--> 4 <--

174 11 10
                                    

საშინელ ხასიათზე გავიღვიძე. დღევანდელი დღე ალბათ მთელი ცხოვრების განმავლიბაში შავ წერტილად დარჩება. ზუსტად ორი წლის წინ დავკარგე ჩემი განუყოფელი ნაწილი ჩემი და ჩემი გული ჩემი ყველაფერი.
ლეინი მისი სახელი ლეინი იყო ის ერთი წლით უფროსი იყო ჩემზე. სამეუხაროდ 14 წლის ასაკში ლეიკემია დაუდგინეს, მან ბევრი იბრძოლა და მისი უმძიმესი დიაგნოზის მიუხედავად 17 წლამდე ჩვენთან დარჩა.
და აი ამ დაწყევლილ დღეს 4 ოქტომბერს მემატება ერთი წელი და მახსენდება ჩემი ცხოვრებაში ყველაზე საშინელი დღე.

°°°Flashback°°°

2015.08.04
-შემოდი ჯენი გელოდი.
მე მის საწოლის გვერდით სკამზე ჩამოვჯექი.
-მიხარია შენი ნახვა.
-მეც ვერ წარმოიდგენ როგორ -
გადავიხარე და ლოყაზე ვაკოცე
-გილოცავ დაიკო 16 წლის იუბილეს ნეტავ შემეძლოს ყველაზე საუკეთესო საჩუქრის ჩუქება.
-საჩუქარია ჩემთვის 16 წლის შენს გვერდით გატარება
-რაღაცის თქმა მინდა - ხმა ჩაუწყდა.
-არა დასვენება გჭირდება -
წამოვდექი და წყალი მივაწოდე, ფერმკრთალ ტუჩებთან მიიტანა და პატარა ყლუპი მოსვა უმალ დაიჭყანა. დაავადებამ ისე დაასუსტა წყლის გადაყლაპვაც კი უჭირდა.
-გთხოვ ნუ გამაჩერებ -
მე თავის დაქნევით მივანიშნე რომ დაეწყო როგორც ყოველთვის უსიტყვოდ გამიგო.
-ჩემო პატარა დაო, მიზეზი იმისა თუ რატომ მოვითხოვე შენი ნახვა ისაა რომ ვგრძნობ შენთან დიდხანს ვეღარ დავრჩები. ოღონდ გთხოვ ნუ იტირებ ვიცი მოგენატრები და ხანდახან გაგიჭირდება ჩემი რჩევების გარეშე, მაგრამ უკვე დიდი გოგოხარ და პრობლემებს შენით უნდა გაუმკლავდე არავის არასდროს არ მოუსმინო შენი გულის გარდა. დღეს 16 წლის გახდი მინდოდა ამ დღეს შენთან ვყოფილიყავი და ამ მიზანს მივაღწიე ვამაყობ ჩემი თავით, მაგრამ შენ უფრო მეამაყები ჩემი ცხოვრების საუკეთესო ნაწილო, შეხედე შენს თავს დიდი ჭკვიანი და ლამაზი გოგო ხარ ასეთი მინდოდა მენახე. ჩემოპატარა, გილოცავ დაბადების დღეს მაპატიე რომ დაგასევდიანე, მაგრამ შენი ნახვის გარეშე ვერ წავიდოდი ამ ქვეყნიდან. -
ისე მომიგორავდა თვალებიდან ცრემლები როგორც მთის წვერიდან ეშვება მთის გიჟი მდინარე.
-დაო გთხოვ არ დამემშვიდობო -
მას ჩემს ნათქვამზე გაეღიმა
-ვინ გითხრა რომ გემშვიდობები შენთვის რჩევის მოცემა მინდა. ყველაზე მეტად იმას ვნანობ რომ ამცხოვრებაში სიყვარული ვერ ვიპოვნე იმის თქმა მინდა რომ მინდა დამპირდე როცა სიყვარული მოვა შენთან მას ღია გულით შეხვდი.
-რათქმაუნდა - ვეღარ მოვითმინე და გადავეხვიე.
-მოდი გვერდით მომიწექი მუსიკებს მოვუსმინოთ - მაშინვე მის გვერდით მოვთავსდი სკოლის ფორმა კი დავკუჭე მაგრამ ვის ადარდებს.
-აბა რას მოვუსმინოთ? - ერთი ყურსასმენი მე მოვირგე ერთივ კი მას მოვარგე.
-მე ავარჩევ - ტელეფონი ხელიდან გამომართვა,
შემდეგ თვალები დახუჭა და ეკრანს თითი დაადო ისე რომ არდაუნახია რა ჩართო
პირველივე ნოტიდან მივხვდით რა მუსიკაც ჩართო ლეინმა. “Led Zeppelin - Stairway To Heaven”.
-ჯანდაბა ვგიჟდები ამ სიმღერაზე.
-არციფიქრო ჩემს ყურსასმენს ვერ ეღისები.
-იცი ვფიქრობ როგორც უკურნებელი სმენით დააბადებულ თინეიჯერს მაქვს უფლება ჩემი საყვარელი სიმღერა ორივე ყურასმენში მოვუსმინო.
-კარგი მომაკვდაო - გავიცინე და მეორე ყურასმენიც მას მოვარგე.
-მიყვარხარ! - ყურსასმენების გამო ხმამაღლა მითხრა ჩემა დაიკომ მე კი მას თავი მხარზე დავადე.
-მეც! - მუსიკა როცა დასრულდა მას შევხედე და უდიდესი ტკივილი ვიგრძენი ვიცოდი რომ ის აქ აღარ იყო ყურსასმენები მოვხსენი და პალატიდან გავედი.
-ჯენი სად მიდიხარ? - დედა წამომეწია.
-დედა ის აღარაა და მე სახლში მივდივარ!
-რაა?

დედას თავზარი დაეცა და ტკივილისგან გული წაუვიდა მალევე მის გარშემო ხალხი მიგროვდა, მეკი დრო ვიხელთე და წამოვედი.

°°°End of the flashback°°°

მისი გარდაცვალებიდან მთელი ორი თვე არმიტირია მხოლოდ იმიტომ რომ მან მთხოვა. ყველაფერს გულში ვიკლავდი ამის გამო კი საშინელი დეპრესია დამემართა და ფსიქოლოგთან დავიწყე სიარული მან კი ტირილი მირჩია ყველაფრისდა მიუხედავად. იმ დღიდან მოყოლებული რაც პირველად ვიტირე მაშინვე ტირილს ვიწყებ როცა ლეინი მახსენდება.
ესეც არ იყო გამონაკლისი დღე უკვე ბალიში მქონდა დასველებული ცრემლებისგან.
სკოლა საშინლად გაიწელა ალბათ იმიტომ რომ პარასკევია და შაბათკვირას ელოდება ყველა.
ოთახში შესვლისას სარკის წინ  მდგომი სუნმი შემრჩა ხელში.

-ოჰჰ მოხვედი შენი დახმარება მჭირდება - მშვენიერია შეგიძლია აქედან გადაშენდე?
-რაში?
-დღეს თამაშზე არვიცი რა ჩავიცვა ორ ლუქს განახებ და მითხარი რომელი ჯობია.
-გელი
-ერთი ეს ლურჯი კაბაა - ჩემთვის ეს კაბა ლურჯად შეღებილ ტომარას გავდა.
-მეორე კი ეს შორტი და ზედა -ჯანდაბა ის ამ შორტებში ყველას დაატყვებს აშკარად მეორე ლუქი ჯობს, მაგრამ რადგან მე ის დიდად გულზე არმეხატება...
-კაბა ჩაიცვი გამორჩეული იქნები.
სუნმიმ გამიღიმა და კაბა ჩაიცვა. ამ ტომარაშიც კი მოდელს გავდა.
კარზე კაკუნი გაისმა მაშინვე სუნმი მივარდა კარს.
-კაიი
დაიძახა და ბიჭს ტუჩებზე დააცხრა კაიმ კი ისე რომ კოცნა არ გაუწყვეტია ისეთი თვალებით შემომხედა როგორი თვალებითაც ბიჭს არ უნდა შემოეხედა, ვგულისხმობ ფეხბურთის გუნდის მოთამაშეს რომელიც ეზასავება თავის სუპერმოდელ შეყვარებულს საერთოდ არ უნდა უყურებდეს ჩემნაირ გოგოს.
როგორც იქნა სუნმი მოშორდა კაის კაიმ კი მაშინვე მე მომმართა.
-ჯენი - მე კი მას შევხედე და გავუღიმე.
-ჰო
-იციდე თამაშზე თუ არიქნები ძალით წაგათრევ.
ჯანდაბა სულ დამავიწყდა!





ესეც ასეე 💜 ამ თავში კაი თითქმის არ ჩანდა ამიტომ შემდეგ თავში კაის ელოდეთ 🤷🏻‍♀️💜 დაავოუთეთ დაა დაკომენტარეთ 💜

როცა ყველაფერი ირევა(EXO kai fanfiction)حيث تعيش القصص. اكتشف الآن