თავი მესამე

174 15 3
                                    

ნამჯუნმა უკმაყოფილოდ გადაატრიალა ყუთი, ხელში აათამაშა და მის წინ მდგომ ყავისფერთმიან წყვილს შეხედა.
- ეს რა არის?
ჯინმა და თაემ ერთმანეთს დაბნეულად გადახედეს და მზერა კვლავ რეპმონს გაუსწორეს.
- "ტავარის" საფასური. - ჯინი სკამზე ჩამოჯდა და ფეხი ფეხზე გადაიდო.
- შეამოწმეთ? რა დევს შიგნით?
- შენ თვითონვე ნახე. გახსენი. - თაემ ჯინს ორივე ხელი ფართო მხრებზე დაადო და ტუჩის ერთი კუთხით გაიღიმა.
ნამჯუნმა ყუთი შეათვალიერა, შავი ღილაკი მოძებნა და დააჭირა.
ყუთი გაიხსნა და მზის სხივი ბრილიანტს დაეცა, რომელმაც ნახევრად ჩაბნელებული ოთახი წამებში გაანათა.
- ეს... ორ მილიონზე მეტი ეღირება...! - მაფიის ლიდერმა ყუთი დახურა და თავი გააქნია, რომ ტრანსიდან გამოსულიყო. - გარიგება წარმატებულად დასრულდა. თავისუფლები ხართ.
ჯინი ადგა და თაეჰიუნს ხელი ჩაჰკიდა. ბიჭებმა ნამჯუნს უნისონში დაუკრეს თავი, გატრიალდნენ და კაბინეტი დატოვეს.
ნამჯუნმა შუბლზ მოისვა ხელი და ყუთი სეიფში დამალა.
ყოველი შემთხვევისთვის.

***
ჯუნგქუქი შენობის დერეფანს მიუყვებოდა.
ომის შემდეგ, სადაც მსოფლიოს საუკეთესო ჰაკერთან, სეჰუნთან ბრძოლა მოუხდა, კომპიუტერის მონიტორი აფეთქდა და ისე დაზიანდა, რომ აღდგენა აღარ შეიძლებოდა.
ლეპტოპებს კი არ ჰქონდათ ისეთი საინტერესო პროგრამები, რომ ქუქი მთელი დღის განმავლობაში მათთან მჯდარიყო.
იგი ზუსტად ამაზე სალაპარაკოდ მიდიოდა ნამჯუნთან.
წინ 3 კარები იყო: თაესა და ჯინის, იუნგისა და ჯიმინის, და ცოტა მოშორებით - ნამჯუნის.
ლიდერს არასდროს უყვარდა ნამეტანი ხმაური.
იგივეს იტყოდით ჯუნგქუქზე, რომლის ოთახი თაეს და ჯინის გვერდით მდებარეობდა.
იგი თაეჯინის ოთახს მიუახლოვდა და თვალები მოჭუტა, თითქოს ეს რამეს უშველიდა.
- ააჰ თაე!... უფრო მაგრად!...
ქუქიმ ყურები დაიცო და გზის გაკვლევა სცადა, მაგრამ ეს მეორე ოთახს არ უშველიდა.
- არააა! ჯიმიიიიიინ!
ჯუნგქუქს კი უყვარდა თავისი მეგობრები და ყოველთვის საუკეთესოს უსურვებდა, თუმცა მოთმინების ფიალა მათთვის მუდამ ცარიელი არ იყო.
მან კედელზე დააბრახუნა, რომ კარები არ შეენგრია.
- ცოტა ჩუმად არ შეიძლება?!
ხმები ორივე ოთახში გაჩერდა.
- მშვენიერი ყოველდღიური ცხოვრება მაქვს, უბრალოდ მშვენიერი.
ჯეონ ჯუნგქუქი დერეფანს მიუყვებოდა, ხელით თმებს ირევდა და თავისთვის სალანძღავ სიტყვებს ბუტბუტებდა.

The War (The Bulletmaster returns) | (დასრულებული)Dove le storie prendono vita. Scoprilo ora