტვინში ჩემს თავს ვესაუბრები?
კარგი, რა მნიშვნელობა აქვს რას ვაკეთებ. მთავარია დავიძინო.
მთავარია დავიძინო.
ისე, ნეტა იმ დღეს ვინ დამირეკა? ჩემი სახელი საიდან იცოდა? დაფარული ნომერი რა საჭირო იყო? მაგრამ, საერთოდ დარეკილებიდან რატომ გაქრა? სიზმარი იყო?
არა, მთელი ღამე მეღვიძა და რანაირად? თუ მეძინა?
მაშინ დაღლილი რატომ ვიყავი და თავს ვერ ვიჭერდი?
ჯანდაბა! მორჩი ფიქრს. გაქრა დარეკილებიდან და გაქრა ვსო. სიზმარი არ იყო, გეღვიძა. ალბათ წაშალე და არ გახსოვს და ეგაა.
ვცდილობდი ჩემი ფიქრები ამ მხრივ წამეყვანა, რომ მალევე დამთავრებულიყო და ჩამძინებოდა.
00:43
ბევრი დრო გასულა ფიქრში.
ცხვრები რომ დავითვალო?
ერთი ცხვარი, ორი ცხვარი, სამი ცხვარი, ოთხი ცხვა-
უცებ ისტერიული სიცილი ამიტყდა და პირზე ხელი მივიფარე. არავინ გააღვიძო, კიჰიონ. არავინ.
რა ჯანდაბას ვაკეთებდი? ცხვრებს რა მათვლევინებდა? სულ გავრეკე?
წამოვჯექი.
თავი მისკდება, თავი მისკდება, თავი მისკდება...
თავბრუ დამეხვა. გულის რევის შეგრძნება მაქვს.
დაწყნარდი, კიჰიონ. არაფერი მოგივა.
YOU ARE READING
Insomniac
Fanfictionამბავი ერთ ძალიან ჩვეულებრივ ბიჭზე, რომელსაც ინსომნიის ანუ ძილის დარღვევების გამო ცხოვრება მთლიანად ამოუტრიალდა და რეალობა ილუზიად ექცა.