თავი პირველი: ახალი მეზობელი

404 20 4
                                    

ყველას მოგესალმებით! მე ჯესიკა სმიტი ვარ. 15 წლის შავგვრემანი გოგო, შავი თმითა და ყავისფერი თვალებით. სიმაღლე და აღნაგობა საშუალო მაქვს, ანუ არც ძალიან მაღალი და გამხდარი ვარ და არც ძალიან დაბალი და მსუქანი. ხასიათს რაც შეეხება, უხასიათო, უკარება და პესიმიმტი არ ვარ. უფრო მეოცნებე ხასიათი მაქვს. ყველაში და ველაფერში, ვცდილობ დადებითი დავინახო, მაგრამ მატყუარა და პირფერ ადამიანებს ვერვიტან და რა ვქნა.

მყავს ორი საუკეთესო მეგობარი: ჯეინი, რომელსაც ხანდახან ჯენის ან ჯენს ვეძახით ხოლმე და ჯეიკობი, იგივე ჯეიკი ან ჯეკი. მათი ხასიათი, ჩემსას ძალიან ემთხვევა, რაც უპირველესი მიზეზია ჩვენი მეგობრობისა. ისინი ჯესს ან ჯესის მეძახიან.

ვცხოვრობ ამერიკაში, ნიუ ჯერსში. დავდივარ, ნიუ ჯერსის საშუალო სკოლაში, როგორც ყველა ჩვეულებრივი ბავშვი. ჩემი სახლი, არცთუისე მდიდრულია, მაგრამ ჩვენ გვყოფნის. ოჯახში კი მე, ჩემი უმცროსი და ნენსი, დედაჩემი ვიქტორია და მამაჩემი ბენი ვცხოვრობთ. მოკლედ რომ ვთქვათ, ერთი ბედნიერი ოჯახი ვართ იმის გამოკლებთ, რომ ჩემი 12 წლის და, სულ ნერვებს მიშლის.

მეზობლებიც კარგი გვყავს. მართალია ცოტა ხმაურიანები არინ, მაგრამ ეგ ხელს სრულებთ არგვიშლის, ხანდახან. ახლახანს, ჩვენი სახლის გადასწვრივ მაცხოვრებლებმა, სახლის გაყიდვა გადაწყვიტეს, რის გამოც დიდი არეულობაა.

მალე, სკოლაც იწყება და უკვე მოწყენილობისგან აღარ შემიძლია. ძალიან უნაყოფოდ ვატარებ არდადეგებს, იმას თუ არ ჩავთვლით, რომ უკვე მე-10 წიგნი დავამთავრე გუშინ. უნდა ჩაითვალოს, რომ ზეჭკვიანი გავხდი, მაგრამ წიგნებიც მომაბეზრებელია.

ახლა საღამოა და ჩემი ოთახის ფანჯარაზე ვზივარ. ბინდბუნდია. მე კი ჭრელ პლედში ვარ გახვეული, ხელში ფინჯანი ცხელი ყავა მიჭირავს და აუღელვებლად გავცქერი ვარდისფრად შეფერადებულ ცას. მეტი სიმყუდროვისთვის, ფლეიერში სიმღერაც ჩავრთე და სრული იდილია შევიქმენი.

☄At the adge of my life☄Where stories live. Discover now