დედა ძალიან კომუნიკაბელური ადამიანი იყო.იმის გამო,რომ მისი მოვალეობა ამიერიდან მხოლოდ ჩემი მოვლა იქნებოდა ,მას გადააწყვეტინა,რომ მეზობლების გასაცნობად პატარა ფართი გაეკეთებინა.ყველაფერი თავისი ხელით მოამზადა.საოცრად გემრიელ რაღაცეებს აკეთებდა.ამიტომაც იყო,რომ მის გაკეთებულს ყველაფერს ვჭამდი.მალე სტუმრებმაც დაიწყეს შეკრება.
დედას ესალმებოდნენ და მათ თავებს აცნობდნენ.ეს ყველაფერი კი მე მეორე სართულზე,ჩემს ოთახშიც კი მესმოდა.ერთადერთი რის გამოც ქვემოთ დავაპირე ჩამოსვლა იყო ის რომ,საშინკად მყუროდა.ოთახის კარი გამოვიხურე და პატარა ფეხებით ნელ-ნელა ჩავედი ქვემოთ.დედა ამდენ ხალხში ძლივს ვიპოვე.
-დედი წყალი დამალევინე რა-დედამ მაშინვე ხელი მომკიდა და სამზარეულში გამოყვანა.უცებ კარზე ზარი გაისმა.დედას ჩემთვის ხელი არ გაუშვია ისე წავიდა კარისკენ.კარი გააღო და კიდე ერთი სტუმარი შერჩა ხელში.მას თან პატარა ბიჭი ახლდა დაახლოებით ჩემი ასაკის იქნებოდა.ისეთი უცნაური თვალებით მიყურებდა,რომ ამდენი ხნის მერეც მახსოვს.დედამ სახლში შემოიპატიჟა.მათი ლაპარაკიდან გავიგე ,რომ ეს ქალი ჩვენი სახლის მოპირდაპირედ ცხოვრობდა.ძალიან გვიანი იყო,როდესაც ყველა სტუმარი სახლში დაბრუდა.დედა საძინებელში ამომყვა,დამაძინა და ისევ ქვემოთ წამოვიდა.
~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~
ხომ გახსოვთ ის პატარა ბიჭი,რომელიც ქალს ახლდა ჩვენი მოპირდაპირე სახლიდან?!
აი სწორედ ის ბიჭი გახდა ჩემი პირველი მეგობარი.ყველაფერი ხელს გვიწყობდა ასაკი და ისიც,რომ ერთმანეთთან ახლოს ვცხოვრობდით.საუკეთესი მეგობრები გავხდით და ნელ-ნელა ყველაფრის განვითარებაც დაიწყო.