თავი მეხუთე

150 15 12
                                    

ფანჯრის ნამსხვრევები სისხლით იყო დასვრილი.
ჯიმინი უკვე მეორედ დაჭრილ მხარს უჭერდა ხელს. ზურგში ჩასობილი მინით იგი მართლაც მტაცებელ ცხოველს ჰგავდა, რომელიც პროფესიონალ მკვლელსაც კი დააშინებდა.
პროფესიონალი მკვლელი კი ამ შემთხვევაში, ტაო იყო.
Bulletproof-ის წევრები ეშმაკის 7 მოციქულივით შემოხვეოდნენ და ზემოდან უყურებდნენ. სახის გამომეტყველებებს რომ დაკვირვებოდი, მიხვდებოდი, რომ უკვე წამების მეთოდებიც მოფიქრებული ჰქონდათ.
ჯიმინმა მინის ნატეხები ჩამოიბერყა და იატაკზე დარჩენილ ნაწილებს გადააბიჯა. იგი თითქოს ნესტოებიდან ორთქლს უშვებდა და პირიდან ცეცხლს აფრქვევდა. იუნგიც კი ვერ შეძლებდა მის დაწყნარებას ამ მდგომარეობაში.
და სამართლიანადაც არ ცდიდა.
ჯიმინი მოცახცახე ტაოს მიუახლოვდა და გაშლილ ფეხებს შორის დააბიჯა. ტაო შეხტა, ჯიმინმა კი ზიზღით დახედა.
- ა-არ მინდო-
- სად წაიღე? - მისი ხმა უჩვეულოდ დაბოხებულიყო.
- რ-რ-რა?
- თვითონ იცი რაც.
- მართლა არ ვიცი რაზე ლაპარაკობთ!
- ღმერთმა დაგწყევლოს! - ჯიმინმა კედელზე დააბრახუნა ხელი. - სად ჯანდაბაში წაათრიე ჰობის მკვდარი სხეული?!
ტაო გიჟივით კანკალებდა, თოფი ხელებში უთამაშებდა და გრძნობდა, სიკვდილი ახლოს იყო.
- აიღეთ თითის ანაბეჭდები! - მან გამხმარი ტუჩები აილოკა. - შეამოწმეთ კამერების ჩანაწერები.. ღმერთო, არ ვიცი! ქენით რამე, რომ დაუმტკიცოთ, მე უანაშაულო ვარ!
სიმპათიის უწვრილესი ნაპერწკალი მხოლოდ ჯინს გაუკრთა.
- მგონი, არ იტყუება, არა? - მან ყველას გადახედა და ჯიმინზე გაჩერდა, რომელიც მკვლელის სახით უყურებდა. - რომ მოეპარა გაქცევას ცდიდა და კუთხეში არ მიიმალებოდა. არც იქნებოდა თავის თავში ასეთი დარწმუნებული, დანაშაული რომ ჩაედინა.
ჯიმინი საშინელ აურას აფრქვევდა.
ჯინის საბედნიეროდ, თეჰიონმა ეს შეამჩნია და ნამდვილი მცველი ქმარივით დაუდგა გვერდში. ჯინი კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ ყავისფერთმება ბიჭმა ხელი ჩაჰკიდა და მოუჭირა, ანიშნა, გაჩუმებულიყო.
- კარგი, ეს ერთხელ გენდობი. - ჯიმინმა ხელები ჩამოუშვა და ტაოს დახედა. - ეგეც იმიტომ, რომ ჰიუნგმა დამარწმუნა. მადლობელი იყავი.
იგი გატრიალდა და ოთახიდან გავიდა.
- ჯიმინ! ჭრილობები! - რეპმონმა გატეხილი ფანჯრიდან გასძახა, თუმცა მან ყურადღება არ მიაქცია.
- მერე ღამით სიცხემ უნდა აუწიოს და მაინცდამაინც მე უნდა ვუყურო როგორ იტანჯება. - შუგამ თავი გააქნია და ჯიმინს გაეკიდა.
ნამსხვრევებით სავსე ოთახში მხოლოდ თაე, ნამჯუნი, ჯინი და ქუქი დარჩნენ.
ტაომ პისტოლეტი დააგდო და ნამჯუნს ფეხებთან მიუგორა, შემდეგ კი ხელები ასწია, დანებების ნიშნად. იგი უფრო დამშვიდებულიყო, ჯიმინის წასვლის შემდეგ დაეტყო, რომ თავს ისე ცუდად აღარ გრძნობდა.
- არ ვიცი ვინ იყო "ჰობი" და არც მინდა დაკითხვა ჩაგიტაროთ, - წამოიწყო მან. - მაგრამ გპირდებით, რომ მოძებნაში ყველანაირად დაგეხმარებით, თუ საშუალებას მომცემთ.
ნამჯუნმა თბილად გაიღიმა და ჩაიცუცქა, რომ ტაოს სიმაღლეზე ყოფილიყო.
- დახმარება დაგვჭირდება, მართლაც. თუმცა... - მისი ღიმილი შეიცვალა. - თუ თამაშობ იცოდე, რომ ვერ გადაგვირჩები. გასაგებია?
ტაოს გააკანკალა.
- გა-გასაგებია.
ნამჯუნმა კვლავ გაუცინა.
ტაომაც უხერხულად გაუღიმა და კედელს მიეკრო იმის იმედით, რომ იგი ჩაყლაპავდა და ამ საშინელი სიტუაციიდან გააქრობდა.
" ფსიქოპატები არიან, ნამდვილი ფსიქოპატები! "

The War (The Bulletmaster returns) | (დასრულებული)Donde viven las historias. Descúbrelo ahora