Harry's POV
სამსახურში ვზივარ, მოწყენილი. დედაჩემზე თითქოს ბრაზმა გადამიარა, მაგრამ მაჯები ისევ დასერილი მაქვს. ბოლოს ლუისთან კამათის შემდეგ გავიჭერი. მინდა რომ ჩემს სიტუაციაზე მოვუყვე, მაგრამ მეშინია რომ ვერ გამიგებს.
- ჰარი. - თავი ზემოთ ავწიე და ბარბარა დავინახე. ის მოხუცი ქალია, რომელმაც საცხობში მუშაობა დამაწყებინა. თავიდან ჩემი მეგობარი ჰოლმს ჩაპელიდან მაწევინებდა ხოლმე (თავიდანვე მან შემაჩვია ). მაგრამ როცა აქ გადმოვედით, მოსაწევისთვის ფული მჭირდებოდა და ბარბარამ მუშაობა აქ დამაწყებინა. მას ჩემი ესმოდა და არც კი სცადა გადავეჩვიე როგორც უმეტესი ბებია სცდიდა. ის ბებიაჩემი არაა, მაგრამ ბებიასავით მყავს.
- რა მოხდა ბარბარა?
- ისეთი არაფერი. უბრალოდ თავს ცუდად ვგრძნობ, დღეს ადრე წავალ, ხომ შეგიძლია საცხობი შენ დაკეტო? - ბარბარა ხშირად ამას არ მთხოვდა. რადგან ასე ამბობს ალბათ ნამდვილად ცუდადაა.
- რა თქმა უნდა, წადი და დაისვენე ბარბარა. - მადლობა გადამიხადა და გასაღები მომაწოდა. მეც თავი დავუქნიე და ვუყურებდი როგორ დატოვა პატარა შენობა.
ჯიბიდან მობილური და ყურსასმენი ამოვიღე და მუსიკა ჩავრთე. უკვე გვიანი იყო ამიტომ ვიცოდი რომ აღარავინ შემოვიდოდა და მშვიდად თვალები დავხუჭე, თავი სკამის მისაყუდებელზე დავდე და მოვეშვი.
- უკაცრავად, - ნაცნობი ხმა მომესმა და თვალებო გავახილე. უცებ ჩემს წინ მდგარი ლუი დავინახე, რომელიც ფეხებს დაჰყურებდა. - ეს შოკოლადიანი ფუნთუშა ახალია? - ლუიმ ხელი ჩემს უკან დალაგებულ ფუნთუშებისკენ მანიშნა.
- დიახ. - ყურსასმენი მოვიხსენი და ისე ვუთხარი, თითქოს არც კი ვიცნობდი და ცელოფანი ავიღე. ფუნთუშა შიგნით ჩავუდე და გავუწოდე. როდესაც მისი ხელი ჩემსას შეეხო ტანში ნაცნობმა გრძნობამ გაიელვა. ახლა მივხვდი როგორ მომენატრა. - $2.5
VOUS LISEZ
Truth Or Dare ( Larry + Ziam )
Fanfictionჰარი 18 წლის ბიჭია ტატუებით და პირსინგით. მას თავისნაირი მეგობრებიც ყავს. მისი ორი მეგობარი - ნაილი და ლიამი. დონკასტერის საჯარო სკოლაში სწავლობენ, სადაც ყველგან მოსაწევის და სასმლის სუნია. თავის სახლთან ახლოს მდებარეობს სკოლა, რომელიც ყველაზე ძვირ...