მეორე დღეს მთელი დღე იმაზე ვფიქრობდი თუ როგორ შემეხო ტაილერის ნაზი მარწყვისფერი ტუჩები ყურებზე და ღმერთო ჩემო მითხრა რომ მოვენატრე... მინდოდა და ჩემ თავს ვაჯერებდი რომ ეს არაფერს ნიშნავდა მაგრამ ჩემი გული და სხეული სულ სხვა რაღაცას მეუბნებოდა.
-ისევ გიყვარს ხომ? (კელი)
-მგონი კი (მე)
-მგონი? რა მგონი გიყვარს ვხედავ შენს თვალებში რომ გიყვარს.
-აქამდე არც მახსოვდა მასზე არც ვფიქრობდი მაგრამ ეხლა, რომ ჩამოვიდა შევხვდი ამან ჩემზე და ჩემს გრძნობებზე ძალიან იმოქმედა
-უნდა დაელაპარაკო
-რაა? გაგიჟდი? შანსი არაა
-იცი რას გეტყვი მაშინაც გეყოს რო გაუშვი მეორედ რო დაკარგო უბრალოდ არვიცი რას გიზამ..
კელის ამ ნათქვამზე ხმა აღარ გამიღია უბრალოდ მას ვუყურებდი და გულში ვამბობდი: უნდა დაველაპარაკო რადგან მიყვარს... სულით ხორცამდე მიყვარს. იმ დღეს მე და კელის ამ საუბრის გარდა ისეთი არაფერი მომხდარა სახლში წამოვედი დავალება დავწერე ეკონომიკაში და დასაძინებლად რომ დავწექი უცხო ნომრიდან მესიჯი მომივიდა.
-გღვიძავს? ახლავე ჩამოდი ქვემოთ თორემ მე ამოვალ...
-ვინ ხარ ან სად მეპატიჟები? (მე)
-ჩამოდი და ნახავ...
-არ ჩამოვალ ვინ ხართქო?
-კარგი იცოდე ამოვალ და ალბათ დედაშენს 1 საათზე არ ესიამოვნება ჩემი სტუმრობა... უკვე კიბეებზე ვარ
-კარგი უბრალოდ მანდ დარჩი ჩამოვალ ..
ჩემი რაღაც ნაწილი ამბობდა რომ სახლში უნდა დავრჩენილიყავი ხოლო მეორე ნაწილი გარეთ მექაჩებოდა. ჩავიცვი კიბეებზე ჩავდიოდი როდესაც რიჟა თმას მოვკარი თვალი. ნუთუ ეს ტაილერია? გული ამიჩქარდა, ტანში ჟრუანტელმა დამიარა მაგრამ მაინც ჩავედი. ეს მართლაც ტაილერი იყო. ჩემსკენ წამოვიდა და მითხრა:
-მომენატრე (ტაილერი)
-ეს უკვე მითხარი ტაილერ (მე)
-ვიცი რაც გითხარი (ტაილერი)
-რატომ მოხვედი? (მე)
-რატომ მოვედი? შენი აზრით ?
-ამ თემასათან დაკავშირებით არ მაქვს ჩემი აზრი. (მე)
-გახსოვს ? ...(ტაილერი)
-გთხოვ არ დაიწყო.. შევაწყვეტინე მე
-გთხოვ მაპატიე გთხოვ არ უნდა წავსულიყავი მაგრამ ხო იცი სხვა გზა არ იყო (ტაილერი)
-კი იყო.. ახლაც ვერ ვიგებ რატომ ჩამოვედი რა მინდა აქ მაგრამ ვერ მივდივარ... გავჩუმდი და თავი დავხარე (მე)
ტაილერი მომიახლოვდა თავიდან ბოლომდე გეგონება ელვამ დამიარა.. თავისი ნაზი თითები ნიკაპზე შემახო და უფრო ახლოს მოწია ჩემს ტუჩებთან თავისი მარწყვისფერი ტუჩები.
-ეს არ უნდა ხდებოდეს ძლივს ამოვილუღლუღე.
-სწორედ ასე უნდა ხდებოდეს..
ნელ-ნელა მისი ტუჩები ჩემსას ეხებოდა მინდოდა იმ მომენტში უბრალოდ წავსულიყავი მაგრამ ვერ მივდიოდი მეგონა დაწებებული ვიყავი და ამ დროს ჩემი ტელეფონის ხმა გაისმა... ტაილერს ხელი გავაშვებინე და უკან გავიწიე.. დედაჩემი იყო ტელეფონი გავთიშე და ტაილერს ვუთხარი:
-უნდა წავიდე (მე)
-დედაშენი იყო? (ტაილერი)
-კიი (მე)
-წადი არ გაბრაზდეს დედაშენი და იცოდე რომ მიყვარხარ და სულ მიყვარდი.
-მეც.. ჩავიბურტყუნე და კიბეებს ავუყევი უკან გახედვა არ მინდოდა მაგრამ სამჯერ გავიხედე. ერთი სული მქონდა ჩავხუტებოდი მაგრამ არა მშვიდად ავუყევი კიბეს ტაილერი კი თვალს არ მაშორებდა. კარი გავაღე დედაჩემი თავისი ჭრელი ხალათით იდგა და მიყურებდა
-სად იყავი? (დედა)
-ჰაერზე ვსეირნობდი (მე)
-სიმპატიურია ეგ შენი ჰაერი ? (დედა)
ორივეს სიცილი აგვიტყდა, დედას გადავეხვიე და ისევ გავუმეორე
-მართლა ჰაერზე ვიყავი ახლა კი უნდა დავიძინო მიყვარხარ (მე)
-მეც მიყვარხარ დეე (დედა)
იმ ღამეს არც მძინებია ვიწექი და ტაილერზე ვფიქრობდი... მის მარწყვისფერ ტუჩებზე რომელიც საოცარია.
YOU ARE READING
შეუძლებელი
Adventureცხოვრება ყოველთვის იმაზე მეტ ცუდს გვიმზადებს რასაც ვიმსახურებთ ამის გადატანა კი მარტივად "შეუძლებელია". მე ამელი ვარ 17წლის, საკმაოდ ნორმალური და კარგი ბავშვობა მქონდა, სიმართლე გითხრათ ბევრი რამ არც მახსოვს მაგრამ მაინც. ახლა კარგი სამეგობრო მყავს...