Louis's POV
პოპსიდან პირდაპირ სახლში წავედი. შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ ავტობულით წავედი... აღარ მენაღვლებოდა, რომ ბინძური იყო, უბრალოდ ისეთი დაღლილი ვიყავი ამ ყველაფერზე ფიქრით, რომ ფეხი წასვლას ვერ შევძლებდი.
მთელი გზა მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, თუ რატომ იყო ჰარი ასეთი დაღონებული და რა კავშირი უნდა ჰქონოდა დედამისს ამაში. ამას კიდევ ერთი საფიქრალი დაემატა, როდესაც დანიელამ ერთად ყოფნა შემომთავაზა. რა თქმა უნდა მომწონდა, მაგრამ სხვანაირად. არა ისე, როგორც ჰარის ვუყურებდი. დანიელას მწვანე თვალები მომწონდა, მაგრამ ჰარისი მერჩივნა. როდესაც მას თვალებში ვუყურებ, მეტი არაფერი მინდა, მხოლოდ მის მზერაში ჩაძირვა. დანიელას ტალღოვანი თმა მომწონს, მაგრამ ჰარის კულულებში თითების ახლართვა მერჩივნა. მისი თეთრი და გრძელი თითებიც მომწონდა, მაგრამ ჰარისი ჯობია, თავისი ტატუიანი მკლავებით.
ფიქრებში ვერც კი მივხვდი სახლს როდის მივუახლოვდი. ავტობუსიდან ჩამოვედი და სახლისკენ წავედი.
- სად იყავი ამდენ ხანს? რატომ დააგვიანე? - შემომეგება ლოტი კარებში. დედაჩემი ვეღარ მყარაულობდა და ახლა მან დამიწყო უფროსობა.
- კაფეში გავიარე მეგობართან ერთად. - მივუგე მშვიდად.
- სად? რომელ კაფეში? ვისთან ერთად? - ამიწია ცალი წარბი. შემდეგ უპასუხოდ წასვლა როდესაც დავაპირე ხელით შემაჩერა.
- პოპსში, დანიელსთან ერთად.
- დანიელა... - ლოტი ჩაფიქრდა და თვალებ მოჭუტულმა შემომხედა - აა გამახსენდა, შენ რა დანიელა მოგწონს?
- ლოტი გაჩუმდი! - თვალები ავატრიალე და ჩემს ოთხში ავედი. ხვალისთვის ცოტა მომცეს სასწავლი, ამიტომ სამეცადინო მაგიდასთან დავჯექი და მათემატიკის წერა დავიწყე, შემდეგ ინგლისურის თემა დავწერე და დაღლილი საწოლზე დავვარდი. ამ დროს კიბეებზე ამოსვლის ხმა გავიგე და ვიფიქრე ლოტიც თავის ოთახში შევიდოდა, როცა ჩემი კარები გაიღო.
YOU ARE READING
Truth Or Dare ( Larry + Ziam )
Fanfictionჰარი 18 წლის ბიჭია ტატუებით და პირსინგით. მას თავისნაირი მეგობრებიც ყავს. მისი ორი მეგობარი - ნაილი და ლიამი. დონკასტერის საჯარო სკოლაში სწავლობენ, სადაც ყველგან მოსაწევის და სასმლის სუნია. თავის სახლთან ახლოს მდებარეობს სკოლა, რომელიც ყველაზე ძვირ...