თავი 11

257 28 6
                                    

თავი 11

სააბაზანოდან გამოვდიოდი, როდესაც იზი დავინახე. სამზარეულოში გავიდა, მეც გავყევი. თან ვაკვირდებოდი, რაიმე უცნაური ხომ არ ჭირდა. არც არაფერი, უბრალოდ წყალი დალია და კუჭზე ხელი მიიდო. შიოდა.

- რას მომაშტერდი ნეტავ ვიცოდე, - სწრაფად შემობრუნდა.

- თავს როგორ გრძნობ? - მივუახლივდი და შუბლზე ხელი მივადე.

- სიცხე არ მაქვს, და უკეთ ვარ.

- დაჯექი, - ორივე სკამზე დავსხედით, - იმ დღის მერე კიდევ გქონდა მოლანდებები?

- ტბაში რომ ვიყავი? - თავი დავუქნიე, - კი, მქონდა. იმ ერთი კვირის განმავლობაში, რაც ჩემს სხეულს იყენებდი.

- რა სახის?

- ყველანაირი. ღამე რაღაც კოშმარებს ვხედავდი და ვერ ვიძინებდი. როცა არ მეძინა, სულ მეგონა, რომ ვიღაც მითვალთვალებდა. როცა წასული იყავი და სახლში მარტო ვრჩებოდი, რაღაცებს ვხედავდი. ჯერ ბავშვის სიცილი მესმოდა, შემდეგ კი ოთახში მორბენალ ბავშვს ვხედავდი. ხანდახან მელანდებოდა, რომ ღამე იყო, ვიღაც თეთრთმიან, შავებში ჩაცმულ ქალს ვხედავდი. იმ წიგნებთანაც მას ველაპარაკებოდი. მეუბნებოდა, ყველაფერი შენი ბრალია, რაც ლექსის ჭირსო.

- ეს რატომ არ მითხარი? ყველაფერი ხომ ჩემს გამო ხდებოდა, - გაოცებული ვიყავი ყველაფრით.

- დამესიზმრებოდა შენ გამო რომ ხდებოდა?

- იზი, მისმინე, - ბრთხილად დავიწყე საუბარი, - უნდა წახვიდე.

- სად მაგზავნი ამ პატარა გოგოს.

- არა, აქედან უნდა წახვიდე. სეულში უნდა დაბრუნდე.

- ბატონო?! - ისეთი სახეე მიიღო, გული შემიღონდა, - ამ ალქაჯობამ სულ გაგაგიჟა ხომ?

- გაგიჟებაზე შენ არ უნდა მელაპარაკებოდე, - გავუბრაზდი, - ჩემს გამო საბრთხეში ხარ, ვერ გრძნობ? ვერ ხედავ?

- ერთადერთხელ ჩავვარდი საბრთხეში, ისიც იმიტომ, რომ ჩემი სხეული გამოიყენე, - წამოენთო, - გინდა, რომ დაგტოვო და წავიდე? ამ ურჩხულებთან დაგტოვო?

Fear Of The Night (დასრულებულია)Opowieści tętniące życiem. Odkryj je teraz