13წლის შემდეგ...
სკოლის გამოსაშვები წელი ,დამერწმუნებით ყველაზე რთულია.უნდა აირჩიო კოლეჯი,შემდეგ საბუთების საქმე,მათი პასუხის მოლოდინში კიდევ ნერვიულობა,შემდეგ სახლიდან რამოდენიმე შტატით ან კილომეტრებით შორს ყოფნა მოგიწევს.მეშინია.მიუხედავად იმისა,რომ საუკეთესო მოსწავლე ვარ,ეს ბოლო ორი წელი ჩემთვის საშინლად რთული აღმოჩნდა.
დილით,როგორ ყოველთვის ადრე ავდექი,თავი მოვიწესრიგე და ტანსაცმლის ასარჩევად კარადას მივადექი.შავი დახეული ჯინსი,ვარდისფერი მაისური,ვარდისფერი ფეხსაცმელი ავიღე.ოდნავ მაღალი ესეც ვარდისფერი alter socks-ები ამოვიცვი ,ქუდი და ჩანთა ავიღე და ქვემოთ ჩამოვედი.დედას უკვე გაემზადებინა საუზმე და მაგიდას მივუჯექი.
-როგორ გეძინა პატარა - როგორც ყოველთვის თბილად მომმართა დედამ და თეფშზე სენდვიჩი დამიდო.
-კარგად დე,მადლობა.
არვიცი,როგორც წესი ყველას თავისი დედა ყველას ურჩევნია და ყველას თავისი საუკეთესოდ მიაჩნია,მაგრამ დედა მართლა სიკეთის,პოზიტივის და სიყვარულის განსახიერება იყო.სირთულეები,რომლებიც "გარდატეხის" ასაკში შემხვდა ,სწორედ მისი დახმარებით გადავლახე.მაგრამ განვლილი ორი წლის ტკივილი ,მანაც ვერ განმიქარწყლა.
საუზმეს მოვრჩი ,დედასთან მივედი,შუბლზე მაკოცა ,დავემშვიდობე,მანქანის გასაღები და ჩანთა ავიღე,და სახლიდან გამოვედი.
სკოლასთან ძლივს ვიპოვე ადგილი მანქანის დასაყენებლად.ძრავა გამოვრთე და მანქანიდან გადმივედი.ხელში ჩანთასთან ერთად რამოდენიმე წიგნიც მეჭირა.გზას გავუყევი და თან მუსიკებს ბოლო ხმაზე ვუსმენდი.ფიქრებში გავერთე და ქვაფეენილიან გზას ვაკვირდებოდი.
მოულოდნელად ძლიერი შეჯახება ვიგრძენი და ძირს დავვარდი ჩემს წიგნებთან ერთად.
სწრაფად წამოვდექი და წიგნების ასაღებად დავიხარე .ეს ყველაფერი ისე გავაკეთე,რომ არშემიმჩნევია იმ ადამიანის სახე,რომელიც წიგნების აკრეფაში მეხმარებოდა.ბოლოს ყურსასმენები მოვიხსენი,წიგნები ავიღე და ფეხზე წამოვდექი.
უცებ ნაცნობი სახე დამიდგა წინ.
-მეი,ბოდიში რამე ხო არ გეტკინა - მომმართა ცოტა აღელვებული ტონით.
იმის მაგივრად,რომ მისთვის მეპასუხა და მეგობრობის ნიშნად გადავხვეოდი,უხეშად მივმართე:
-გამეცალე იუნგი - მხარზე ხელი გავკარი და სკოლაში შევედი.
ალბათ გაგიკვირდათ,ხო?
იუნგი ის პატარა საყვარელი ბიჭი იყო ჩემი ბავშვობიდან.
4წლიდან ერთად ვიზრდებოდით,საუკეთესო მეგობრები ვიყავით და ბოლოს ის ჩემგან წავიდა.
მიზეზი?!
მიზეზი ძალიან უმნიშვნელო და უაზროა.
უბრალოდ იმის გამო,რომ კალათბურთს კარგად თამაშობდა,სკოლის ნაკრებში აიყვანეს.იქ უამრავი ბავშვები გაიცნო და მე 'დამიკიდა'.11წლიანი მეგობრობა პოპულარობაში გაცვალა.
სკოლაში სულაც არვიყავი შეუმჩნეველი ჩემი იმიჯის და სილამაზის გამო,მაგრამ როდესაც გვერდით იუნგი მედგა არავინ მეკარებოდა .ეხლა კიდე ყოველი მეორე თავს მაბეზრებს.
სკოლაში ყოფნის პერიოდი საშინლად გაიწელა.საათს ვაკვირდებოდი და წუთწებს ვითვლიდი.ამ დღემ ძალიან უმნიშვნელოდ ჩაიარა.
ბოლო გაკვეთილის დამთავრების თანავე ჩანთას ხელი დავავლე და მანქანით სწრაფად მოვწყდი იქაურობას.
გზაში ვიყავი,როდესაც დედამ დამკრეკა და მითხრა,რომ დინი,ჩემი პატარა ძმა,ბაღიდან გამომეყვანა.
![](https://img.wattpad.com/cover/117291501-288-k964618.jpg)