Harry's POV
მთელი ღამე დედაჩემს ველოდებოდი და ლოდინში დივანზე დამეძინა. დილით გავიღვიძე და მაშინვე აბაზანა მივიღე, კბილები გამოვიხეხე და ჩემს ოთახში ავედი. გამოცვლის თანავე ისევ დაბლა ჩამოვედი , სადაც დედაჩემი დავინახე და პირდაპირ მისკენ გავექანე, რომ მეკითხა სად იყო.
- დედა, მთელი ღამე გელოდებოდი, სად ჯანდაბაში იყავი? რატომ მომატყუე?
- შენ საიდან გაიგე? - ეჭვის თვალით შემომხედა.
- რა მნიშვნელობა აქვს, უბრალოდ მითხარი სად იყავი!
- ჰარი... - ამოიხვნეშა და თავი ხელებში ჩარგო - ჩეშირში ვიყავი.
- რაა? მანდ რა გინდოდა, სანამ მანდ ცხოვრობდი ტანჯვა არ გეყო? რა გინდოდა ჩეშირში?
- მე... მამაშენის სანახავად ვიყავი.
- შენ რა ციხეში მიაკითხე? შენ რა სულ გაგიჟდი?! სულ დაგავიწყდა რა დღეში გვაგდებდა ორივეს? დაგავიწყდა როგორ გირტყამდა? - მოგონებების გახსენებაზე მომდგარი ცრემლი მოვიწმინდე და გავაგრძელე - ნუთუ ეგ ყველაფერი მოგენატრა.
- სიმართლე გითხრა, - ჩაისუნთქა და გააგრძელა - ციხიდან გამოვიდა. იქიდან შუაღამისას დამირეკა და ფული მთხოვა. მეც შემეცოდა და...
- გასაგებია. ფული ასესხე, მაინც რამდენი? - შევეკითხე დაეჭვებით
- ხუთასი დოლარი.
- ხუთასი დოლარი?! შენ სულ გამაგიჟებ! იმის მერე რაც გაგვიკეთა, უბრალოდ როგორ შეგეცოდა? ჩვენ არ ვართ ისეთი მდიდრები, რომ შენი ნახევარი თვის ხელფასი, ასე უბრალოდ მოვისროლოდ.
- ეს უბრალოდ მოსროლა არაა, მამაშენია დახმარება სჭირდება. თანაც ეს ჩემი ხელფასია და რასაც მინდა იმას ვუზამ. შენც ხომ ასე აკეთებ, საცხობში მუშაობ მხოლოდ იმიტომ, რომ იცი მე ნარკოტიკისთვის ფულს არ მოგცემ. შენ თუ შენს ფულს ტატუების და პირსინგების გაკეთებაში ხარჯავ, მეც შემიძლია ჩემი ფულით რაც მინდა ის გავაკეთო და მეტჯერ აღარ გაბედო ჩემთვის ჭკუის სწავლება, გასაგებია?
BẠN ĐANG ĐỌC
Truth Or Dare ( Larry + Ziam )
Fanfictionჰარი 18 წლის ბიჭია ტატუებით და პირსინგით. მას თავისნაირი მეგობრებიც ყავს. მისი ორი მეგობარი - ნაილი და ლიამი. დონკასტერის საჯარო სკოლაში სწავლობენ, სადაც ყველგან მოსაწევის და სასმლის სუნია. თავის სახლთან ახლოს მდებარეობს სკოლა, რომელიც ყველაზე ძვირ...