Life is Unfair baby !

106 7 3
                                    

                                                                         * * *

მარტოობა ყველას ცვლის. მარტოობა ყველას აშინებს. მარტოობა ყველას ანადგურებს... მაგრამ დამეთანხმეთ რომ მარტოობა ადამიანს აძლიერებს.

                                                                         * * *

ბოლო ნახევარი საათის განმავლობაში როცა ანას დივანზე წყნარად ეძინა, ნოამ კეიტისგან გაიგო ის რომ ანას პირველი პანიკური შეტევა მშობლების გარდაცვალებიდან ერთ კვირაში განუვითარდა. მას კარგად გაუმკლავდა, ყოველი შემთხვევისთვის მან დაყვირება შეძლო რომ კეიტისთვის დაზახა... მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მისი დანარჩენი პანიკური შეტევები იმაზე მარტივი იყო ვიდრე პირველი. პირიქით... ეს მისი მეოთხე იყო და როგორც კეიტისგან შეიტოყ ნოამ, გაცილებით რთული რეაქცია ქონდა. ეს ბოლო ხანები დიდი ხანია არ ქონია...

ნოა შოკირებული იჯდა, ნერვიულობდა ანაზე, იმაზე თუ წავიდოდა მას კიდევ დაემართებოდა, იმაზე რომ, როცა, გაიღვიძებდა ისევ რაღც მოუვიდოდა.

_ექიმებმა დაადგინეს მიზეზი რატომ ემართება ეს ?-ჩუმად იკითხა ნოამ.

_პირველი შეტევის მერე ვერა, მაგრამ როცა მეორე შეტევა დაემართა მიხვდნენ რატომაც... ის შეტევის დროს ყვიროდა რომ არ წასულიყვნენ და არ დაეტოვებინათ. გამომდინარე აქედან შეტევა იმიტომ ემართება რომ მარტოობის გრძნობა იპყრობს, გონია რომ ყველა წავა მისგან და მარტო დარჩება.

_კი მაგრამ... აქამდე

_ხო ! - კეიტმა შეაწყვეტინა - ბოლო შეტევა ჩემს წასვლამდე რამდენიმე დღით ადრე ქონდა. მისი დატოვება გამიჭირდა მაგრამ, უნდა წავსულიყავი, თორე მას ვერაფრით ვარჩენდი, გაჭირდა ცხოვრება საყვარელო ! მაგრამ ის კარგად შეეგუა იმ ფაქტს რომ მოუწევდა ცოტახანი მარტო ცხოვრება. ის ძლიერი გოგოა ! უბრალოდ ზოგჯერ მისი ცუდი მოგონებები ცუდ მომენტშ იჩენენ თავს და ამიტომაც მოსდის ხოლმე ესე... ამის ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა უკვე.

Endless LoveWhere stories live. Discover now