თავი პირველი

289 24 12
                                    

შიუმინი კანალიზაციის გრძელ, შავ კორიდორს მიუყვებოდა და ცდილობდა, ჭუჭყიან წყალში არ ჩამდგარიყო.
3 წელი გავიდა ომის შემდეგ, რომელიც Bulletproof-ს და EXO-ს შორის მოხდა. ამ ომში ექსო "დამარცხდა", და Bulletproof-მა ერთი წევრი დაკარგა.
ეს გამოსვლა ისეთი დამაჯერებელი იყო, რომ მთელმა მსოფლიომ ექსოს სიკვდილი იწამა და მიწყნარდა. აღარავინ ფიქრობდა სისხლისმღვრელ მაფიაზე, რომლის ფარული ძალა Bulletproof-ზე მეტი იყო.
ბექიონმა ამ იმიჯის შენარჩუნება არჩია და ბაზა ყველაზე უდაბურ ადგილზე დადგა. მისი აზრით უეცარი, მოულოდნელი დარტყმა მსოფლიოს უფრო მეტ ზიანს მიაყენებდა.
ამიტომაც უწევდა შიუმინს მშიერი ვირთხასავით კანალიზაციაში ძრომა.
ლიდერმა გარეგნობის შეცვლაც კი დააძალა: ქერა თმები ყავისფრათ გადაუღება, ტუჩზე გულის გამაწვრილებელი პირსინგი გაუკეთა, რომელიც გრძელი ჯაჭვით მაისურს უმაგრდებოდა და ცისფერი ლინზები ამოაღებინა. მაისური შავ-თეთრი იყო, საყელოზე დიდი, შავი ციფრი "99" ეწერა. ბექიონმა თქვა, რომ ციფრები თავისიანების გარჩევაში დაეხმარებოდა და ყოველ წევრს რიცხვი მიუჩინა.
მართლაც და, ბექიონს ძალიან უყვარდა ასეთი თამაშები. რისკზე წასვლა მისთვის უბრალო სპექტაკლი იყო, ადამიანის სიკვდილი კი - კიდევ ერთი მარიონეტის დაცემა...
ფიქრებში გართულმა შიუმინმა ვერც კი შეამჩნია, როგორ გასცდა კედელზე ჩამოკიდებულ კიბეს. საბედნიეროდ, მან ეს მალე გაიგო და მოტრიალდა.
ნახევრადღია ლუკიდან სინათლის სხივი მოჩანდა...

***
სეულის ერთადერთ ბაზარში აუარება ხალხი ტრიალებდა.
მესამე მსოფლიო ომის შემდეგ დედამიწამ და ადამიანებმა აღდგენა დაიწყეს, რასაც ვაჭრობის წამოწყება მოწმობდა. იყიდებოდა მოპარული ნივთები, რელიქვიებად გასაღებული სასაცილო ფორმის ლოდები და დაღუპული ჯარისკაცების ფორმები.
შიუმინი ძლივს-ძლივობით იკვლევდა გზას გაცხოველებულ მუშტარს შორის და ნიღაბს მაგრად უჭერდა, რომ არ ჩამოვარდნილიყო.
არსებობდა კიდევ მეორე, უფრო მოკლე და საიმედო გზა, რომელიც დილერს 5 წუთში მიიყვანდა კლიენტთან. მაგრამ, თვითონაც არ იცოდა, რატომ, ბექიონმა უბრძანა, გრძელ გზას გაჰყოლოდა.
ამბობენ, სიფრთხილეს თავი სტკივაო, თუმცა ლიდერს უკვე ნამეტნები მოსდიოდა.
შიუმინმა ხალხის ბოლო ტალღა გაარღვია და შესახვევს გაუყვა.
შესახვევის ბოლოში საიდუმლო ოთახი იყო, რომელსაც მაფიები შეთანხმებებისთვის იყენებდნენ.
დილერმა ხელების ფათურით იპოვა კარები, რომელიც ზუსტად კედლისნაირი იყო - ფორმით და ფერით.
მან სამჯერ გადაბმულად დააკაკუნა და გაღებას დაელოდა.
კარები მაღალმა, ზორბა კაცმა გააღო და შიუმინი შეათვალიერა. ბიჭმა მის სახეზე ეჭვი ამოიკითხა.
- სახელი?
- ექსოდუს 99.
კაცმა გაიწია და ბიჭი შეუშვა.
ადგილი, სადაც ყველა მაფიის დილერები იკრიბებოდნენ, იყო უზარმაზარი კლუბი მსოფლიოს ყველაზე განვითარებული გასართობებით. მარცხენა მხარეს ბარი იყო, მარჯვენა მხარეს - პირადი მომსახურების კუთხე. შუაში გრძელი, შავი მაგიდა იდგა და ზედ კარტი ეყარა. სკამებზე უამრავი დილერი იჯდა და რაღაცაზე ბჭობდნენ.
შიუმინი თავში შემოჯდა. ყველამ მისკენ გამოიხედა.
- ოჰ, ბატონო 99, ვერც კი შეგამჩნიეთ. როდის შემოხვედით? - ჰკითხა ერთმა, რომელსაც პირში სიგარა ჰქონდა გამოჩრილი.
შიუმინს ძალიან უნდოდა, ის სიგარა გამოეგლიჯა და კაცისთვის ყელში ჩაეთხარა, მაგრამ საქმე სიმშვიდეს მოითხოვდა. ბექიონი შეცდომებს არ პატიობდა.
- რამდენიმე წამის წინ, ბატონო ლი. - უთხრა მან და ნიღაბი შეისწორა. - თუმცა ვფიქრობ, აქ კლიენტის შესახვედრად მოვედი, არა მეგობრული ლაპარაკის გაბმისთვის.
ლიმ სიგარეტს მოქაჩა და ბოლის ღრუბელი აუშვა.
- სავსებით მართალი ბრძანდებით, აქ მეგობრული ლაპარაკის დრო არ არის. - მან ცალყბად გაიღიმა. - რაც შეეხება თქვენს კლიენტებს...
ლიმ ორ ბიჭზე მიუთითა.
ორივეს ყავისფერი თმები ჰქონდათ, ოღონდ პირველს: უფრო ღია. მეორე პირველზე ოდნავ დაბალი იყო, სავსე ვარდისფერი ტუჩებით და პატარა ვერცხლის საყურეები. ორივეს ხელები არაბუნებრივად გამოწეოდათ, ალბათ, მაგიდის ქვეშ ხელჩაკიდებულები ისხდნენ.
არაპროფესიონალები.
შიუმინი ხან ერთს უყურებდა, ხან მეორეს. თავში რაღაც უსიამოვნო გრძნობა აწუხებდა, რომელიც მოსვენებას არ აძლევდა და წონასწორობას აკარგვინებდა.
საიდანღაც ეცნობოდა ეს ორი ადამიანი...
იგი ჩაუყვა მათ სახეებს, შავ ფორმებს, ჩაკიდებულ ხელებს და მაისურზე დახატულ ასოებამდე რომ მივიდა, ადგილზე გაიყინა.
მაიურებზე დიდი ასო B ეწერათ.
ეს ასო მხოლოდ ერთ მაფიას ეკუთვნოდა.
Bulletproof.
ექსოს დამკვეთი და დილერი Bulletproof იყო.







***********
გიხარიათ The Bulletmaster რომ გრძელდება? ^^ მე პირადად ძალიან მიხარია. რაღაც პერიოდი არ ვაპირებდი მეორე ნაწილის დაწერას, მაგრამ ფანფიკი რომ გადავიკითხე მივხვდი, რომ გაგრძელება ჯობდა. ბოლოსთვის ძაააალიან კარგი იდეა მაქვს და იმედია, მალე დავწერ.
მადლობა წაკითხვისთვიის და ძალიან მიხარია, რომ აქამდე გამომყევით! ❤️❤️❤️

The War (The Bulletmaster returns) | (დასრულებული)Where stories live. Discover now