ტკივილი !

159 19 1
                                    


* * *

ცხოვრება ხშირად ანგრევს ჩვენ ცხოვრებას და ანადგურებს ყველაფერ იმას რაც/ვინც კი გვიყვარდა. გვართმევს მას და მისი დაბრუნების არც ერთ შანსს აღარ გვიტოვებს. სამწუხროდ ამას ყველა განიცდის, ადამიანის დაკარგვას ვგულისხმობ, ოდესღაც ეს მოხდება და საშინელ ტკივიის ვიგრძნობთ, სამწუხაროა რომ ეს ასე ხდება მაგრამ, ეს ერთგვარი გამოცდასავითაა.

რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს ! ვიცი ძნელია ეს ზღვარი გადალახო მაგრამ ამასთან გამკლავება აუცილებელია. შენ თუ ამას ვერ გადალახავ ჩათვალე უბრალოდ სიცოცხლეს აზრი არ აქვს. ჩვენ იმიტომ არ ვცხოვრობთ რომ ყველაფერი ადვილად იყოს, ყველაფერი სასაცილო იყოს და არ არსებობდეს პრობლემა, ეს არ არის ზღაპარი ! ეს ცხოვრებაა, უნდა ვისწავლოთ ტკვილთან გამკლავება. თუნდაც ცოხვრებამ დედა წაგვართვას...

* * *

პასუხის მერე მხოლოდ ის მოხდა რომ ნოა ანას სახლიდან გაიქცა, ანამ ცადა დაწეოდა მაგრამ ვერ მოახერხა. ცოტახანი დაიცადა , მაგრამ რომ აღარ მობრუნდა თვითონ წავიდა. ნინა გააცილა და ნოას სახლისკენ სირბილით გაიქცა. რაღაც ცუდს გრძნობდა. რამდენიმე მეტრიღა იყო დარჩენილი ნოას სახლამდე როცა იქ მოციმციმე სირენა დაინახა. ანა სახლისკენ მაწსიმალურად სწრაფად გაიქცა. იქ რომ მივიდა, ორი ექიმი დაინახა რომლებიც ერტმანეთს რაღაც საბუთებს აჩვენებდნენ. ანა მათ მიუახლოვდა და კითხა :

_უკაცარავად რა ხდება ?-შეშინებული და აფორიაქებული ხმით მიმართა.

_ქალბატონს ფარისებრი ჯირკვლის კიბო ქონდა, მისი ფილტვები წყლით აივსო და...-ანას აღარ მოუსმენია რა თქვა ექიმმა, იმიტომ რომ მიხვდა რაც მოხდა. იმწამსვე საშინელი ტკივილი იგრძნო, ისეთი როგორიც მაშინ... დედის დაკარგვის დროს განიცადა. ფიქრობდა ნოაზე, რომელიც არავინ იცოდა როგორ იყო, რას გრძნობდა, დედის დაკარგვა ? ეს ხომ ანასთვის ნაცნობია მაგრამ ჯერ კიდევ შეუგუებელი ფაქტია. ანა სახლში შევარდა, ნოას ძებნა დაიწყო, ოთახები შეათვალიერა და ბოლოს ის სამზარეულოში ნახა, ის დაბლა იჯდა და სარეცხი მანქანას მიყუდებოდა, თვალები ჩაწითლებული და ცასისხლიანებული ქონდა, სახე გაფითრებული, ხელებს ნერვიულად ათამაშებდა, მუხლები კი მოხრილი ქონდა, თავი მის მარჯვნივ ქონდა მიტრიალებული და რაღაცას უყურებდა, ანამ ვერ დაინახა რას ამიტომ უფრო წინ წავიდა მაგრამ... მერე გაიფიქრა რომ ჯობდა ადგილას დარჩენილიყო. მან დაინახა გაფითრებული ქალის სხეული, მის სახეზე ჟანგბადის მილი რომელსაც ექიმები ხსნიდნენ, შავი მუქი თმა, მთლიანად თეთრი სხეული... ეს სანახაობა საშინელება იყო. მითუმეტეს მისი შვილი ამ ყველაფერს უყურებდა, ამდენი ხნის მანძილზე ანას ცრემლები მოსდიოდა , საშინელ ტკივილს გრძნობდა, არ იცოდა რა უნდა ექნა...

ნოას მიუახლოვდა, მისი თვალები მის სხეულს არ შორდებოდა, დედამისი საკაცეზე დააწვინეს და გაიყტვანეს, ნოამ მას თვალი გააყოლა, ანამ იგრძნო რაც ახლა ნაოს თავს ხდებოდა, ზუსატდ ის გრძნობდა იყო რაც მან განიცადა, როცა მისი მშობლები სასახლეებით ჩააწვინეს მიწაში, ესგავდა რაღაცის მოწყვეტას, რაღაც ნაწილის დაკარგვას. ანა ნოას უყურებდა , ვერაფერს აკეთებდა, ან რა უნდა ექნა. ნოას სახეზე გამჭვირვალე ბლანტმა სითხემ გაიკვლია გზა, ნიკაპამდა ჩამოვიდა, ანამ კი ცრემლი მოსწმინდა და ნოას სახე ხელებში მოიქცია, მას თვალებში ჩახედა. ეს არ იყო ის თვალები რომლებზეც გიჟდებოდა, ეს არ იყო ის ფერი რომლებშიც ანა იძირებოდა, ეს იყო სიბნელე... ბურუსი... მის თვალებში მხოლოდ ტკივილს თუ ამოიკითხავდი, მხოლოდ ტკივილს. რამდენიმე წამი ნოა უემოციოდ უყურებდა ანას სანამ ისევ არ გაანალიზა ვინ ედგა წინ და რამოხდა ზოგადად. თალებზე ცრემლები მოაწვა, მას არც კი უცდია რომ ეს დაემალა, პირიქით ცდილობდა უფრო ეტირა, ანამ ის გულში ჩაიკრა და ჩაეხუტა, ძალიან ჩაეხუტა, ისიც იმავეს გრძნობდა რასაც ნოა, მასაც ტკიოდა მისი ტკივილი, ისიც ტიროდა ნოასავით, ნოა არ ჩერდებოდა. მის გონებაში მხოლოდ ის იყო... დედა ! მისი პირველი ქალბატონი მის ცხოვრებაში. მისი პირველი სიყვარული, მისი აღმზრდელი, ადამიანი რომელმაც მისი დრო ამოწურა და ბედნიერი წავიდა ქვეყნიდან, ამაყობდა მისი შვილით, მთელი არსებით ამაყობდა. ნოას გაახსენდა ყველა ის მომენტი რაც მასთან ერთდ ქონდა გატარებული, და ამ ფიქრებში ჩაეძინა ანას მკავებში. ანა კი ისევ ტიროდა, მისი ტკივლი თითქოს გაორმაგებული იყო. არ იცოდა რა ექნა ტიროდა და ტიროდა, ნოას შემხედვარე უფრო ცუდად ხდებოდა, უფრო უარესად გრძნობდა თავს, ჯერ იმიტომ რომ არ იცოდა ნოას დედის შესახებ არაფერი და მეორე იმიტომ რომ მის გამოვლილ ტკივილს ნოას ტკივილიც ემატებოდა. ვეღარ უძლებდა ამიტომ ეცადა მასაც ნოასთან ერთდ დაეძინა. ცოტახანში კი ისიც მას შეუერთდა...

Endless LoveWhere stories live. Discover now