წინასიტყვაობა

1.1K 41 5
                                    


"ამის დაწერა მართლა რთული გადაწყვეტილება იყო ჩემთვის . არა იმიტომ რომ ძნელი იყო თვითონ წიგნის დაწერა არამედ იმიტომ რომ რთული იყო ფიქრების ისე დაწყობა რომ რამე გამომსვლოდა. ამის დაწერის სურვილი ზუსტად არ ვიცი რამ გამიჩინა. სანამ ამას გავაკეთებდი წავიკითხე უამრავი წიგნი, თანამედროვე წიგნი. ვუყურე ფილმებს და სერიალებს. დავხატე ისინი რასაც ვფიქრობდი. ვიმღერე ის სიმღერები რომლებიც მაძლევენ საშვალებას რომ ვიფიქრო ყველაფერ იმაზე რაც ხდება ჩემს თავში და მეხმარება რომ ეს ყველაფერი დავალაგო. როცა იდეები გიდევს თავში და არ იცი რა გააკეთო, არის საშინელი მომენტი. ასე გგონია შენს ცხოვრებაში არის ქაოსი რომლის დალაგებაც შუძლებელი გეჩვნება, შენი ასაკისდა მიუხედავად სხვებმა თუ არა შენ მაინც იცი რა გაიდაიტანე ყველა ბედნიერი მომენტის გარდა. დარწმუნებული ვარ ერთხელ მაინც გიგრძვნია რომ ამ სამყაროსთვის ზედმეტი ხარ. არ მინდა ისე გაფიქრებინო თითქოს მართლა ასეა... უბრალოდ მინდა გითხრა რომ შენ არ ხარ მარტო ესეთი. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ამ წიგნის დაწერის არის ეს... ვგრძნობდი თავს მოწყვეტილად, მარტოსულად, ვიცოდი რომ მყავდა მეგობრები მაგრამ მაინც ისეთი შეგრძნება იყო რომ თითქოს მარტო ვიყავი. ნდობაც არ არის ადვილი. ვერ წახვალ და პირველივე ნაბიჯზე შემხვედრს ვერ მოუყვები ყველა შენს საიდუმლოს ხომ ასეა... მაგრამ ისიც ძნელია ახლო მეგობარს ენდო. მე მაგალითან სულ ასეთი გრძნობა მიჩნდება როცა ვიღაცას ჩემს საიდუმლოს ვანდობ , მეშინია... მეშინია რომ არ გამცემს... უბრალოდ ასე ადვილად ვერ ენდობი ადამიანს. ამ წიგნის დაწერის კიდევ ერთი მიზეზი იყო ჩემი ჯერ კიდევ აუხდენელი ოცნებები... ყველას გვაქ ოცნება ხომ ასეა ? ყველა ოცნბობს რაღაცაზე, რაზეც სხვა ვერ იოცნებებს. მიუღწეველზე ან თუნდაც იმდენად მისაღწეველზე ოცნებობს რომ სხვას გაეცინება . მე მაგალითად ბევრი ოცნება მაქ მაგრამ... პირველი რაც ყველაზე მეტად მინდა ეს არის წავიდე ლონდონში... და უბრალოდ კაფეში დავჯდე სადაც გემრიელ ყავას დავლევ გემრიელს ფუნთუშასთან ერთად. ბანალურია ხო? ხო ვიცი ... ეხლა ალბათ იტყვით რომ კაფეში დაჯდომა აქაც შიძლება ან თუ იქ ჩავა კაფეში რატომ უნდა დაჯდეს... გეტყვით რომ ეს ოცნება შემომაწვა იმის მერე რაც ქართულში თავისუფალი თემა დავწერე წვიმის სიყვარულზე. მე პლუვიოფილი ვარ. ეს ნიშნავს ადამიანს რომელსაც უყვარს წვიმა. ყოველთვის მიყვარდა ეს გამოთქმა. "წვიმის გარეშე ცაზე ცისარტყელები არ იქნებოდნენ". ( without rain there would be no rainbows ). ცისარტყელის დანახვა ყველას გვიყვარს იმიტომ რომ ლამაზია და " თუ გვინდა დავინახოთ ცისარტყელა უნდა ვებრძოლოთ წვიმას" ეს ფრაზა ჩემი საყვარელი ფილმიდან რომელიც უამრავჯერ მაქ ნანახი , "ბედის ვარსკვალივს ბრალიადან" ამოვიღე. რომელიც ასევე ჩემი შთაგონების წყარო იყო. არ ვიცი ნანახი გაქვთ თუ არა მაგრამ გეტყვით რომ ღირს ყურებად რომ გაიგოთ რამხელა ძალა აქვს სიყვარულს და რომ არ არსებობს ადამიანების კატეგორიები. ჩვენ ერთნი ვართ და თუნდაც განსხვავებული ნიშნის გამო ჩვენ ერთმანეთისაგან არ გამოვიყოფით. პირიქით ვუერთდებით რომ ეს განსხვავებული ნიშნები აღარ არსებობდეს." - ა.მ

Endless LoveWhere stories live. Discover now