ბექიონის pov:
კაბინეტში მყოფ ბიჭებს ხელით ვანიშნე, რომ ცოტახნით ხმა არ ამოეღოთ. ამასობაში კი უკვე აკრეფილ ნომერზე დავრეკე:-გამარჯობა, თქვენთვის ახალი ინფორმაცია მაქვს, თუმცა არ მინდა ჩემი ვინაობა ვინმემ გაიგოს. - ვუთხარი შეცვლილი ხმით. ბიჭები "ხომ არ გაგიჟდი" სახეებით მიყურრბდნენ.
-კარგი. შეგვიძლია შევხვდეთ და ვისაუბროთ - გაისმა ტელეფონიდან ხმა. ესეც ასე ეხლა მეის დროა.
-კარგი აუცილებლად მე ან ჩემი წარმომადგენელი მოვალთ.
-გასაგებია და სად შევხვდეთ? - რაჭყიპინა ხმა აქ...
-მისამართს მოგწერთ და დროსაც მასთან ერთად. - ვუთხარი და ტელეფონი კმაყოფილი სახით გავთიშე.
-რა ხდება? - ეხლა ამათ უნდა ვუხსნა... ცოტა რო გავაწამო?! თუმცა არა მერე მე გამამწარებენ.
-რა ხდება და შეხვედრა დავუნიშნე ჟურნალისტს! მეის გავგზავნი ალბად, თორემ ტელეფონშიც ისეთი წიკვინა ხმა ქონდა ისე რა იქნება. მერე კიდე წარმოიდგინე მეის ეჭვიანობა. წავედით ეხლა? - მათ ჯერ კიდევ გაკვირვებულ სახეებს წავაწყდი, თუმცა მანამ კიდევ კითხვების კორიანტელს დამაყრიდნენ საუბარი გავაგრძელე - შემდეგ მოგიყვებით ან კიდევ მალე ისედაც გაიგებთ!
უხმოდ წამომყვნენ და გოგოების ოთახს მივუახლოვდით საიდანაც საშინელი ხმები გამოდიოდა:"- მტკივა თმები. ხელი გამიშვით", "შეშლილები ხართ! ჩემს თმას რას ერჩით!"...
-ბიჭებო იქ საზარელი სანახაობა დაგვხვდება. - სერიოზული ხმით ვთქვი, თუმცა გულში მეცინებოდა. როდესაც წარმოვიდგენ იმ ორ ალქაჯს დაჩოქილს. ბიჭებს მობეზრებული სახე ქონდათ. სახელური ჩამოვწიე და კარი არ გაიღო.
-მოიცა, თავი დაიზღვიეს თუ რა ხდება? - იკითხა შიუმინმა. მან და ქაიმ იციან მეის ხასიათი. თუ გაბრაზდა მტრისას...
-ეტყობა... - თქვა ქაიმ მე კი კარზე დავაკაკუნე. დიდი ლოდინი არ დაგვჭირვებია, მეიმ კარი მალევე გაგვიღო.
YOU ARE READING
სიყვარული უცხო ქვეყანაში(დასრულებულია)
Fanfictionნიკიტა და ლილე უმაგრესი დაქალები, რომლებიც რუსეთიდან კორეაში წავიდნენ იქ კი სამუშაოს დაიწყებენ, ძმები კიმ მინსეოკის და ჯონგინის სახლში, რომლებიც საშინლად აუტანლები არიან. რა მოხდება როცა გოგოებს ყელში ამოუვათ მათი საქციელი? წავლენ თუ ისევ ისე გაუმწა...