დაახლოებით სამი დღე იყო გასული რაც ტაილერი არ მინახავს, რატომ არ ვიცი უბრალოდ არც სკოლაში და არც "ჩემს სადარბაზოში" არ გამოჩენილა. მომენატრა? გეტყვით რომ არა არ მომნატრებია არც კი მიფიქრია მასზე უფრო სწორად აღარ. ნუთუ დავივიწყე? მაგრამ ასე მალე როგორ? არვიცი საშინლად გაურკვევლად ვარ,ჩემი გული ახლა მხოლოდ ძგერს და აღარფერს მეუბნება.
ორშაბათი იყო, ეს დღე მთელი სულით მძულს რადგან საშინელი გაკვეთილები მაქვს. ფიზიკაზე ვიჯექი კალამს ნერვიულად ვათამაშებდი და უეცრად კარი გაიღო... ჯერ დირექტორი შემოვიდა, შემოყვა ჩვენი დამრიგებელი და ბოლოს შემოვიდა შავგვრემანი მაღალი საკმაოდ სიმპატიური და კარგი აღნაგობის ბიჭი. თვალები კეფაზე ამივიდა, არადა ასეთი რაღაცეები არ მახასიათებს უბრალოდ ეს ბიჭი მართლაც საოცარი იყო.
-გაიცანით ეს თქვენი ახალი კლასელია ჯონათანი (დამრიგებელი)
-მაპატიეთ უნდა დაგტოვოთ თქვენ განაგრძეთ ქალბატონო მერი (დირექტორი)
-ხო ალბათ გასაგრძელებელიც არაფერია მაგრამ მაინც ნახვამდის (მერი)
ბავშვები როგორც წესია საპატიო პიროვნებას ფეხზე წამოვუდექით... დირექტორი კლასიდან გავიდა ხოლო მერიმ ჯონათანს ადგილი უჩვენა P.S თავისუფალი ადგილი მხოლოდ ჩემს გვერდით იყო. ჩვენ კი ლაშქრობაზე დაგვიწყო საუბარი.. რათაუნდა ფიზიკის მასწავლებელს ბოდიში მოუხადა გაკვეთილის შეწყვეტისთვის მაგრამ სხვა გზა არ იყო ლაშქორბის საქმე მალევე უნდა მოგვეგვარებინა. ჯონათანი გვერძე მომიჯდა არც კი მომესალმა უბრალოდ თავისი ცისფერი თვალებით შემომხედა სულ რაღაც 2 წამი მიყურა და ისევ გაიხედა. იმ დღეს მე და ჯონათანს არც კი გვილაპარაკია ან რაზე უნდა გველაპარაკე ჩემი ხამი კლასელები მაპატიეთ ამ სიტყვაზე მაგრამ ზედ ესხდნენ..
გაკვეთილების დასრულების შემდეგ გარეთ ჯონათანი შევნიშნე ზუსტად ჩემი სახლის გზით მოდიოდა, ჩანთაში ყურსასმენს ვეძებდი ვიღაცას შესაძლოა მანიაკი ვგონებოდი ისე მივყვებოდი ჯონათანს უკან მაგრამ ეს გზა ხომ ჩემი სახლის გზაც იყო. უეცრად ჯონათანი გაჩერდა მე ეს ვერ შევნიშნე ყურსასმენის ძებნაში და შევეჯახე.
-შენ რა უკან მომყვები? (ჯონათანი)
სიცილი ამიტყდა მერე უცბად უცნაური სახე მივიღე და ვუთხარი:
-შენ რა სულელი ხარ ? შენ გგონია აქეთ მხოლოდ შენ ცხოვრობ? (მე)
-ჯერ ერთი დღეა რაც გნახე და უკვე სულელს მიწოდებ? (ჯონათანი)
-მე არ მითქვამს რომ სულელი ხარ მე შეკითხვა დაგისვი ხარ თუ არათქო. (მე)
ისევ საშინლად ჩავიცინე ჯონათანს გვერძე ჩავუარე და წავედი. სახლში რომ ავედი დავალებები დავწერე შემდეგ მისაღებში გავედი ტელევიზორი ჩავრთე და ფილმის ყურება დავწიყე. სახლში მარტო ვიყავი რადგან დედა დღეს მორიგე იყო მამა კი მივლინებაში.
ისე დედაჩემი რომელიღაც საწარმოს მენეჯერია და სიმართლე გითხრათ საკმაოდ სოლიდური ხელფასი აქვს, მამაც ამ საწარმოში მუშაობს ხოლო მძღოლად... პროდუქტი გადააქვს ერთი ქვეყნიდან მეორეში.
მოკლედ სახლში მარტო ვიყავი და ვიცოდი რომ ხვალ დილამდე დედა არ მოვიდოდა. მივყვარს სახლში მარტო ყოფნა.. უეცრად კარზე ზარი გაისმა კართან გავედი გავაღე არავინ იყო ძირს დავიხედე და დიდი შოკოლადების შეკვრა დავინახე თავისი ბართით. სახლში შევიტანე სკამზე დავჯექი ბარათი გავხსენი და ასეთი წერილი დამხვდა:"მაპატიე დღევანდელისთვის ზედმეტი მომივიდა. ეს ტკბილეული ჩემგან"
ჯონათანიისე გამიხარდა ხტუნვა დავიწყე "Alpen gold"-ი გავხსენი და გემრიელად შევჭამე. ასეთი ყურადღება ჩემს მიმართ არასდროს გამოუჩენიათ. ბედნიერებისგან გული გამალებით მიცემდა. სიხარულისგან მთელი ჩემი შინაგანი სამყარო ცეკვავდა. მოკლედ იმ დღეს ჩემს ორგანიზმში წვეულება იყო.
YOU ARE READING
შეუძლებელი
Adventureცხოვრება ყოველთვის იმაზე მეტ ცუდს გვიმზადებს რასაც ვიმსახურებთ ამის გადატანა კი მარტივად "შეუძლებელია". მე ამელი ვარ 17წლის, საკმაოდ ნორმალური და კარგი ბავშვობა მქონდა, სიმართლე გითხრათ ბევრი რამ არც მახსოვს მაგრამ მაინც. ახლა კარგი სამეგობრო მყავს...