*3*

459 111 4
                                    


ბინაში შევიდნენ. შემდეგ ცოტა ხანი ვიდეო თანაშები ითამაშეს და ივახშმეს, ცოტა კიდევ ისაუბრეს და ჰობიმ წასვლა გადაწყვიტა. ჯიმინი ჰობის მიაცილებდა, როცა ქვემოთ, სადარბაზოსთან მდგარი ტე დაინახა. მან ჰობის ხელი მოჰკიდა და ისევ ბინაში შეიყვანა.

- ჰიონ, მგონი მართლა აქ დარჩენა მოგვიწევს.

- რატომ? - იკითხა ჰოსოკმა.

- ფანჯარაში გაიხედე.

ჰოსოკმა ფანჯარაში გაიხედა.

- ოჰ, დამპალი ტე! ხვალ მიყუროს, რა დღეს დავაყრი! კარგი მაშინ, დავრჩები. სხვა რა გზა მაქვს.

ჯიმინმა თავისი ლოგინი ჰობის დაუთმო, თვითონ კი ტახტზე დაიძინა. ჰოსოკი შუაღამეს ძლიერმა წყურვილის გრძნობამ გააღვიძა და სამზარეულოში გავიდა.

- ჰობი, რატომ არ გძინავს?

ჰობი მოულოდნელობისგან შეხტა და წამოიკივლა. მაცივართან წელზემოთ შიშველი ჯიმინი იდგა და თვალებით რძეს ეძებდა.

- როგორ შემაშინე! წყლის დასალევად გამოვედი. - უპასუხა ჰობიმ.

ჯიმინმა რძის ბოთლი მოიყუდა, სითხე ტუჩის კუთხიდან ჩამოსდიოდა. მან თავისი სქელი ტუჩები გაილოკა. ჰოსოკმა ნერწყვი გადაყლაპა და სახე წამოუწითლდა, ისე მოეწონა ეს სანახაობა. ჯიმინმა მაცივრიდან წყალი გამოიღო და მიაწოდა.

- სახე წითელი გაქვს, კარგად ხარ? - მზრუნველი ტონით იკითხა მან.


- კი, კარგად ვარ, მადლობა. - მორიდებულად უპასუხა ჰოსოკმა და დასაძინებლად წავიდა. კი წავიდა, მაგრამ კარგა ხანს ვერ იძინებდა, იმ სურათზე ფიქრობდა რაც ცოტა ხნის წინ სამზარეულოში ნახა. სადაც იყო უნდა ჩასძინებოდა, როცა მაღვიძარამ დარეკა. სამსახურში წასვლის დრო იყო. ის ადგა, გაემზადა და წავიდა. ჯიმინი არ გაუღვიძებია, დღეს დასვენების დღე ჰქონდა.

-------------------------

სამსახურში ჩვეულ სამუშაოს ასრულებდა, შემოსულ ზარებს პასუხობდა და ხალხს კონსულტაციას უწევდა. შესვენებაზე მასთან ტეჰიონი მოვარდა.

ბრმა პაემანიحيث تعيش القصص. اكتشف الآن