თავი 15

231 31 4
                                    

თავი 15

   აქ ჩამოსვლამდე სრულიად ჩვეულებრივი გოგო ვიყავი, ვამპირებზე და მაქციებზე მხოლოდ წიგნებიდან და ფილმებიდან ვიცოდი, ალქაჯებზე კი ის მქონდა გაგონილი, რომ თავს იექსტრასენსებენ და ვითომ ჯადოქრობენ, სინამდვილეში კი არ არსებობდნენ. თურმე ნაშვილები ვარ, თურმე ალქაჯების შთამომავალი ვარ. სულ ცოტა მილიონი წლის წინ დავიბადე და ოცი წლის წინ დავიწყე ზრდა. თურმე მეც რაღაც ზებუნებრივი ვარ.

     აქ რომ არ ჩამოვსულიყავი, ისევ ტყუილში, თუმცა ბედნიერი ცხოვრებით მაინც ვიცხოვრებდი. დაბნეული ვარ, არ ვაღიარებ, თუმცა შეშინებულიც, თავგზაარეული. ორ სექსუალურ ურჩხულს შორის მომიწევს ერთ-ერთი გადავარჩინო. თუ ორივეს საკმარისად მივხედავ, მე თვითონ ვაწერ ხელს სასიკვდილო განაჩენს. რა უნდა ვქნა? როგორ უნდა გავუმკლავდე ამ ყველაფერს? დავიცვა ახლობელი ხალხი, და ამასთან საკუთარი თავიც.

    ახლა ვდგავარ საკმაოდ საშიშ და ამავდროულად ცოტა ჭკუიდან გადასული ალქაჯის წინ. ასევე ორი საშიში მხეცის შუაში, რომლებიც როგორც ეტყობათ ჩემი ამ ქალისგან დაცვით არიან დაკავებულნი.

 - გვითვალთვალებ კუდიანო? - კითხა ჩანიოლმა.

 - არა, - უცოდველი სახე მიიღო, - რატომ უნდა გითვალთვალებდეთ? უბრალოდ ვსეირნობდი…

 - როგორ გიყვართ ამ ალქაჯებს ყველაფრის გაწელვა, - თვალები აატრიალა სუჰომ.

 - მოკეტე ვამპირო, - შეუღრინა მატილდამ. ეს ქალი ხან უღიმის, ხან იღრინება, ხან რას შვება და ხან რას, - ვის ეძებთ?

 - საიდან მოიტანე, რომ ვინმეს ვეძებთ? - თვალები მოჭუტა ჩანიოლმა.

 - ინტუიცია, - მხრები აიჩეჩა, - აბა? შემიძლია დაგეხმაროთ.

 - კარგი, - ვთქვი მე, - დაგვეხმარე. მოკლედ, იზი დაიკარგა და მის პოვნას ვცდილობთ.

 - ამხელა გოგო სად დაიკარგა?

 - მოიტაცეს, - განუმარტა სუჰომ.

Fear Of The Night (დასრულებულია)Nơi câu chuyện tồn tại. Hãy khám phá bây giờ