-->2<--

301 12 3
                                    

"მოდი ისეთი როგორიც ხარ სინამდვილეში ნუ დაიმალები სიყალბის უკან,ნუ აეფარები იმ ნიღაბს რომელიც მალავს შენს ნამდვილ სახეს"
როგორმინდოდა ესდღე საწოლში გამეტარებინა მაგრამ ვინმაცადა დედაჩემაა ამიფეთქა ტელეფონი და შეამოწმა ლექციაზე მივდიოდი თუ არა.
დედაჩემს რომ ვუყურებ ვხვდები რატომ ამბობენ სხვები რომ მშობლებს უნდათ შვილებს ის ოცნებები აუხდინონ რაც თვიტონ ვერ აიხდინეს. სწორედ ასე იყო დედა იმისგამო რომ გათხოვდა და კოლეჯის წლები გამოტოვა ცდილობს ყველანაირად რომ მე არაფერს არგამოვაკლდე რისიც ნათელი მაგალითი ისაა რომ მამოწმებს ლექციებს დავდივარ თუ არა, არუნდა რომ ოთახში ჯდომით დამამახსოვრდეს კოლეჯის წლები.
კოლეჯზე ის შემიძლია გითხრათ, რომ ადგილი ნორმალურია საერთო საშხაპერბს თუ არჩავთვლით მათ გამო დილით 5 საათზე მიწევს ადგომა რომ შხაპი მარტომ მივიღო.
საწოლიდან ავდექი და დაწნილი თმები გავიშალე.შავი მთლიანი კაბა და თეთრი ადიდასის ბოტასები მოვირგე გამხდარ სხეულზე წაბლისფერი თმები უკან გადავიყარე და ლექციაზე წავედი.
ჩვეულებრივ ჩემს ადგილზზე დავჯექი უკან სადაც არავინ არმაწუხებს.
მეგობრების სიმრავლით არ გამოვირჩევი მყავს საუკეთესო დაქალი როზი, მაგრამ ის სხვა კოლეჯში სწავლობს, და ასევე მყავს ლისა რომელიც საერთო საცხოვრებელში გვერდით ოთახში ცხოვრობს. მისი ოთახის მეზობელი საზიზღარი ვინმეა ამიტომ თითქმის სულ ჩემთანა. როგორც მიხვდით ოთახის მეზობელი არმყავს.
როგორციქნა დასრულდა ლექციები,საშინლადვარ დაღლილი ყავა მესაჭიროება.
მწვანე გაზონი გადავიარე სადაც მოსწავლეები მეგობრებთან ერთად მეცადინეობდნენ, ისვენებდნენ ან ლანჩს შეექცეოდნენ. ძალიან მინდოდა სუფთა ჰაერზე მეცადინეობა, მაგრამ ლისას საშინლად არმოსწონდა ეს იდეა და მეც მარტო ყოფნა არმსურდა.
ოთახში შევედი და საწოლზე სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით დავეხეთქე. ცოტახნით ჩავთვლიმე, მაგრამ ლისას ხმამ გამაღვიძა.
-ჯენიი გაიღვიძე მუზეუმში რომ მივდივართ ლექტორთან ერთად დაგავიწყდა?
ჯანდაბა სულ ამომივარდა თავიდან!
-არაა რათქმაუნდა არდამვიწყებია
მაშინ მოემზადე 10 წუთი გაქვს. მაშინვე წამოვხტი და მომზადება დავიწყე. თმა საჩქაროდ ზემოთ ავიწიე,მაკიაჟი არგამიკეთებია მხოლოდ ტუჩის ბალზაამი გამოვიყენე, არადა მინდოდა ლამაზად ვყოფილიყავი ახლაკი ვერვასწრებ მაკიაჟის გაკეთებას.
-დრო აღარ გვაქვს წავედით
-ერთი წამით
ფეხსაცმლის თასმები შევიკარი მანქანის გასაღები ავიღე და ლისას გავუძეხი ჩემი მანქანისკენ. როგორც კი ჩავსხედით მაშინვე ლაპარაკი დაიწყო ლისამ.
-მოკლედ ვის და ჩანიოლს უნდა გავუაროთ ჩვენთან ერთად მოდიან.
-როგორც შენ იტყვი
ვთქვი და ბიჭების საერთო საცხოვრებლისკენ წავედი. ლისა უკვე სიხარულისგან ადგილზე ვეღარ ჩერდებოდა. მგონი დროა გითხრათ რომ ვი ზეა ყურებამდე შეყვარებული, ვი კი ორივეს მეგობრებათ მიგვიჩნევს.
-მოდიან მოდისს!
როგორც კი ჰორიზონტზე ორი მაღალი ფიგურა გამოჩნდა მაშინვე ყვირილი დაიწყო ლისამ.
-ჩშ ჩუმად გაიგებენ
-მართალი ხარ
ლისა გაჩუმდა მაგრამ სახიდან ღიმილი არ შოდებოდა. მალევე კარი გაიღო და უკან ჩანოლი და ვი მოთავსდნენ.
-გამარჯობათ გოგოებო
ვი ორივეს მოგვესალმა
-გაგიმარჯოს ვი...
ლისამ არ დააყოვნა პასუხი მეკი მხოლოდ ხელი დავუქნიე.
-მადლობ რომ მიგყავართ ჩემი მანქანა სახელოსნოშია რაღაც გაუფუჭდა.
ამჯერად ჩანიოლი ალაპარაკდა. მე რომ მკითხოთ ჩანიოლი უფრო ისეთი ტიპის ბიჭია ვისთანაც სერიოზული ურთიერთობის დაწყება შეგიძლია ვი კი უფრო ბავშვური სიყვარულისთვისაა შექმნილი.
მალევე მივედით მუზეუმში. შესასვლელში ლექტორი დაგვხვდა და შეამოწმა ყველა კურსელი ადგილზე ვიყავით თუ არა. მალევე დიდ დერეფანში მოვხვდი რომლის კედლებზე ულამაზესი ნახატები ეკიდა: ბაროკო, რენესასნსი, ინპრესიონიზმი, აბსტრაქცია. სამწუხაროდ სიმბოლიზმის მხოლოდ მცირე ნაწილი ვიხილეთ მაგრამ მაინც არგამიჭირდა ჩემი ფავორიტი ნახატის გამირჩევა "კოცნა" გუსტავ კლიმტის ულამაზესი შედევრი რომლის ხატვაც კლიმიტმა 1909 წელს დაასრულა.
იმდენად ჩავიკარგე ნახატის დეტალებში ვერცკი შევამჩნიე როგორ ჩამოვრჩი ლექტორს გიდს და კურსელებს. ზუსტად არვიცი რამდენი ხანი ვუყურებ ნახატს ალბათ დიდი ხანი რადგან უკვე თითქმის ყველა დეტალი შევამჩნიე.
-მოგწონს არა?
ბოხმა და უცნობმა ხმამ გამომიყვანა ფიქრებიდან.
-მომეწონა?მარტივადაა ნათქვამი
არ შევხედე იმ საოცარი ხმის პატრონს ვინც გვერდით მიდა.
-მართლაც საოცარი ნახატია, გულგრილს არავის არტოვებს მაგრამ შენ მაინც სხვანაირად მოგნუსხა.
-მართალიხარ
ისევ ჯიუტად ვარიდებდი თავს უცნობისთვის შეხედვას.
-რასხედავ მასში
-არვიცი
უცნობიმა ჩემს გვერდით ჩაიცინა
-არაუშავს არც უნდა იცოდე სწორედ მაგაშია მთელი სილამაზე.
უნდაშევხედო! საბოლოოდ მოვიკრიბე ძალა და შევხედე უცნობს და სწორედ ამ მომენტში მინდა ვიყო მწერალი, რომ მისი სახე ლამაზი სიტყვებით შევამკო, მაგრამ უნიჭოვარ და უბრალოდ გეტყვით რომ გვერდით ისეთი სილამაზე მიდგას რომ სილამაზით ნახატსაც კი გადააჭარბა.
იღიმოდა, მაგრამ როცა თვალებში შემომხედა დასერიოზულდა. თითქოს ვენებში სისხლი გამეყინა ვერ ვინძრეოდი, ვერც თვალს ვერ ვაშორებდი ვერც ვლაპარაკობდი მის უძირო თვალებში ვიყავი ჩაკარგული და ალბათ ისიც იგივე მდგომარეობაში იყო, რადგან თვალებში შემომცქეროდა და არ ინძრეოდა.
ჯანდაბა ჯენი გამოფხიზლდი წასვლისდროა!
-მ...მე უნდაწავიდე
მაშინვე მივახალე დაბნეულმა და გავტრიალდი.
-მოიცადე
მომაძახა უცნობმა და მივტრიალდი
-რა გქვია?
-ჯენი ჯენიმქვია
სასწრაფოდ შევბრუნდი და ჯგუფელებს დავუწყე ძებნა.


გამარჯობათ მე ავტირივარ.
ვისაც მოგეწონათ ეს ფიკი და გაინტერესებთ გაგრძელება დააკომრნტარეთ და დაავოუთეთ.
მინდა ეს ფიკი იყოს განსხვავებული რისთვისაც ძალიან ბევრს ვწვალობ😂 იმედია დამიფასებთ და მოგეწონებათ❤️.

როცა ყველაფერი ირევა(EXO kai fanfiction)Donde viven las historias. Descúbrelo ahora