ტაილერი.. ეს ის ადამიანია რომელთანაც მაკავშირებდა უდიდესი სიყვარული, ის იყო ადამიანი რომელიც მიყვარდა მთელი გულით და მთელი სხეულით. ის იყო ჩემი პირველი კოცნის ავტორი და ის იყო ადამიანი რომლის შეხებაზეც მთელს ტანში ჟრუანტელი მივლიდა. შეიძლება ახლაც ასე ვარ.
ჩვენი დაშორების მიზეზი იყო ის რომ საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა მანძილმა კი თავისი ქნა ჩვენ კი უბრალოდ, უბრალოდ დავშორდით...
მეორე დღეს სკოლაში, კელის ნათქვამის შემდეგ ჩემი თვალებით სხეულით და ყველაფრით ტაილერს ვეძებდი მაგრამ რატომღაც იმ დღეს სკოლაში არ დამინახავს.
სკოლის ეზოში ვიჯექი, ცოტა ხანში კელი მოვიდა ჩემთან და მკითხა:
-რა ქენი ნახე ? რამე გითხრა? გითხრა რომ მოენატრე ? (კელი)
-კელი შეიგიძლია ოდესმე ამდენი კითხვა ერთდროულად არ დამისვა ? (მე)
-რათქმაუნდა არა, (კელი) მითხრა და გაიცინა..
ცოტა ხნის დუმილის შემდეგ კი ამოვილუღლუღე
-არ მინახავს დღეს მთელი დღეა ვეძებ მთელი სულით ვეძებ მაგრამ არ გამოჩენილა..
ჩემი თვალები ცრემლებით აივსო მეტირებოდა მაგრამ ჩემს თავს ვეუბნებოდი რომ არ უნდა მეტირა.. თვალები მოვიწმინდე და ლაპარაკი განვაგრძე.
-იცი? მომენატრა.. (მე)
-ვიცი ამელი, ისიც ვიცი რომ კიდე გიყვარს და ისიც ვიცი რომ შერიგდებით (კელი)
-ოოო სისულელეებს ნუ ამბობ ჩვენ ვეაღარ შევრიგდებით მან მიმატოვა და ალბათ ახლა სხვა გოგოც ყავს, რა ენაღვლება.
სევდა დიდ ბრაზში გადამივიდა რაც სულიერად მჭამდა.
გაკვეთილების შემდეგ სახლში მივედი დავწექი, ტაილერზე ვფიქრობდი..
-ღმერთო ჩემო.. მგონი ისევ მიყვარს..
ტაილერის ფიქრში ჩამეძინა ისე რომ ვერც გავიგე. საღამო იყო როცა გავიღვიძე და კელის ნარეკი დამხვდა, გადავრეკე, კელიმ მალევე მიპასუხა:
-გოგო ცოტა ხანს გარეთ გამოდი რაა ვისეირნოთ აღარ შემიძლია ჩემი დედინაცვალი ნერვებს მიშლის P.S კელი სამი წლის იყო როცა დედა გარდაეცვალა და მამამისმა სხვა ცოლი მოიყვანა რომელიც კონკიას დედინაცვალს მოგაგონებთ.
-კარგი გამოვიცვლი და ჩავიდეთ.
-შენს სადარბაზოსთან მოვალ 10წუთში
-კარგი გელოდები
ტანსაცმელი გამოვიცვალე და ეზოში ჩავედი კელი სადარბაზოსთან დამხვდა, ჩვენს საყვარელ პარკში წავედით მზესუმზირა ვიყიდეთ და საკმაოდ შევყევით. 1-ის ნახევარი იქნებოდა რომ დედამ დამირეკა სახლში ავსულიყავი. მაშინვე წამოვედი რადგან მართლაც გვიანი იყო, კელის დავემშვიდობე და წამოვედი. სადარბაზოსთან რო მოვედი ვიგრძენი რომ უკან ვიღაც მომყვებოდა ნაბიჯს ავუჩქარე სადარბაზოში შევვარდი. უცბად ლიფტთან ჩემს უკან სუნთქვა ვიგრძენი და ვიღაცის ხელები ნაზად შემეხო მხრებზე. შევბრუნდი, მეშინოდა მაგრამ ღმერთო ჩემო... ეს ტაილერი იყო...ყურზე თმა გადამიწია, უცნაურად შევიშმუშნე... ახლოს მოიწია თავისი ვარდისფერი ტუჩები ყურთან მოწია და ჩამჩურჩულა
-მომენატრე.. მთელი გულით მომენატრე.
YOU ARE READING
შეუძლებელი
Adventureცხოვრება ყოველთვის იმაზე მეტ ცუდს გვიმზადებს რასაც ვიმსახურებთ ამის გადატანა კი მარტივად "შეუძლებელია". მე ამელი ვარ 17წლის, საკმაოდ ნორმალური და კარგი ბავშვობა მქონდა, სიმართლე გითხრათ ბევრი რამ არც მახსოვს მაგრამ მაინც. ახლა კარგი სამეგობრო მყავს...