პროლოგი

135 20 4
                                    


ჩოსონის სამეფო

XIV საუკუნე

კიმ თეჯოს გარდაცვალება დიდი უბედურება იყო ჩოსონის დინასტიისთვის.ყველაფერი აირია ,სამეფო შიდა ომებმა მოიცვა. ყველაზე საშინელი კი პრინცებს შორის გაუთავებელი დაპირისპირება იყო.

კიმ თეჯო წარმატებული და ძლიერი მეფე გახლდათ. ადრეული ასაკიდან მოუწია ქვეყნის სათავეში ჩადგომა. ორი ცოლი: დედოფალი სინუი და დედოფალი სინდოკი და 4 შვილი ჰყავდა.

დედოფალი სინუი პირველი ცოლი იყო რომელიც პრემიერ მინისტრმა მოტყუებით შეთო პრინცს, ხოლო დედოფალი სინდოკი თეჯოს ბავშვობის სიყვარული იყო.

პირველ დედოფალს სამი შვილი : ერთი პრინცესა( კიმ იუჰვა) და ორი პრინცი(კინ დოჯვანი და კიმ უანი) შეეძინა. სინდოკს კი მხოლოდ მოხუცებულობაში შეეძინა ქალიშვილი კიმ იუნა.

მეფის დაუძლურება სინდოკის და მისი ქალიშვილის კიმ იუნას უეცარმა სიკვდილმა გამოიწვია, რის შეგედაგაც მეფე საწოლს მიეჯაჭვა. მინისტრებმა გადაწყვეტილება მიიღეს ,რომ რომელიმე პრინცი უნდა ასულიყო ტახტზე.

............

ნათელი ღამე, ლამაზი მთვარე და პრინცის უსიცოცხლო სხეული...

............

ხალხი კარიბჭესთან იდგა და უფლისწული დოჯვანის სიკვდილს მოითხოვდნენ ძმის გაწირვის გამო.

............

- ფეა , დედოფალი სინუი მობრძანდება

ყველა თავდახრილი მიეგება დედოფალის შემობრძანებას შემდეგ კი თავის საქმეს დაუბრუნდნენ.

-გისმენთ დედა , რისი თქმა გინდოდათ

-დოჯვან, ახლა ჩოსონის სამეფო შენს ხელშია. ცოლი უნდა შეირთო ! გოგონას მალე მოიყვანენ .

შეწინააღმდეგებას აზრი არ ჰქონდა. შვილზე ბატონობდა დედოფალი სინუი და უძლური იყო მის წინაშე.

........

სამეფო ქორწილი შედგა ,თუმცა ხალხი აღშფოთებული იყო. ყველას სურდა ახალი დედოფლის სახის ხილვა,რომელსაც თავშალი უფარავდა.

.......

უ ჰესუ , ერთ-ერთი გლეხის ქალიშვილი, რომელიც უსიყვარულოდ გაათხოვეს.მამამ გაყიდა მხოლოდ იმიტომ,რომ დანარჩენი შვილები მშიერი არ მოეკლა.

გაგიკვირდებათ ,მაგრამ საკმაოდ ნასწავლი და ლამაზი იყო ჰესუ . ის დიდი ჭრილობაც კი რომელიც სახეზე ჰქონდა ალამაზებდა მას გარეგნულად .

.......

დრო გადიოდა ჰესუ დედოფალ სიუნას ერთ ჩაბნელებულ ოთახში ჰყავდა გამოკეტილი სადაც მზის სხივიც ვერ აღწევა. მხოლოდ ღამე გადიოდა გარეთ ისიც ცოლ-ქმრული მოვალეობის შესასრულებლად.

.......

1 წლის თავზე სასიხარულო ამბავმა მთელი სამეფო გაახარა. დიდი ზეიმი იყო, მთელი სამეფო ახალ უფლისწულს ელოდა.

......

14 იანვარი

ქალის განწირული ყვირილი ისმოდა ჩოსონის სამეფოს ორ წერტილში

და აი დაიბადა მთვარესავით ქათქათა გოგონა პრემიერ მინისტრის სახლში.

სამეფოს მთავარ ოთახში გლოვის და სიხარულის ცრემლები ერთად იღვრებოდა.

მეფე კიმ დოჯვანი მზესავით მუქ ბიჭუნას უყურებდა და თან მისი დედოფლის უსულო სხეულს ეფერებოდა.

-შენ ჩოსონის მომავალი ხარ კიმ ჯონგინ !

>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>

 ჩემო ჟელიბონებო გადავწყვიტე ახალი ფანფიქციით დაგიბრუნდეთ.იმედია მოგეწონებათ. გთხოვთ თქვენი შეხედულება ამ ფიქციის შესახებ დაწერეთ კომენტარებში. მაინტერესებს ღირს თუ არა გაგრძელება . ძალიან მიყვარხართ ჩემო ტკბილო ჟელიბონებო ! 

Forest fireWhere stories live. Discover now