2.
her:
-ბრილიანტი მომეცი! -მბრძანებლური ტონით მომმართავს და ლულას კიდევ უფრო მაბჯენს თავზე.უცბად ყურში ნაილის ხმა ჩამესმის: -ანა, ზუსტად ათ წამში, ყველანაირი სიგნალიზაცია გაითიშება, მათ შორის ლაზერულიც და ცოტა დრო გექნება იმისთვის, რომ მაგ ნაბიჭვარს ხელიდან დაუსხლტე. გესმის? -რა თქმა უნდა, მესმის, მაგრამ ამ მომენტში ვერაფერს მოვიმოქმედებ. მხოლოდ გულში ვითვლი დარჩენილ წამებს.
-მაპატიე, მაგრამ ბრილიანტი ჩემთან რჩება. -ვეუბნები ჩემს მეტოქეს და ყველაფერი სწრაფად ხდება — სანამ ოთახს სიბნელე მოიცავდეს, უკან მდგომისკენ ვბრუნდები და თოფს ვაგდებინებ ფეხის ერთი მოქნევით.
შემდეგ მთელი ძალით გავრბივარ გასასვლელისკენ.-მაინც დაგიჭერ!—მესმის მისი ყვირილი, მაგრამ თავს არც კი ვიწუხებ უკან მიბრუნებით.
-ნაილ, კაბინეტიდან გამოვედი, მაგრამ ჯერ ისევ შენობაში ვარ. საით წავიდე?
-სახურავზე უნდა დაბრუნდე, რათა პარაშუტი კარგად გაიხსნას გადმოხტომისას. სხვა ვარიანტები არ არსებობს. -მწუხარე ხმით მაცნობებს და მეც ვემორჩილები. როცა აქედან გავაღწევ...
ნეტავ გავაღწევ?'ნუთუ გჯერა, რომ ის ტიპი თავს ადვილად დაგანებებს?'
ჩემი "ოპტიმისტურად" განწყობილი მეორე მე ყოველთვის საჭირო დროს ჩნდება.
შესანიშნავია, არა?
მისი სპონტანურობით მეც მაკვირვებს ხოლმე.ახლა ყველაფერს სჯობს, რომ მხოლოდ არასასიამოვნო ხალხის უკან ჩამოშორებასა და უტმკივნეულოდ თავის დაღწევაზე ვიფიქრო.
-ჯანდაბა, როგორ ბნელა. -ღამის ხედვის სათვალეს ვიკეთებ, სანამ რაიმეს ფეხს წამოვდებდე და ისარივით ავრბივარ კიბეებზე. იმის გაანალიზებაც არ მინდა, თუ მერამდენე სართულზე ვარ ჯერ და კიდევ რამდენი დამრჩა ზევით მისაღწევად.
YOU ARE READING
breathe
Fanfiction~ why do you believe everything you see? ~ ~ or everything you think? ~ ~ this is not your reality ~ ~ so wake up and breathe ~ ~ there is nothing you can do ~ ~ so just wake up and breathe ~ ~ nothing lasts forever, neither your dreams ~ ~ so... wa...