დღეს, არის დღე, რომლსაც ყველა ასე ძალიან ელოდებოდა. დღე, რომელიც ყველას მახსოვრობაში, აუცილებლად დარჩება და რომელიც არ ემსგავსება სხვას. დღესაც, მღვიძარას არ დააცადე ისე წამოვფრინდი და შხაპი მივიღე. თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობდი და ამავდროულად, აღტაცებულიც ვიყავი. რატომღაც მჯეროდა, რომ ეს დღე, ყველასთვის განსაკუთრებული ქნებოდა.
აბაზანას თავი როგორც კი დავაღწიე, მაშინვე კარადას მივაშურე. მინდოდა დღეს გამორჩეულად ჩამეცვა, ამიტომ გადავწყვიტე, შავი მოკლე ქვედაბოლო, თეთრი საროჩკა, რომელიც ბოლოში გამოვკვანძე, შავი, ნახევრად სპორტული ტყავის ფეხსაცმელი, გამჭვირვალე შავი ფერის კოლგოტი და ტყავის კურტკა, ჩამეცვა. სარკეში, რომ ჩავიხედე, სიმართლე გითხრათ საკუთარი თავი ვეღარ ვიცანი, მაგრამ რასაც ვხედავდი სასტიკად მომწონდა, ამიტომ შეცვლა გადავიფიქრე.
მაგრამ საკუთარ თავს რომ ვაკვირდებოდი, რაღაც თითქოს რიგზე არ იყო და უცბათ, გამახსენდა:
− ღმერთო, თმის შესწორება დამავიწყდა!
თმა სასწრაფოდ დავისწორე, მაკიაჟიც გავიკეთე, ჩემი შავი ტყავის ჩანთა ავიღე ტელეფონი და ყურსასმენები, შიგ ჩავტენე და ქვედა სართულზე ჩავედი.
ჩემს დანახვაზე, ნენსის წვენი გადასცდა და ხველა ატეხა, დედაჩემს, კი ფინჯანი ხელიდან გაუვარდა და ხმაურით დაეცა იატაკზე. ამაზე ისე შევხტი, რომ კინაღამ წავქეცი, მაგრამ თავი შევიკავე და სამზარეულოში თავდაჯერებული ნაბიჯით შევედი. დედაჩემი, ჯერ კიდევ შოკში იყო და ვერეაფერს ამბობდა, ნენსიმ კი როგორც იქნა სული მოითქვა.
− ჯეს.. დღეს რამე განსაკურებული ხდება? -როგორც იქნა ხმა ამოიღო, დედაჩემმა.
− აჰაამ, დღეს, სკოლაშსი კონცერტია, ლუკი და მისი ბენდის წევრები მართავენ!-ვთქვი და წვენი ნაზად მოვსვი, რადგან არ მინდოდა ტანსაცმელს რამე მოსვლოდა.
− ვაუ, გინდა იმ ბიჭს შენს დანახვაზე ენა ჩაუვარდეს და ვეღრ იმღეროს, თუ რას მივაწეროთ შენი ასეთი გარდასახვა?-იცინოდა ის.
YOU ARE READING
☄At the adge of my life☄
Ficção Adolescente"ყველა მეუბნებოდა, რომ როდესაც 15 წლის, გავხდებოდი ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვლებოდა. სამწუხაროდ, ამ სიტყვების უგუნებელყოფა საკმაოდ ძვირად დამიჯდა"