დილით მთელ ბინაში ჰოსოკის კივილი გაისმა. მან აღმოაჩინა, რომ ჯიმინის სახლში იყო და საწოლში მასთან ერთად შიშველს ეძინა. ამ პანიკაზე ჯიმინი შეშინებული წამოხტა.
- ჰიონ, რა მოხდა?
- მითხარი რომ ყველაფერი რაც ახლა მგონია უბრალოდ ჩემი ფანტაზიის ნაყოფია და ჩვენს შორის არაფერი მომხდარა. შიშველი რატომ ვარ? საერთოდ აქ რა მინდა? - ქოქოლით მიაყარა ჰობიმ.
- ესე იგი, პირველ რიგში დამშვიდდი, - ჯიმინს გაეცინა, - ყველაფერს მოგიყვები, საშიში არაფერია. გახსოვს რამე?
ჰობიმ უარის ნიშნად თავი გააქნია.
- მაშინ თავიდან დავიწყებ. გუშინ კლუბში ყოფნისას შენ ძალიან დათვერი და ფეხზე ძლივს იდექი, ამიტომ ჩემთან წამოგიყვანე. კიბეებზე ამოსვლისას გული აგერია, დაისვარე და მომიწია გამეშიშვლებინე. მე კი ტახტზე ლოგინის გაშლა დამეზარა და შენთან დავწექი. ჩვენ შორის არაფერი ყოფილა, თუმცა...
- რა თუმცა? - აკანკალებული ხმით ჰკითხა ჰობიმ.
- როდესაც შენ თქვი, რომ კაცისთვის არ გიკოცნია, მე ეგ გამოვასწორე და გაკოცე. - აღიარა ჯიმინმა.
- ხო, ხო, მახსოვს, მსუბუქად მაკოცე. უი, კიდევ რაღაც გამახსენდა!.. სექსი არასდროს გქონია...
ჯიმინმა მორცხვად დახარა თავი.
- ტანსაცმელს მოგიტან, - მან ჰობის თავისი ტანსაცმელი მისცა, ისევ ლოგინზე წამოგორდა და ცნობისმოყვარე გამომეტყველება მიიღო.
- ჰობიი, რაო, რომელ ფანტაზიებზე საუბრობდი ცოტა ხნის წინ?
ჰოსოკს თვალები გაუფართოვდა და ჯიმინი შეათვალიერა, რომელიც საცვლის ამარა იწვა ლოგინზე. თითქმის შიშველი ჯიმინის დანახვაზე ჰობი ოდნავ დაიბნა.
- მეგონა რომ... მე... შენ... გვქონდა... ერთად... მოიცა! თავს რატომ ვიმართლებ?! ასე რომ წევხარ, გირჩევნია რამე წაიფარო! - თქვა ჰობიმ, ჯიმინის ტანსაცმელი ჩაიცვა და ოთახიდან გადიოდა, როდესაც ჯიმინმა მიაძახა:
