1.
her:
ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შენობის თავზე, კიდესთან ვდგავარ და დაბლა განათებულ ქუჩებსა და მოძრავ მანქანებს ვაკვირდები. მათი ხმები აქამდე ოდნავ თუ აღწევს, მაგრამ მე კი ახლოდან ჩამესმის ყურებში საკუთარი გულისცემა, რომელსაც წამში ხუთჯერ გაუდის ბაგაბუგი.არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს გამომივა. მეშინია, ისევ იგივე არ განმეორდეს და ყველაფერი წყალში არ ჩაიყაროს. მეშინია, რომ გრეისა და მელისანდრას, ნაილსა და კალარისს იმედებს გავუცრუებ.
'მაგრამ მათ ხომ დაჰპირდი, ნეფტის? ხომ დაჰპირდი, რომ ამჯერად უფრო ძლიერი და შეუპოვარი იქნებოდი?!'
ჩამესმის საკუთარი ეგოს ხმა.
ხმამაღლა ვხვნეში, რაზეც სავარაუდოდ გრეი ჩემკენ აბრუნებს სახეს მე კი მზერას არ ვუსწორებ და თავს მაღლა ვწევ.ცაში ვიხედები და აკაშკაშებულ ვარსკვლავებს ვაკვირდები. რომ შემეძლოს, აქვე წამოვწვებოდი და სამუდამოდ ასე დავრჩებოდი გაუნძრევლად. მეღიმება, როდესაც ნელი სიო თმებს მიწეწავს და ფაქიზად მელამუნება სახეზე.
ხელების გაშლა მინდა ისე, თითქოს ფრთები მაქვს, მაგრამ დამცავი აღჭურვილობა ამის საშუალებას არ მაძლევს, ზედმეტად მოუხერხებლად ვგრძნობ თავს ამ ფორმაში.-მზად ხარ? -გვერდით გრეი მიდგება და მხარზე ხელისგულს მადებს.
-არ ვიცი, ვნერვიულობ. -გულწრფელად ვპასუხობ და სახეს მისკენ ვაბრუნებ. ისიც მიყურებს და მიღიმის.
-მეორე შანსს ყველა იმსახურებს. ვიცი, რომ გამოგივა. ნაილი და მე შენთან ვიქნებით — აქ, -მსუბუქად მიკაკუნებს თითებს საფეთქელზე- და აქ -შემდეგ კი გულზე მანიშნებს- არ შეგეშინდეს. მით უმეტეს, როდესაც იცი, რომ დაკარგულს იბრუნებ და არაფერს იპარავ!
-ჰო. -თავს ვუქნევ და მხოლოდ ამ მოკლე სიტყვით ვიფარგლები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ გონებაში, თუ რა უნდა გავაკეთო, როდესაც ჩვენ წინ მდგარი, შედარებით დაბალი შენობის სახურავზე დავეშვები.
ცივ ჰაერს ღრმად ვუშვებ ფილტვებში.
YOU ARE READING
breathe
Fanfiction~ why do you believe everything you see? ~ ~ or everything you think? ~ ~ this is not your reality ~ ~ so wake up and breathe ~ ~ there is nothing you can do ~ ~ so just wake up and breathe ~ ~ nothing lasts forever, neither your dreams ~ ~ so... wa...