თავი 13

237 30 2
                                    

თავი 13

 - რა უნდა ვქნა? - გაოცებული სახით მკითხა იზიმ.

 - ტბაში ჩახვიდე და ხმალი იპოვო.

 - ლექსი, იმ შემთხვევის შემდეგ ტბაში ვეღარ ჩავდივარ,ეს იცი.  

 - გთხოვ იზი, უბრალოდ ცადე. მატილდა უნდა მოვიშოროთ.

 - და ვინ მოკლავს, შენ?

 - ჯერ ხმალი ამოიტანე და მაგაზე მერე ვიფიქრებ.

 - კარგი…

   ორივე გარეთ გავედით და ტბის წინ დავდექით. იზის მხარზე ხელი დავადე, ნუ გეშინია-მეთქი. უბრალიდ თავი დამიქნია და ტანსაცმლიანად წყალში ჩახტა. დიდხანს ველოდებოდი როდის ამოყვინთავდა. ბოლოს ამოყვინთა, ჰაერი ჩაისუნთქა და ისევ წყალში გაუჩინარდა. მგონი ნახევარი საათი ეძებდა ტბაში ხმალს. ან ამხელა ტბაში სად უნდა იპოვო ხმალ…

 - ვიპოვე, - რასაც ქვია ამოხტა წყლიდან.

 - მოდი, სწრაფად.

   მალევე დაფარა მანძილი და წყლიდან ამოვიდა. მაშინვე სახლში შევვარდით და ძირს დავსხედით. ხმალი ყავისფერ,ძველ ტილოში იყო გახვეული. ამ ნაჭრსგან გავანთავისუფლე და… ოჰ ღმერთო. ხმალი დახვეწილად დამზადებული იყო, პირდაპირ ანათებდა.

 - რა ლამაზია… - პირი დააღო იზიმ.

 - ძალიან, - თავი გავაქნიე, - მონუსხვის დრო არ არის. უნდა დავმალოთ.

 - ხო. შელოცვა დაადე.

 - ეს ხომ ალქაჯების ხმალია. გამიგია, რომ მათ ხმალს შელოცვა არ ჭირდება.

 - ეგ გაგიგია მერე, ყველაფერი სიმართლე კი არ არის.

 - სადაც აქამდე იყო, ახლაც იქნება.

   ხმალი იმ ადგილას დავმალე, სადაც წიგნი, მაგრამ წიგნი ამოვიღე და სარწეველა სკამზე მოთავსებულმა მისი კითხვა დავიწყე. სასწაული პირდაპირ. პირველ და მეორე გვერდებზე ხმლებია გამოსახული, თან მისი სახელწოდებაც უწერია. არსებობს ვამპირების ერთობლივი ხმალი. ერთობლივი ხმალი ყოველთვის მეთაურს აქვს, ხოლო დანარჩენებს თავიანთი ხმლები. ზუსტად ანალოგიური მაქციებზეც. მოიცა… მე ახლა ლათინურად ვკითხულობ? საიდან ვიცი?

Fear Of The Night (დასრულებულია)Where stories live. Discover now