იცხოვრე საკუთარ ფერებში

253 27 1
                                    

ანას ყურებში ძალიან საშინელი წკრიალის ხმა ისმის რაც იმის ნიშნაია რომ მაღვიძარა რეკავს და დროა სკოლაში წავიდეს. მაღვიძარას ხელს კიდებს და კედელს ესვრის რომ გაჩუმდეს. საბედნიეროდ გაჩუმდა მაგრამ ეს "გაჩუმდა" სამუდამო აღმოჩნდა ამ მაღვიძარასთვის. ანა ფეხზე წამოდგა და სააბაზანოში თავი მოიწესრიგა. რომ გამოვიდა შავი ჯინსი ჩაიცვა, თეთრ მაისურთან ერთად და სკოლაში წავიდა , სარკეშიც კი არ ჩაუხედავს ისე წავიდა. სკოლაში ანერვილებული მივიდა. ხელები ჯინსის უკანა ჯიბეში ქონდა ჩაწყობილი და ბრჩხილებს ნაჭერს უხახუნებდა, რა თქმა უნდა ნერვიულობდა. იმის მერე რაც სკოლაში მოხდა ძნელია მიხვიდე ისე რომ არ იფიქრო მომხდარზე და იმაზე თუ რას იტყვიან სხვები შენზე და შენს საქციელზე. ანამ ღრმად ჩაისუნთქა და სკოლის კარები შეაღო მაგრამ, იქვე ინანა რომ შიგნით შევიდა. თითქოს ყველა გაჩერდა, ისე თითქოს ფილმის კადრი იყოს. ანა გაშეშებული იდგა და უყურებდა ბავშვებს რომლებიც მას მისშტერებოდნენ. დერეფანში მხოლოდ ანას ნერწყვის ყლაპვა გაისმა და მერე ნაბიჯების. დერეფანში ნელი ნაბიჯებით გავიდა, გრძნობდა როგორ აყოლებდნენ ბავშვები თვალს და ცდილობდა ამაზე არ ეფიქრა მაგრამ არ გამოსდიოდა. საპირფარეშოში აპირებდა გაქცევას როცა ფეხსაცმლის კაკუნის ხმა გაისმა. თითქოს ეს ხმა ყურთან ჩაესმოდა ანას რაც მის ნერვებზე საშინლად მოქმედებდა. უფრო და უფრო ახლოვდებოდა ეს კაკუნი. უფრო ძლიერად ისმოდა ექო დერეფანში და აი ისიც. ელიზაბეთი. კუთხიდან გამოვიდა და ანასკენ დაიწყო სვლა, აშკარად გაბრაზებული იყო. "ანა". ეს ერთი სიტყვაც კი საკმარისი იყო რომ ანას გულის ცემა იმდენად აეჩქარებინა რომ მისი ხმა მგონი დერეფანშიც კი ისმოდა. ელიზაბეთმა ხელი დაავლო ანას და ისევ ისე გაათრია ბავშვების წინაში თავის კაბინეტში. კუთხეში ნოა დაინახა და ასევე მანაც დაინახა. ანამ სთხოვა რომ დალოდებოდა და ნოაც გაკვრივებული დათნხმდა. კაბინეტში ანა შეიყვანა და მან იქ იმდენად დიდი შიში და ნერვიულობა იგრძნო რომ ეშინოდა იქვე გული არ წასვლოდა ამიტომ სკამს დაეყრდნო. ის უყურებდა ორ პოლიციელს თავის ფორმაში გამოწყობილს, განათლების მინისტრს და ნიკი. ანამ მას ზიზღით შეხედა და მისგან კი მხოლოდ გამარჯვებულის ღიმილი მიიღო.

Endless LoveWhere stories live. Discover now