1

1.5K 76 3
                                    

სწრაფად ამოიცვა კედები და კიბეებზე ჩაირბინა. გადაკოცნა ანა, ქეთა და სკოლას მიაშურეს. შუაში ჩაუდგა გოგოებს, ხელკავი გამოსდო და შენობაში შეაბიჯა. ეს გოგო იყო ბედნიერების განსახიერება. სულ მოცინარი, სულ მომღიმარი და რაც ყველაზე უცნაურია-უკარება. არასდროს ყოლია შეყვარებული, მიუხედავად იმისა, რომ ნახევარი სკოლა მასზე გიჟდება. 16 წლის გოგო, რომელსაც სიყვარული არ განუცდია, რომელსაც არასდროს უთქვამს ბიჭისთვის "მიყვარხარ" ახლა დერეფანში მიაბიჯებდა და მწვანე თვალებს აქეთ-იქეთ აცეცებდა. როდესაც ჩახუტებულ წყვილს მოკრავდა თვალს გაიფიქრებდა "ადრე თუ გვიან მაინც დაშორდებიან."
კლასში შეაბიჯა. ყველამ ცალი თვალი მისკენ გააპარა. "რამ გააოცა ეს ხალხი? რამე მაქვს სახეზე?" გაიფიქრა. სწორედაც იმან გააოცა, რომ არაფერი აქვს სახეზე. მაკიაჟს არ ატარებს, ყველას ტონალურის სქელი ფენა აქვს გადატყეპილი, რომელიც არაბუნებრივ, მოსტაფილოსფერო შეხედულებას ტოვებდა სახეზე. "გაშპაკლულები" აი ეს სახელი შეარქვა ასეთ ადამიანებს.
გაკვეთილები ძალიან გაიწელა. როგორც იქნა, თავი დააღწია სკოლას და სახლისკენ გაუდგა გზას. გოგოებს დაემშვიდობა და სახლში ავიდა. ჩანთა სკამზე მიაგდო, თვითონ კი სამზარეულოში გავარდა და მთელი ჯამი ბატიბუტით აავსო. ლეპტოპს მიუჯდა და სერიალის რამოდენიმე სერიას უყურა. შემდეგ კი ფეისზე შევიდა.
"ოჰო, ვიღაცას მეგობრობის თხოვნა გამოუგზავნია. ვიღაც, დათა...არ გიცნობ, ჰოდა გუდბაი ძმა!" მეგობრობის მოთხოვნაზე უარყოფით პასუხს დააჭირა და ამ დროს კარებზე კაკუნიც გაისმა. სწრაფად გააღო კარები.
-ვაა, ვინ მოსულაა!-სახეში შეაძახა უფროს ძმას.
-რას შვები?-ლოყაზე აკოცა საყვარელ დაიკოს.
-ბატიბუტს ვჭამ.-პირგამოტენილმა უპaსუხა.
-უკვე აღარ.-თქვა და მუჭით ამოაცალა ბატიბუტი.
-აუ გიო რა გინდა, რა! ამოგეტანა შენთვისაც თუ ეგრე გინდოდა.
-კაი რა მარ, ჰო იცი, როგორ მიყვარხარ?-დას ლაღად შესცინა გიომ.
-ჰოომ...მეც-ჩაეცინა მარიამს.
ოთახში შევარდა, იმეცადინა, საღამოს ანასთან და ქეთასთან ერთად გავიდა. იმხიარულეს, ბევრი იცინეს, დაგეგმეს X ფაქტორზე ორშაბათს წასულიყვნენ. მომდევნო დღეს, სკოლაში ნიკა შეეჩეხა, რომელსაც, უკვე დიდი ხანია უყვარს.
-გამარჯობა მარი, იცი რა?? მოდი X ფაქტორზე ერთად წავიდეთ, აი, 2 ბილეთი მაქვს.-ცხვირწინ აუფრიალა
-სხვა გეგმები მაქვს.-უთხრა და გაეცალა. საღამოს face-ზე ისევ შევიდა.
"ღმერთო ამან კიდევ გამომიგზავნა მეგობრობა? კარგი ჰო დაგიმატებ, აღარ გაგაწვალებ, იმედია ხელს არ შემიშლი."
დადგა ნანატრი ორშაბათი დღე, მარის ერთი სული ჰქონდა როდის წავიდოდა X ფაქტორზე. 5 საათზე სახლიდან გავიდა და გოგოებთან წავიდა. უამრავი ადამიანი იყო, გოგოები რიგში იდგნენ, მარიმ ვიღაცის მზერა დაიჭირა. როგორ ეცნობა ეს ბიჭი... მაგრამ საიდან? უჭირდა გახსენება.
-აუ,მარ, ნახე როგორ გიყურებს?-თქვა გაბადრულმა ქეთამ
-ჰო, ვხედავ. მაგრად მეცნობა, მაგრამ საიდან არ ვიცი.
-აუ, მზერით გჭამს რასაც ქვია!-არ ჩერდებოდა ქეთა.
-კარგი ახლა, ნუ დაიქოქები.-ხუმრობით დაწყნარება ცადა ანამ.
-ჰო ეს რომ ჩაირთვება რა გამორთავს-აყვა მარიც.
-კაი წამო შევედით-თქვა გაბუსხულმა ქეთამ.
..........................................................................................................................................................................................................
და აი, დაპირებული ახალი მოთხრობაც! მართალია, ეს დღეები კარგად ვერ ვარ, მაგრამ მაინც შევძელი ახალი იდეების განვრცობა. 🤗 იმედია, მოგეწონებათ!

დილამშვიდობისა, მწვანეთვალებავ!Where stories live. Discover now