*5*

730 121 11
                                    

მას შემდეგ რაც ტეჰიონმა თავისი ოინი მოაწყო და ჰოსოკს ჯიმინი გულში ჩაუვარდა 7 თვე გავიდა. ბრმა პაემნის შემდეგ წყვილი დროს სულ ერთად ატარებდა. ერთი შეხედვით, ისინი იდეალურად უხდებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ ჯიმინს ერთი რამ აწუხებდა; იმ დროის განმავლობაში, რაც ერთად იყვნენ, ჰობის არ უცდია ფიზიკურად დაახლოვებოდა მას. ჩახუტება, კოცნა, მოფერება, გულწრფელი საუბრები... რისთვის იყო ეს ყველაფერი საჭირო, როდესაც სხეული და გონება სულ სხვა რამეს ითხოვდა. ჯიმინს არაერთხელ უცდია რომ პარტნიორის ქმედებები სასურველ გზაზე განეწყო. ცდილობდა ეცდუნებინა, მაგრამ მაინცდამაინც ასეთ დღეებში ჰობი სამსახურში გვიანობამდე რჩებოდა. ამიტომაც ჯიმინმა გადაწყვიტა ბილეთები დაეჯავშნა ყველაზე გარყვნილ კინოზე, რომელსაც კი ნახავდა. თუ ჰობი ამის შემდეგაც არ მიიღებდა საჭირო ზომებს, ბიჭი უბრალოდ დინებას გაჰყვებოდა.

- რა კინოზე მივდივართ? - დაინტერესდა ჰობი და ჯიმინის პატარა ხელს, რომელიც მას მიათრევდა, უფრო მაგრად მოუჭირა.

- რომ მივალთ, გაიგებ... - თქვა მან და თვითკმაყოფილად გაიღიმა. დარბაზში თითქმის არავინ იყო, მხოლოდ რამდენიმე წყვილი იჯდა აქა-იქ. ისინი ბოლო რიგში თავიანთ ადგილებზე დასხდნენ, ფილმს უცდიდნენ. მათ ახლომახლო არავინ იყო. დაიწყო. რა ბანალური სიუჟეტია: ბიჭმა გოგო მიატოვა, ამ უკანასკნელმა კი გადაწყვიტა პირველსავე შემხვედრთან დაწოლილიყო. და აი, მთავარიც დაიწყო... ჰოსოკმა ნერწყვი ხმამაღლა გადაყლაპა და ბიჭისკენ გადმოიხარა.

- სხვა სცენაზე რატომ არ გადადიან? თუ ეგრე უნდა იყოს?

- ეგრეა საჭირო, გირჩევნია ყურადღებით უყურო...

ეკრანზე პოზები ერთმანეთს ცვლიდნენ, დარბაზში კვნესა ისმოდა ხოლო ჰოსოკი... გაწითლებული უბრალოდ კედელს აშტერდებოდა და გულში ლოცულობდა რომ ფილმი მალე დამთვრებულიყო.

„ჯანდაბა, არც კი უყურებს..." - გაიფიქრა ჯიმინმა. შემდეგ ერთი აზრი მოუვიდა თავში. ღრმად ჩაისუნთქა და გამბედაობა მოიკრიბა, ჰობისკენ უფრო ახლოს მიიწია.

ბრმა პაემანიМесто, где живут истории. Откройте их для себя