1

608 41 4
                                    

Harry's POV

სკოლის პირველ დღეს, დილით ადრე გავიღვიძე, აბაზანაში შევედი, შხაპი მივიღე და საუზმის გარეშე წავედი სკოლაში. სკოლა ძალიან გაიწელა. მე, ლიამს და ნაილს ყველა გაკვეთილი ერთად არ გვქონდა ამიტომ სამივე ერთად მხოლოდ დასვენებებზე თუ ვხვდებოდით. გადავწყვიტე ჩემთან წვეულება მოგვეწყო სასწავლო წლის დაწყების აღსანიშნავად. რათქმაუნდა დიდად არ გვიხაროდა სკოლის დაწყება, მაგრამ მიზეზი გვჭირდებოდა წვეულებისთვის. ჩემი ჰობი წვეულებების მოწყობა, მოწევა, დალევა და ხალხთან სექსუალური კავშირის დამყარება იყო. დიახ, სწორად გაიგეთ! ხალხთან. მე გოგოები მომწონს, მაგამ არც ბოჭებზე ვამბობ უარს!

მოკლედ, სკოლის შემდეგ მოსაწევზე წავედით, სადაც სამი მდიდარი ბიჭი დავინახე. გარეგნობაზე ეტყობოდათ, რომ ნამდვილად მდიდრები არიან. თუ არ ვცდები ჩემი სახლის გადასწვრივ კერძო სკოლელები არიან. ერთერთს ნაზი ყავისფერი თმა, ზღვისფერი თვალები და ლამაზი ღმილი ქონდა. ძალიან ლამაზი!

ფიქრებიდან შავთმიანის ხმამ გამომარკვია.

- ლუი! რამდენი გვინდა?- გასაგებია, ანუ ლუი ჰქვია. ძალიან საყვარელი სახელია, შეეფერება.

- ბევრი ზეინ! ძალიან ბევრი ხალხი იქნება, თითქმის მთელი სკოლა წამოვა. - ხმაც ზუსტად ისეთი ნაზი და ტკბილი ჰქონდა, როგორიც შეხედულება.

- მაქს! შენთვისაც ავიღოთ?- კითხა ზეინმა მის გვერდით მდგარ ქერათმიან ბიჭს.

- კი, მაგრამ ბევრი არა. სახლში ხომ უნდა წაგიყვანო პრინცესა! - ზეინი "პრინცესაზე" გაწითლდა, ალბათ ერთად არიან.

- კარგი, მაგრამ ლუისთან რომ დავრჩეთ, დარწმუნებული ვარ წინააღმდეგი არ იქნება. არა ლუი?- ახლა ლუის შეხედა.

- პრობლემა არაა.

ფიქრბიდან ლიამის ხმამ გამომარკვია.

-თქვენც წვეულება გაქვთ? შეგვიძლია ერთად მოვაწყოთ! ჩვენ მოსაწევს მოვიტანთ, თქვენ სასმელი მოიტანეთ. შევთანხმდით?

Truth Or Dare ( Larry + Ziam )Where stories live. Discover now