თავი 19

206 29 0
                                    

თავი 19

 - გადი, არც კი იცი როგორ მზადდება! - დაუყვირა ჩანიოლმა სუჰოს, რომელიც უშედეგოდ ცდილობდა ცეზარის მომზადებაში წვლილის შეტანას.

 - მე არ ვიცი და შენ იცი?!

 - სუჰო, ახლა მომშორდი, თორემ შენს ხორცს მივიტან მაგიდასთან! გამეცალე!

 - რაც გინდა ის ქენი!

   მობეზრებული სახით გამოვიდა და ქაის მიუჯდა გვერდით. ქაი იზის გვერდით იჯდა და თვალს არ აშორებდა, იზიმ კი ალბათ მილიონჯერ მაინც უთხრა, ნუ მაშტერდები, თორემ შემომაკვდებიო.

 - მომწონ ეს წინასარიტუალო წვეულება, - ჩაიცინა სეჰუნმა.

 - ჯადოქარი არ დავათროთ. ნაბახუსევზე კარგად ვერ იტყვის შელოცვებს, - თქვა სუჰომ.

 - შენი ალქაჯი დაქალი რატომ არ დაპატიჟე? - მკითხა დიომ.

 - ვაიმე დედა! - იზის დაქალის გაგონებაზე ლამის წვენი გადასცდა და სიცილი ატეხა.

 - არ უყვრას ხალხმრავლობა, - გავიცინე, - ჩანიოლ, დავწყდით მშივრები!

 - მომაქვს, - ორივე ხელში დიდი თეფში ეკავა და შემპარავი ღიმილით მოქონდა მაგიდასთან, - მიირთვით და კომპლიმენტებს ნუ დაიშურებთ.

 - მმ, სასწაული, - იზის უკვე მოესწრო ერთი ნაჭერის აღება და გასინჯვა.

 - ამას კაცი ვერაფერს დაასწრებს.

 - უყვარს ჭამა და რა ქნას? - გაუღიმა ქაიმ.

 - არ შეჭამ? - გვერდით მომიჯდა ჩანიოლი.

 - გადმომიღე და შვეჭამ. მეზარება განძრევა.

 - ამხელა ენერგიის პატრონს, უბრალოდ გადაწევა და აღება გეზარება? - გაიცინა და ერთი ნაჭერი დამიდო თეფშზე, - მიირთვი.

 - მადლობა.

 - მხოლოდ ერთი დღე დარჩა.

 - გთხოვ, არ დაიწყო.

 - არ ვიწყებ. ისედაც ვხედავ, რომ აზრი არ აქვს.

 - გადაწყვეტილება მიღებულია ჩანი.

Fear Of The Night (დასრულებულია)Nơi câu chuyện tồn tại. Hãy khám phá bây giờ