3.
her:
მესვრიან.
მახსოვს, რომ ტყვია მხვდება და
კიდევ რაღაც, ალბათ დანა.
შენობიდან მოწყვეტით მივქრივარ სიბნელისკენ.
აღარც ის მახსოვს პარაშუტი თუ გაიხსნა.
გონება თანდათან მებინდება.
დიდი სისწრაფით ვეშვები სიცარიელეში.
თითებით გამოსაქაჩსაც ვეღარ ვეხები, მაგრამ რაღაც მესმის.
შემდეგ წყალში ვვარდები.
იმედი მაქვს, რომ ფსეკრზე არ დავეშვები და სამუდამოდ ასე არ დამტოვებს ნაილი.
გამოსახულებები ირევა.
და ბოლოს ვითიშები...გონს რომ მოვდივარ, არათუ ვტივტივებ, არამედ საავადმყოფოში, პატარ-პატარა წვრილ მილაკებზე ვარ შეერთებული. აპარატების წრიპინს გარედან შემოსული ხმაური ემატება და თავი მტკივდება. თვალებს ვხუჭავ და ღმერთს ვთხოვ, რომ ეს ალიაქოთი, რომელიც ჩემს ტვინში აღწევს და ჩაქუჩივით მირტყამს, რაც შეიძლება მალე გაქრეს. თუმცა არაფერი ხდება.
მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ შემოდის თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილი ქალი. როცა მხედავს, თვალები გახელილი მაქვს, ერთ ადგილს ეყინება და შეცბუნებული მომჩერებია, მაგრამ შემდეგ ეღიმება და სიხარულის ცრემლები უსველებს ლოყებს.
'არა, რას აკეთებთ. აქ ასე ნუ დამტოვებთ!' ვცდილობ, ეს სიტყვები წარმოვთქვა, მაგრამ ვგრძნობ, რომ პირსაც ვერ ვამოძრავებ და პანიკა მიპყრობს.არ ვიცი, რა მჭირს.
მხოლოდ ის მახსოვს, რომ შენობიდან წყალში ჩავვარდი.
არ ვიცი... რამე უბედური შემთხვევა მოხდა და ასეთი უიღბლო მაინცდამაინც მე აღმოვჩნდი?
იქნებ საკუთარ თავს რაიმე დავუშავე?
არ ვიცი.ისიც არ ვიცი, ვინ ვარ და რა მქვია.
როგორ შეიძლება ადამიანმა არ იცოდე საკუთარი სახელი და გვარი? როგორ?
ტირილი მინდება, მაგრამ ვერ ვტირი!ყვირილი მინდება, მაგრამ ყვირილითაც ვერ ვყვირი!
ნუთუ ასე ცუდად მაქვს საქმე?
ნუთუ ასე უნდა ვიყო, პარალიზებული, მთელი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში?

KAMU SEDANG MEMBACA
breathe
Fiksi Penggemar~ why do you believe everything you see? ~ ~ or everything you think? ~ ~ this is not your reality ~ ~ so wake up and breathe ~ ~ there is nothing you can do ~ ~ so just wake up and breathe ~ ~ nothing lasts forever, neither your dreams ~ ~ so... wa...