5.
her:
არც თუ ისე დამღლელი ფრენის შემდეგ, ვადუცში სასტუმროს გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამოვედი, რათა მალე მომეგვარებინა ყალბი პირადობის, სტუმრების სიის დაჰაკვის და კიდევ თითო-ოროლა წვრილმანის ამბავი. ამას გარდა, ვცდილობდი შეუმჩნეველი ვყოფილიყავი. ჩუმად და სწრაფად, ასევე ფრთხილადაც ვმოქმედებდი, თუმცა ერთმა ძველმა ნაცნობმა, ფელიქსმა, ძალიან უცნაურ გარემოებაში გამომიჭირა — კაფეში კრუასანს და ყავას ვყიდულობდი და მაშინ შემნიშნა. დაახლოებით ოთხი საათის განმავლობაში მსდია მთელი ქალაქის გარშემო და ბოლოს, როცა ყელში ამომივიდა, აქეთ გახდა ჩემი სამიზნე.
დიდი უბედურება არ იყო მისი აქ გამოჩენა. ჭორაობა და ამბების გავრცელება არ უყვარდა ნამდვილად, მაგრამ თავის დაზღვევის მიზნით, დავემუქრე, რომ თუ ჩემზე ვინმესთან სიტყვა დასცდებოდა, რაღაც ჩანაწერებს გავუვრცელებდი და ეგრევე მოჯდა თავის ადგილზე. უკანაც კი არ ამდევნებია, როცა საუბარი დავასრულეთ.
გასაკვირი არაა, რომ აქ გარკოს გამო ჩამოვიდა. არც დამთხვევაა და არც შემთხვევითობა.
რა თქმა უნდა, ასი პროცენტით ვიცი, რომ ფელიქსიც გახსნაზე იქნება და არა მარტო ის, — სხვებიც.~
ვნახოთ, რა გამოვა დღევანდელი საღამოსგან. იმედია, ვინმე არასასურველს არ გადავეყრები, რადგან ვგრძნობ, ბევრი, ძალიან ბევრი ნაცნობი დამხვდება იმ შენობაში, რომელსაც ახლა ცოტაოდენ სუნთქვაშეკრული და გულაჩქარებული ვათვალიერებ. ხმაურიანად ვვოხრავ და როგორც იქნა, ნაბიჯს ვდგამ. ნელა მივიწევ შესასვლელისკენ, სადაც უამრავ ხალხია. არ ვიცი ამის გამო რას უნდა ვგრძნობდე... ჩემნაირების სამყაროში წელიწადი და ექვსი თვეა არ გამოვჩენილვარ. არც კი ვიცი, საერთოდ რამდენ ადამიანს შეიძლება მკვდარი ან ცოცხალი ვეგონო. გააჩნია, როგორი ოსტატობით და რაში დაარწმუნეს ისინი ნაილმა და გრეიმ.
-გამარჯობა, -მთავარ შესასვლელს მივუახლოვდი და დაცვის წევრს გავუღიმე, თან ყალბი დოკუმენტი გავუწოდე.- ელენ მარტინესი. -ვცდილობ, თვალებში დიდხანს არ ვუყურო. რამდენიმე წამის განმავლობაში უხმოდ აკვირდება, მერე ჩემზე გადმოაქვს მზერა, ისევ პირადობაზე, ისევ ჩემზე და ბოლოს...
-შებრძანდით. -ნივთს ოდნავ შესამჩნევი ღიმილით მიბრუნებს, რაზეც მსუბუქ მადლობას ვუხდი და შენობაში თვითკმაყოფილი ღიმილით ვაბიჯებ.
ხმაურს, რომელიც დიდი ჰოლიდან გამოდის, ნელ-ნელა ვუახლოვდები და ვეებერთელა დარბაზში შევდივარ. იმდენი ადამიანი ირევა ერთმანეთში, ისეთი ყაყანია, რომ რამდენიმე წამის განმავლობაში სუნთქვაშეკრული და დაბნეული ვათვალიერებ აქ მყოფებს.
-ვაუ, რა ამბავია. -გამეცინა უნებურად. ასე ერთად ამდენი ხალხი, როდის ვნახე არც მახსოვს.
სტუმრების გარდა, გარემოს მოთვალიერებისას თვალში სასმლის მაგიდა მომხვდა და მეც, ეჭვგარეშეა, იქითკენ გავემართე. ბევრი არ მიფიქრია რა გამესინჯა. ვარდისფერი შუშხუნა ღვინო ისე მიყურებდა, მთხოვდა დამლიეო და მეც დავაგემოვნე. სიამოვნების ჟრუანტელმა მთელ სხეულში დამიარა, როგორც კი მუსკატი საყლაპავ მილს გასცდა და ორგანიზმს მოედო. მინდოდა, მთლიანად ჩამეცალა, მაგრამ აქ მყოფების მომერიდა რაღაცნაირად და უბრალოდ, ასე ჭიქით ხელში ვეძებდი საინტერესო ფიგურას. ჯერ თავად გაბრიელს(თუმცა არსადაც არ ჩანდა), შემდეგ სხვებს. ვერც გრეის ან ნაილს, ან დანარჩენებს ვამჩნევდი, გარდა ერთი საინტერესო და ამავდროულად მისტიური ადამიანისა, რომლის მზერაც შემოსვლისთანავე დავიჭირე და ქალაქშიც არა ერთხელ მოვკარი თვალი სხვათაშორის. ვცდილობდი, მთელი ამ დროის განმავლობაში არ შემემჩნია, თუმცა ახლა უბრალოდ, გარდაუვალი აღმოჩნდა ვიღაც ხუჭუჭა ტიპის დაიგნორება, რომელიც ზედმეტად მიმზიდველად გამოიყურებოდა შავ-თეთრი ბისერებით გაწყობილ შარვალსა და კოსტუმში, ასევე მუქი ფერის მაისურით, რომლის ღილებიც მკერდამდე ჰქონდა შეხსნილი.

KAMU SEDANG MEMBACA
breathe
Fiksi Penggemar~ why do you believe everything you see? ~ ~ or everything you think? ~ ~ this is not your reality ~ ~ so wake up and breathe ~ ~ there is nothing you can do ~ ~ so just wake up and breathe ~ ~ nothing lasts forever, neither your dreams ~ ~ so... wa...