დასასრულის მიმოხილვა

183 19 9
                                    

კარგად მქონდა დაწყებული და სწორადაც მივყვებოდი, მაგრამ ამის წერა ისეთი გაუსაძლისი გამიხდა რომ ვარჩიე ასე დამემთავრებინა. (ვინც შემდეგ თავს ელოდით დიდი ბოდიშით)

მოკლედ, ჯინი აღმოჩნდება ციხეში სადაც საერთოდ არ ჰყავთ პატიმრები და კარს მიღმა ოთახები მილიონჯერ მეორდება. დიდი ხნის ძებნის შემდეგ იგი იპოვის მუქ წითლად შეღებილ, ბნელ ოთახს, რომლის ბოლოშიც რაღაც საგანი ჩანს. ჯინი მიუახლოვდება ამ საგანს და აღმოჩნდება რომ ეს არის ნამჯუნი რომელსაც უამრავი სასიკვდილო ჭრილობა აქვს მიყენებული. რა თქმა უნდა ჯინი ტრავმირებულია ახლა დანახულით მაგრამ მაინც აგრძელებს ოთახებში სიარულს. იგი გაივლის რამდენიმე კარს სანამ დახვდება კიდევ ასეთი ოთახი ოღონდ უფრო დიდი სადაც მაფიის ყველა წევრი ნამჯუნისნაირად დაჭრილი გდია. თაეს ნახვა ბოლო დარტყმას მიაყენებს ამ საცოდავს და იგი დაიწყებს უგზო-უკვლოდ სიარულს.
ჯინი გადაწყვეტს რომ ერთი კარები შეაღოს და დახვდება დიდი თეთრი დარბაზი, რომელსაც ასასვლელი აქვს მეფის ტახტამდე. ამ მეფის ტახტზე ბექიონი ზის.
ბექიონი ჯინს შესთავაზებს რომ Bulletproof-ის მთელი შენობა თავისი არტილერიით მიჰყიდოს და საერთოდ მთელი მაფია მისცეს. ჯინი გადაწყვეტს რომ დათანხმდეს რადგან აღარაფერი დარჩა ამ ქვეყანაზე გასაკეთებელი და თავისი მაფიაც ხომ არ უნდა მიაგდოს მიუხედავად.
როცა ჯინი პირს აღებს კარებიდან ისმის გამწარებული ყვირილი და კარებს ამტვრევენ ჩვენი მაფიის წევრებიი... თეჰიონი მირბის ჯინთან ეხუტება და ეუბნება რომ ყველაფერი კარგად არის და არაფრის გაკეთება სჭირდება. იგი შემდეგ შეხედავს ბექიონს რომელმაც უკვე დაუძახა ექსოს წევრებს და იწყება კიდევ ერთი "ომი".
ამ ომში ბანგთანი აგებს თუმცა ბოლო წამზე როცა ბექიონი ფიქრობს რომ უკვე მოიგო მთელი ექსოს წევრები განუდგებიან და მის წინააღმდეგ წავლენ რადგან მობეზრდათ ასეთი საშინელი ცხოვრება. დიო ჰობისგან გაკეთებულ რობოტს წამოიყვანს და იმას გამოიყენებს. (მაგას აკეთებდა წინა თავებში და მაგის გამო გაქრა ჰობის გვამი.)
ბექიონი რა თქმა უნდა დამარცხდება და გამარჯვებული მაფია შემოიერთებს ექსოს წევრებს. ბოლოს ჩანიოლი ბექიონს აყენებს და ეუბნება...
- მოდი პატიოსნად ვიცხოვროდ, ბექი.
...რაზეც ბექიონი თანხმდება და ისინი გადიან ამ დაწყევლილი ციხიდან.
ბანგთანი აარსებს დიდ კომპანია ibangtan-ს სადაც ექსოს ყველა წევრი მუშაობს. ჩანიოლი და ბექიონი კი ბარის მფლობელები არიან.
სამი მსოფლიო ომის შემდეგ დედამიწა რეგენერაციას იწყებს.

იმედია გაიგეთ ყველაფერი და არ დაგაბნიეთ ^^' ვისაც მოგწონდათ ეს ფანფიკი მართლა ბოდიშს გიხდით. ძალიან ვცადე რომ ტვინიდან გამომეღო აზრები თუმცა არაფერი გამომივიდა.

ფანფიკების წერისგან ცოტა შევისვენებ, შეიძლება ეს იმისი ბრალიცაა რომ ყოველი ფანფიკის დამთავრებაზე ახლის წერას ვიწყებდი და ტვინს დასვენებას არ ვაცლიდი.

იმედი მაქვს რომ გამიგებთ. ❤️

ყველას გილოცავთ ახალ წელს! 🎉🎉🎉

- MKila

The War (The Bulletmaster returns) | (დასრულებული)Donde viven las historias. Descúbrelo ahora