როგორც იქნა შეყვარებული გვრიტები ოთახიდან გავიდნენ!მაშინვე წამოვხტი და კარი ჩავკეტე, მარტოობით ტკბობის დროა და ნორმალურად მოვემზადები თამაშისთვის.
კარები ჩავკეტე თუ არა დინამიკთან მივედი “bazzi-mine” ჩავრთე, ცეკვა ცეკვით გავიხადე და კარადასთან მივედი, სანამ ტანსაცმელს ვარჩევდი თეძოებს რითმში ვაქნევდი, ჯანდაბა როგორ მიყვარს მარტოობა.
კარადიდან იასამნისფერი კაბა და შავი ჟაკეტი გამოვიღე, მაგრამ ზედმეტად ფაქიზ გოგოს ვგავდი ასე რომ გადავიფიქრე. საბოლოოდ შავი შორტის, პერანგის და ჯინსის მოსაცმელის ჩაცმა გადავწყვიტე.სიმართლე რომ ვთქვა არ ვიცოდი ზუსტად რა უნდა გამეკეთებინა სად ან ვისთან დავმჯდარიყავი. ფეხბურთი დიდად არმიყვარს, მაგრამ საბედნიეროდ ჩვენი კოლეჯის ფეხბურთელები არიან კარგები.
სტადიონზე შევედი თუ არა მაშინვე გული ამიჩქარდა, ამდენ ხალხს არ ველოდებოდი! არა მეც მაგარი ვარ აბა რამეგონა მარტო მე ვიქნებოდი სტადიონზე?
კარგი დაწყნარდი ჯენი არაფერია ისეთი, უყურებ და წახვალ სახლში. სანამ ერთ-ერთ სკამზე დავჯდებოდი სტადიონს გავხედე და თვალებით კაის დავუწყე ძებნა. ვიპოვნე!ცოტახნით ვუყურებდი, მაგრამ მალევე თვალი ავარიდე რადგან ჩემს მხარეს გამოიხედა, პარალელურად ვიგრძენი ვიღაცამ გვერდი როგორ ამიარა მეორე მხარეს გავიხედე და სუნმი დავინახე, რომელიც კაის მიმართულებით მიდიოდა.
კაიმ სტადიონის ცენტრიდან სუნმის შესახვედრად კუთხეში გადმოინაცვლა. სუნმიმ ყურში რაღაც ჩაჩურჩულა კაის, კაიმ გულიანად გადაიხარხარა და სუნმის უპასუხოდ მოშორდა. რაღაც მოხდა? სუნმიმ სტადიონის კუთხიდან სკამებისკენ ისევ გადმოინაცვლა. ცოტახნის შემდეგ მივხვდი რომ მიშტერებული ვიყავი და მეორე მხარეს გავიხედე. შევხტი როცა გვერდით კაი დავინახე, რომელიც წყალს სვამდა.
-სუნმის არ მოეწონები
-ვერ მივხვდი - დაბნეული სახით გავხედე.
-იმაზე ვამბობ, რომ მიაშტერდი ლესბოსელი არაა, ვერიტანს მათ და თუ გაიგო რომ ერთ-ერთი ხარ ოთახიდან გაგისვრის. - რაა?? ის რა ფიქრობს რომ გოგოები მიზიდავს? ეს როგორ იფიქრა.
-ვოუ ვოუ დაწყნარდი კოვბოი, ჰეტეროსექსუალი ვარ 100%
უბრალოდ თვალი გამიშტერდა.
-ამმ კარგია, თორემ აღმოჩნდებოდი ღია ცის ქვეშ.
-ჩემი ოთახიდან ვერავინ გამაგდებს.
-კოლეჯის დეკანის შვილმა შეიძლება კოლეჯიდანაც გაგაგდოს.
-მოიცა ის რა დეკანის შვილია?
-რათქმაუნდა, განებივრებული დედისერთა გოგოა - განებივრებული კაიმ რაღაც ზიზღის მსგავსი გრძნობით თქვა.
-განებივრებული? - მას ასეთი რამ თავის შეყვარებულზე არ უნდა ეთქვა.
კაის სახე შეცვალა
-მაპატიე ეგ არ უნდა მეთქვა დაივიწყე. - მე უბრალოდ მხრები ავიჩეჩე და სტადიონს გავხედე.
-წარმატებას არ მისურვებ?
-წარმატებები.
მშრალად ვუთხარი ისე რომ სტადიონისთვის თვალი არ მომიშორება.
-ისე მითხარო მგონი გინდა დღეს წავაგო.
-მთლად მასეც არაა.
მივუტრიალდი და დიდი ყალბი ღიმილით დავაჯილდოვე.
-უნდა წავიდე, იქ დაჯექი კარგი ადგილებია. - თითი რამოდენიმე თავისუფალი სკამისჯენ გაიშვირა.
-მადლობა.
თვალი კაის გავაყოლე სანამ თავის გუნდთან მივიდოდა. როდესაც იმ ადგილს გავხედე სადაც კაიმ მირჩია დაჯდომა გავოგნდი, მხოლოდ ერთი თავისუფალი ადგილი არის დარჩენილი და ვიღაც ქერა მიემართება მის დასაკავებლად. ჯანდაბა უნდა მივასწრო, ჯერ სკამებს ვახტებოდი, მერე უკვე ხალხსაც ვახტებოდი, სულ თავიდან ამომივარდა რომ ხალხში ვიყავი. ბოლო სკამს სანამ გადავახტებოდი მოუხერხებლობამ მძლია და ვიღაცას დავეცი ზემოდან. საწყალი მოულოდნელობისგან შეხტა.
-ვოუ ფრთხილად ნადირო
-ნადირი არ ვარ გამოიწიე უნდა დავჯდე. - ბიჭს მივუგე, რომელიც ბოლო სკამის გევრძე იჯდა და
მზერით სკამზე ვანიშნე.
-ოუ ნადირო დაკავებულია ვიღაც გოგომ მთხოვა არდასვა არავინო
-არ მადარდებს.
ბიჭს მოვშორდი და სკამზე მოვკალათდი.
სწორედ ამდროს წინ გრძელი ფეხები ამესვეტა, ჯანდაბა სუნმი!
-ჯენი ეს ჩემი ადგილია!
-მევზივარ სხვა ადგილი მოძებნე.
წყნარი ტონით მივუგე, პარალელურად ვიგრძენი როგორ მიყურებდა გვერდით მჯდომი ბიჭი.
-ამ ბიჭს ვთხოვე ადგილი დაეკავებინა ჩემთვის ასერომ გთხოვ ადექი.
აშკარად გაღიზიანებულუ ტონით მითხრა, სანამ წამოვხტებოდი და ამ განებივრებულ დეკანის შვილს თმას ღერა-ღერა დავაწიწკნიდი ვიღაცამ ხელი გადამხვია.
-იცი ის ჩემი შეყვარებულია, არვიცოდი თუ მოდიოდა ასე რომ ჩემს გვერდით ის დავსვი და ადგილი აღარ დაგიკავე, ჩემს შეყვარებულს ხომ არ ვეტყოდი სხვაგან დაჯექი გოგოს დავუკავე ადგილიო. - ბიჭმა ისე მიუგო სუნმის კინაღამ მეც დავიჯერე რომ ერთად ვიყავით. მერე ბიჭი გადმოიხარა და ლოყაზე მაკოცა, გადავწყვიტე თამაში აყოლა.
-ჰო ორი კვირა გახდა დღეს რაც ერთადვართ.
სუნმიმ მისი გაბრაზებული გამომეტყველება მალევე ყალბი ღიმილით შეცვალა.
-ამ შემთხვევაში ჯენი შენთან უნდა იჯდეს, ისე გამიკვირდა რომ არვიცოდი შენს შეყვარებულზე დღეს შუაღამისას საერთო საცხოვრებლის უკან ტყეში კოცონს ვანთებთ უნდა მოხვიდეთ.- ბიჭს დაბნეული სახით შევხედე, ბიჭმა კი სუნმის თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. სანამ ხმას ამოვიღებდი სუნმი ჩვენგან ორი რიგის მოშორებით უკან დაჯდა.
-წავიდა შეგიძლია გამიშვა.
-წავიდა, მაგრამ უკანზის თან გვიყურებს ასე რომ...
-რატომ უთხარი რომ ერთადვართ? - მხოლოდ ეხლაღა დავაკვირდი ბიჭს, საყვარლად გამობურცული ზედა ტუჩი და ძალიან ლამაზი პროფილი ქონდა, თმაში ოდნავ ქერა შეპარვოდა დამიჯერეთ ძალიან უხდებოდა და აი როცა თვალებში შემომხედა კინაღამ მართლა შევთავაზე ჩემთან იყავითქო.
-ნადირო შეიძლება გაგიკვირდეს, მაგრამ საყვარელი ხარ თან ისე გინდოდა აქ ჯდომა შემეცოდე.
-შესაცოდი არაფერი მჭირს.
მოვტრიალდი, მაგრამ მერე მივხვდი რომ ცუდად გამომდიოდა ბოლოსდაბოლოს ის ხომ დამეხმარა. ხელი ისევ გადახვეული ქონდა ასერომ როცა თავი მივატრიალე ცხვირი მის ცხვირს გავკარი მისი საყვარელი გამობურცული ტუჩები ჩემგან მხოლოდ სანტეიმეტრის მოშორებით იყო.
ბიჭმა ჯერ ტუჩებზე შემომხედა მერე თვალებში, აი მაშინ კი როცა მეგონა მაკოცებსთქო გაიწია.
-რამისთქმა ხომ არგინდოდა?
-მ..მ..მე ბოდიში უხეშად გამომივიდა ბოლოსდაბოლოს შენ დამეხმარე. - ბიჭმა გულრწფელად გამიღიმა.
-მე ლუკასი ვარ ჯენი.
-საიდან იცი ჩემისახელი?
-იმ მატრაკვეცამ თქვა.
-აჰამ გასაგებია.
მატრაკვეცაო სუნმიზე თქვა? ღმერთო ეს ბიჭი უფრო და უფრო ძალიან მომწონს.
-საღამოს ვეტყვი რომ დაგშორდი.
-რატომ? - ბიჭმა დაინტერესებული სახით შემომხედა.
-აბა ჩემთანერთად ხომ არ წამოხვალ.
-ნუსულელობ რათქმაუნდა წამოვალ.
-რატომ?
-რადგან გართობა მინდა ნადირო და მგონია რომ შენთან ერთად გავერთობი.
-კარგი ჯანდაბას მაშინ კოცონის შემდეგ დავშორდეთ.
-შევთანხმდით ნადირო.
-კოცონზე ნადირს ნუდამიძახებ სირცხვილია.
-რატომ სექსუალურია.
-სექსუალურ სახელებს სექსუალურ გოგოებს ეძახიან.
ბიჭმა მზერა სახიდან ფეხებამდე ჩამაყოლა შემდეგ უკან ამოაყოლა.
-ანუ შენ ფიქრობ რომ არხარ?
-ვიცი რომ არ ვარ - ბიჭმა შემომხედა და გაიცინა, ღმერთო რაბიჭიააა!!
-აბა ფეხბურთი გიყვარს?
-ვერ ვიტან!
გულრწფელად მიპასუხა.
-აბა აქ რატომ ხარ?
-სხვა საქმე არმქონდა.
-გასაგებია.
ცოტახნით სიჩუმე ჩამოწვა.
-შენი აზრით მოვიგებთ თუ წავაგებთ?
-მოვიგებთ - დარწმუნებით ვუპასუხე დიდი ფეხბურთის ფანივით, არადა რეალობაში არაფრის აზრზე არ ვიყავი.
-წავაგებთ!
-არა შანსი არაა!
-მოდი შევთანხმდეთ თუ ჩვენები მოიგებენ შენ ჩემთან ერთი ნებისმიერი სურვილი გექნება.
-თუ ჩვენები წააგებენ მე მექნება შენთან სურვილი.
ცოტახნით შევყოყმანდი, მაგრამ მერე დავთანხმდი.
თამაში დაიწყო! ჩვენმა გუნდმა პირველ ტაიმში ორი გოლი გაიტანა მოწინააღმდეგებმა კი ნული, მაგრამ მეორე ტაიმში ჩვენებმა საუბედუროდ ტაქტიკა შეცვალეს და მოწინააღმდეგემ ორი გოლი გავიტანა. ბოლო წუთზე ლუკას მივუტრიალდი.
-ფრეა
-მოიცადე ჯერ სადხარ - ბოლო წამებში მოწინააღმდეგემ ბოლო გოლი გაიტანა,ჯანდაბა წავაგეთ.
-მე მეგონა არ გიყვარდა ფეხბურთი.
-ის რომ არმიყვარს იმას არ ნიშნავს რომ არაფერი არ გამეგება ნადირო.
ლუკასი მომიტრიალდა და ყურში მითხრა.
-ერთი სურვილი მაქვს შენთან, რომელსაც საჭირო დროისთვის შევინახავ.
საუბრის დროს მისი სუნთქვა კისერზე მეცემოდა. ღმერთო ახლა გადამარჩინე!
ВЫ ЧИТАЕТЕ
როცა ყველაფერი ირევა(EXO kai fanfiction)
Фанфикფიკი არის გოგონაზე, რომელსაც ყავს კოლეჯში ოთახის მეზობლად ...