ასეთი დატვირთული კვირა დიდიხანია არმქონა,
ლექციიდან ლექციაზე დავრბოდი,
და როცა ლექტორები თავისი საშინელი ლექციით არ გვტანჯავდნენ ისეთ საშინაო დავალებას გვაძლევდნენ სურვლი მიჩნდებოდა რომ საერთო საცხოვრლებლის სააბაზანოში ვენები გადამეჭრა, მაგრამ როგორციქნა მოვიდა პარასკევი, იმდენად გადაღლილივარ ლისას ნახვის თავიც კი არ მაქვს მთელი ორი დღე საწოლიდან არ ავდგები ასეთია გეგმა.
მანქანა საერთო საცხოვრებლის პარკინგზე დავაყენე და შენობაში შევაბიჯე. ყოველთვის მომწონდა ამშენობის ინტერიერი, ისე ლამაზად არის ყველაფერი გაკეთებული რომ სურვილი გაგიქრება აქედან ოდესმე წახვიდე.
ჩემს წყნარ ოთახს მხოლოდ ჩაკეტილი კარი მაშორებდა რომლის გასაღებს ვერადა ვერ ვპოულობდი.
-ჯანდაბა
ვთქვი და კარს ხელი დავარტყი,და შემდეგ ისეთი რაღაც მოხდა რასაც საერთოდ არ ველოდი
-მოვდივარ
დაიძახა უცნობმა ფაქიზმა ხმამ ჩემი ოთახიდან. კარი სიფრიფანა ლამაზმა გოგომ გამიღო ჩემზე მაღალი და ბევრად გამხდარა მის გვერდით გამხდარს აღარ ვგავარ.
-კააი
გახარებული ხმით დაიძახა გოგომ და როცა მიხვდა რომ ის არვიყავი ვისაც ელოდა სახე შეეცვალა, მაგრამ მალევე ისევ გაიღიმა თვალის მომჭრელად და ხელი გამომიწოდა.
-შენ ალბათ ჯენი ხარ, ძალიან სასიამოვნოა მე შენი ოთახის მეზობელივარ
აქ დამერხა! დადგა ის დღე რომელსაც დიდიხანია შიშით მოველი. ვსო მირჩა ოთახში მარტო გუგუნი, მოიცა იქნებ არატრადიციული ორიენტაცისაა?ანუ კარადაში უნდა გამოვიცვალო.
-არაპირებ შემოსვლას?
გოგომ თბილად გამიღიმა
-ააა კი კი როგორარა
ჩემს არა უკვე ჩვენს ოთახში შევაბიჯე და მაშინვე ჩემი საწოლისკენ გავემართე, მაგრამ იქ სხვა ნივთები და საწოლი დამხვდა. გოგოს დაბნეული სახით გავხედე.
-მისმინე ბავშვობიდან ოთახის იმ მხარეს ძილის მეშინია ვიცი უცნაურია, მაგრამ ესეთივარ ასე რომ შეცვალე ოთახის მხარეები წინააღმდეგი თუ არ ხარ.
მოიცა ამან რა გააკეთა? არა აზრი არ აქვს საით დავიძინებ, მაგრამ რა უფლება ჰქონდა რომ უკითხავად შეხო ჩემს ნივთებს?ჯანდაბას იწვეს, მაგრამ ახლავე ავუკრძალავ ჩემს ნივთებზე შეხებას.
-რას გეკითხები, რათქმა უნდა წინააღმდეგი ხარ იქნებ რამენარირად მოვგვარდეთ.
საფულე აიღო და იქიდან საკმაოდ დიდი თანხა ამოიღო დაახლოებით 500 დოლარი. არადა ვაპირებდი ოთახი უსასყიდლოდ დამეთმო 😈 ახლა +500 დოლარსაც მივიღებ. რატომ არ უნდა გამოვართვა მე მას არვიცნობ და დიდად კარგი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა ჩემზე.
-ამმ ძალიან არმომწონს ჩემ ნივთებს რომ უკითხავად ეხებიან მაგრამ ამ ერთხელ გაპაპატიებ
მასთან ახლოს მივედი ფული ავიღე და გავაგრძელე.
-უბრალოდ აღარ განმეორდეს
-აღარ განმეორდება
გატრიალდა და უკვე ოთახის მის მხარეს გაემართა, შემდეგ საწოლიდან ლეპტოპი აიღო და ოთახიდან გავიდა.
მეც დრო ვიხელთე და ოთახის მისი მხრიდან ჩემი პოსტერები ჩამოვხსენი, რას არ იპოვნიდი Nirvana, Led Zeppelin, Queen, Guns N’ Roses და ლეგენდებთან ერთად თანამედრივე პოპ ვარსკვლავები,ასევე 90 იანების პოპ ვარსკვლავები მოკლედ რომ ვთქვათ საკმაოდ მრავალფეროვანი მუსიკალური გემოვნება მაქვს რასაც ადვილად მიხვდებით თუ უბრალოდ ჩემს პოსტერებს შეხედავთ, მაგრამ ჩემი საყვარელი სიმღერები მაინც ზემოთ ჩამოყვლილ ჯგუფებს ეკუთვნით.
იმედია ოთახში მალე არ დაბრუნდება! ავდექი დიდი მაისური ჩავიცივი რომელიც მუხლამდე მწვდება და პიჟამოდ ვხმარობ, შემდეგ კი ოთახის ჩემი მხარეს დალაგება დავიწყე. პოსტერები გავაკარი საწოლი გავშალე და თეთრეული გამოვცვალე კარადაში ტანსაცმელი შევალაგე და კიდევ ბევრი რამ გავაკეთე. ისეთი შეგრძნება მაქვს რომ მეგადმოვედი ოთახში და არა ის. როდესაც დალაგებას მოვრჩი ნოუთბუქი ავიღე და საწოლში დავწექი ფილმის სანახავად. საშინელი ფილმი აღმოჩნდა ასერომ ტელეფოში Guns N’ Roses- Don’t Cry ჩავრთე მალევე ძილი მომერია და გადავეშვი სიზმრების სამყაროში.
საინტერესო სიზმარი დამესიზმრა ის ნახატი ერთი კვირის წინ რომ ვნახე. ნახატის წინ ვიდექი რაღაც განსხვავებას ვხედავდი ნახატში, მაგრამ ვერ ვხვდებოდი რა, უცებ კაცმა ნახატიდან ხელი ჩამჭიდა და ნახატში აღმოვჩნდი, მე ის ქალი ვიყავი ვისაც კაცი კოცნიდა ხოლო კაცი ის ბიჭი მახატს რომ აჯობა სილამაზით.
გათენებულს გამეღვიძა თვალების გახელა არ მინდოდა იმედი მქონდა რომ სიზმარი გაგრძელდებოდა მაგრამ ამაოდ ვეცადე.
Little Mix-Secret love song ვიცანი ყურსასმენებში, ადგომის დროა ჯენი. საწოლზე წამოვჯექი ისე რომ თვალები არ გამიხელია.
გავახილე, მაგრამ ვაი იმ თვალების გახელას ჩემი საწოლის გვერდით ვიღაც ბიჭი იდგა. ძალიან შემეშინდა, მაგრამ არ მიკივლია ბალიშის ქვეშ დამალულ წიწაკის სპრეის მოვკიდე ხელი
-ძალ...
არ დავასრულებინე საწოლიდან წამოვხტი და თვალებში წიწაკის სპრეი შევასხი.
მაშინვე წაიქცა მოულოდნელობისგან და გინება დაიწყო
-ფუ ამის დედაც ეს რატომ გააკეთე?!
-გაეთრიე ჩემი ოთახიდან ახლავე!
-დაწყნარდი მანიაკი არვარ, შენი ოთახის მეზობლის შეყვარებული
ვ ა ი მ ე !
-აბა რაგეგონა საწოლის გვერდით რომ დამხვდი??
-გთხოვ ტილო დაასველე და მომიტანე ნორმალურად გაგეცნობი.
პატარა პირასხოცი ამოვიღე უჯრიდან დავასველე და ბიჭს მივეცი. მან შვებისგან ამოისუნთქა.
-ძალიან მტკივნეულია სანამ ვინმეს შეასხავ დარწმუნდი რომ მანიაკია.
მის სიტყვებზე გულიანად გამეცინა.
-რა ვთქვი ასეთი სასაცილო?
-წარმოიდგინე ღამით ვიღაც აგეკიდა და სანამ წიწაკის სპრეის შეასხავ რომ ეკითხები ,,უკაცრავად თქვენ შენთხვევით მანიაკი ხომ არ ბრძანდებით?”
-ჰო ეგეც მართალია
მასაც გაეცინა, შემდეგ კი პირსახოცი სახიდან მოიხსნა.
აი სად დამერხა!
ის ნახატის ბიჭი, ღმერთო ბედი ძალიან მწარედ მეთამაშება.
-კიდევ ერთხელ გამარჯობა
ბიჭმა გაიცინა და ხელი გამომიწოდა
-ჯონგინი მაგრამ ყველა კაის მეძახის
-ჯენი
ხელი ჩამოვართვი, ცოტახანში კაიმ ისეთი სახით შემომხედა თითქოს მიხვდა რომ ნანახი ვყავდი.
-მოიცა
ESTÁS LEYENDO
როცა ყველაფერი ირევა(EXO kai fanfiction)
Fanficფიკი არის გოგონაზე, რომელსაც ყავს კოლეჯში ოთახის მეზობლად ...