ახლოს...

184 20 1
                                    

* * *

ყველაფერი კარგად არის. ყველაფერი კარგად იქნება. მთავარია გჯეროდეს.

* * *

ძალიან ბევრი წვალების მერე ავეჯი დააბრუნეს ანას ოთახში ორივემ და ახლა დაბლა იყვნენ დაწოლილები გვერდი გვერდ. მთვარის შუქი საღებავს სხვადასხვა ფერებში ასხივებდა და ამ წუთებს უფრო რომანტიულს ხდიდა. ნახატი რომელიც მაღაზისს გამყიდველმა ანას აჩუქა საწოლის ზემოდან დაკიდეს. პატარა ხელნაკეთი ნივთი კი სარკესთან ლამაზდ იდო. დანარჩენი ყველაფერი იგივე ადგილას იდო.

ორივე იწვა და ფიქრობდა. ორივე რაღაცას გრძნობდა, რაღაც საერთოს რომელიც ორივეს სიამოვნებას ანიჭებდა. აბედნიერებდა და თან აშინებდა. მოსწონდათ ის რაც ახლა ხდებოდა. ორივეს ცხოვრებაში იყო რაღაც ახალი. რაღაც რამაც მათი ცხოვრება შეცვალა. უკვე საღამოს ცხრა საათი ხდებოდა როცა ანას ტელეფონი აწკრიალდა. საშინლად ისმოდა ხმა ამ არაჩვეულებრივ მომენტში. ანა წამოდგა და ტელეფონისთვის არც კი შეუხედავს ისე აიღო და გაღიზიანებულმა უპასუხა.

_გისმენთ ! - მკაცრი ხმით უთხრა.

_გამარჯობა ! ანა ? - ქალის ხმა გაისმა.

_დიახ.

_გამარჯობა ! ანალიზის პასუხებზე გირეკავთ ! გილოცავთ ! არაფერი ხდება ! თვენ სრულიად ჯანმრთელი ხართ...- ამ სიტყვებმა ანა ისე გაახარა რომ კივილი დაიწყო. ნოა დაფეთებული წამოხტა, გაკვირვებული უყურებდა ანას რომელიც აქეთ იქით დარბოდა, ეკითხებოდა რა ხდებოდა მაგრამ ანა სიხარულისაგან ხმას ვერ იღებდა. უბრალოდ ყვიროდა.

_და... ს.. სკოლა ! იქიდან...- სიტყვებს ვერ აბავდა ერთმანეთს.

_ნუ ნერვიულობთ . ჩვეულებრივ გააგრძელებთ სწავლას. რაც შეეხება ნიკს... ის წავა თქვენს მაგივრად-ეს კიდევ უფრო კარგი გრძნობა იყო ანასთვის. მადლობა გაუხადა და ტელეფონი გათიშა. ვერც კი შეამჩნია რომ საწოლზე იდგა. ნოას ზემოდან უყურებდა, ნოა კი ელოდებოდა როდის იყტყოდა ანა რამეს.

Endless LoveWhere stories live. Discover now