შუადღისას მარიმ იკას დაურეკა.
-ჩემი ძმა რას შვება?
-ჩილიმ ბარში მივდივართ თუ გოგოებსაც ააგდებ წაგიყვანთ.
მარიმ ფაცი-ფუცით გადარეკა ყველასთან და ფეხზე წამოაგდო. სასწრაფოდ გაემზადნენ და წავიდნენ. შევიდნენ ბარში და აქაც დათას შეეჩეხა. მასაც მეტი რა უნდოდა მივიდა მარისთან და უთხრა:
-შენ რა, დამსდევ?
-ჰო, შენ გამო დავყვები ბავშვებს.
-ჰო, ვხედავ..გამარჯობა გიო.-უცებ დათამ მარის ძმა გადაკოცნა.
-რა?-გაოგნდა მარი.
-ვაა დათა, რას შვები, როგორ ხარ?
-შენ საიდან იცნობ?-მიუბრუნდა ძმას.
-გრძელი ამბავია, მერე მოგიყვები.
სახლში მისულს არ ასვენებდა იმაზე ფიქრი თუ გიო და დათა ერთმანეთს საიდან იცნობდნენ. ამიტომ მივიდა ძმასთან და კითხა.
-საიდან იცნობ დათას?
-მასაც ჩემნაირად აქვს მემკვიდრეობით ჩაბარებული ბიზნესი, ხანდახან ერთად ვმუშაობთ და შეიძლება საზღვარგარეთაც გავქაჩოთ.
-რაღა გიჭირთ.-ჩაფიქრებული მარი თავის ოთახში შევიდა და ფეისზე მოძებნა დათა. თავიდანვე რომ შეემოწმებინა, დათას კარიერაზე ბევრს შეიტყობდა. მაგრამ რა ეგონა, თუ ეს დააინტერესებდა.მეორე დილით წავიდნენ კალათბურთის თამაშის საყურებლად, მთელი სასტავი ერთად იჯდა და მაგრად გულშემატკივრობდნენ. შესვენებაზე მარი ფეხზე წამოდგა, რომ სასმელი ეყიდა, როცა დათა დაინახა. წარბშეკრული მიუახლოვდა.
-რას გადამეკიდე?
-მე თუ შენ?
-რატო დამყვები?
-მომეწონე და დაგყვები მერე?
-არ მიზიდავ.-უთხრა და გაეცალა. გიომ დათა, ლუკა და სანდრო რომ შენიშნა, სახლში დაპატიჟა სამივე. მთელი საღამო მათთან იყვნენ. დილით მარი სკოლაში წავიდა. როცა სკოლას თავი დააღწია, იქვე დათა შენიშნა.-აქ რა გინდა?
-შენ უნდა წაგიყვანო.
-მე გიო წამიყვანს.
-გიომ გამომიშვა
-რა?
-სამსახურში დაიბარეს და შენი თავი მე ჩამაბარა, სახლში მოგიყვები და მერე ყველა იქ მოვა.
-არ მინდა, ფეხით წამოვალ.
-ან ნებითა შენითა, ან ძალითა ჩემითა ჩაჯდები მანქანაში.
-რა? რას ბოდიალობ?
-ძალითა ჩემითა.-დათამ მარი მხარზე გაიდო და მანქანაში ჩატენა. სახლში რომ მივიდნენ დათამ უთხრა.
-მშია, მაჭამე.
-შენ კი არა, ჩემ ძმას არ ვუკეთებ საჭმელს.
-ცოტაც და მოგარჯულებ.
-რა თქვი?
-არაფერი.
საღამოს მთელი სასტავი მათთან ავიდა.
გიომ, ლუკამ და დათამ იქ მყოფებს მიმართეს.
-ყველა დაჯექით. რაღაც გვაქვს სათქმელი.
-რა ხდება?-ჰკითხა ძმას.
-საზღვარგარეთ მივდივართ სამსახურიდან 1 კვირით შენ დათასთან რჩები, თუ მალე მოვილევ საქმეს ადრე ჩამოვალთ.
-რა?-შეჰკივლა მარიმ.-აღუ ვარ დათასთან რომ მტოვებთ? რა მინდა ამასთან ერთად?
-მარიამ, შეწყვიტე!-ხმა გაუმკაცრდა გიოს.-ვთქვი და მორჩა.
მარიმ ამოიოხრა. იცოდა, რომ სინამდვილეში ერთადერთი ვარიანტი იყო დათასთან დარჩენა. რადგან გოგოებთან, რომც ნდომოდა ვერ დარჩებოდა და დანარჩენი ყველა მიდიოდა. არა და მარტო დარჩენაც კარგი იდეა იყო. მაგრამ რას გაუგებ ამათ...
მეორე დილით აეროპორტში გააცილეს ბიჭები,სახლში მისული მარი კი ოთახში ელვის სისწრაფით შევარდა და კარები გადაკეტა.
-გააღე-კარებზე კაკუნი აუტეხა დათამ.
-არა.
-გააღეთქო.
-არა, მარტო მინდა ყოფნა.
კარგა ხანს აკაკუნა, მერე შეეშვა. მარიმ კი პიჟამა ჩაიცვა, კარებიც გააღო რომ დათას კაკუნით გული არ შეეწუხებინა და საწოლში შეწვა. ახალი ჩაძინებული იყო, როცა ქვეცნობიერში შემოსასვლელი კარების რბილად დაკეტვის ხმა ჩაესმა.
YOU ARE READING
დილამშვიდობისა, მწვანეთვალებავ!
Romance~ეს გოგო იყო ბედნიერების განსახიერება. სულ მოცინარი, სულ მომღიმარი და რაც ყველაზე უცნაურია-უკარება. არასდროს ყოლია შეყვარებული, მიუხედავად იმისა, რომ ნახევარი სკოლა მასზე გიჟდება. 16 წლის გოგო, რომელსაც სიყვარული არ განუცდია, რომელსაც არასდროს უთქვა...