მესამე თავი

143 7 2
                                    

- დედოფალო ლეინა , მეორე პრინცი , უფლისწულ ურინს სურს თქვენი ნახვა. - მსახურმა დიდი მოწიწებით მოახსენა მეორე დედოფალს და ისიც გახარებული გაემართა შვილის ოთახისკენ.

-ურინ, შვილო ! - ახლოს მივიდა ქალი და გადაეხვია თავის ჯერ კიდევ პატარა შვილს.

პრინცი ურინი მეორე ვაჟი იყო მეფე დოჯვანის შთამომავლებში. იგი ჯერ კიდევ 14 წლის იყო, თუმცა ძმის შუღლი თავიდანვე ჩაუნერგა დედოფალმა ლეინამ და ახლა თავისი უფროსი ძმა ,კიმ ჯონგინი მტრად მიაჩნდა. ამ ყველაფეს ისიც ემატებოდა ,რომ სწორედ იმ გოგონათი მოიხიბლა ,რომელიც მისი ძმის საცოლე იყო.

-დედოფალო, ვფიქრობ თქვენ და დედა დედოფალმა უნდა იჩქაროთ, დრო არ იცდის! - დედის ხელები მოიშორა და სარკის წინ დადგა.

-რა ხდება ურინ ?! რამე გითხრა უფლისწულმა ?! ხომ , იცი თუ ვინმემ გაწყენინა ახლავე მოვუღებ ბოლოს ! - განრისხდა ბოროტი დედოფალი და თავისი უფლისწული შემოატრიალა. - მითხარი რა გადარდებს და ყველაფერს შეგისრულებ - სახეზე ხელები ჩამოუსვა და ნაზად ეამბორა.

-პაკ რინი! ის გოგო ჩემი უნდა გახდეს ! 

**********

-მოგესალმებით პრემიერ-მინისტრის ქალიშვილო პაკ რინ - მეფე დოჯვანმა ნაზად გაუღიმა მომავალ პრინცესას და მასთან ერთად სხვა დიდებულებიც მიესალმა რინს.- პაკ რინ, შენ დღეიდან ჩემი პირველი უფლისწულის, კიმ ჯონგინის პრინცესა იქნები. ნიშნობა მალე შედგება, თუმცა იქამდე შეისწავლი ეტიკეტის ნორმებს რაც მომავალ დედოფალს მოეთხოვება. იმედია გეყვარებათ ერთმანეთი ,როგორც მთვარესა და მზეს.

*********

*რინი*

-რა ჯანდაბაა სელი, აქიდან უნდა გავაღწიო ! არ შემიძლია ამ ოთხ კედელში გამომწყვდეული ვიყო ! - დავიღრინე და ბიჭური ტანსაცვლის ჩაცმას შევუდექი- სელი, შენც ჩაიცვი და ერთად წავიდეთ- შევხედე ჩემს შეშინებულ და ერთადერთ მეგობარს .

-არა რინ, შენც იცი თუ გამოგვიჭირეს ცუდი იქნება ჩვენთვის  

-აგჰჰ, როდის შემდეგ ვიცავთ წესებს , ან ვინ არიან რამე მიბრძანონ. ისე გავაკეთებთ ყველაფერს ,რომ ვერც კი შეგვამჩნიონ ! გთხოოოვ - მავედრებელი სახით შევხედე და ფეხზე წამოვაგდე სელი.

საკმაოდ ძნელი აღმოჩნდა სასახლიდან თავის დაღწევა, უკვე ათობით დაცვას გამოვეპარეთ , ისიც ძლივს-ძლივობით ახლა კი ორმეტრიანი კედლის პირდაპირ ვდგავართ და არ ვიცი ,როგორ გადავიდე აქედან !

-ჰეი თქვენ ! - ოო, არა ! ბოხი ხმა , რომელიც დარწმუნებული ვარ კიმ ჯონგინს ეკუთვნის . ნელ-ნელა შევტრიალდი და თავი დავხარე. - შენ ის ბიჭი არ ხარ  ტყიდან ? - უფრო ახლოს მოიწია და კარგად შემათვალიერა. - აქ საიდან აღმოჩნდი ?

-ამმ...

-მოიცადე ! შენ პრინცესას პირადი მსახური არ ხარ ? - სელის შეავლო მზერა და აი, არ ნამდვილად გაქცევის დროა. უკვე მართლაც გასაქცევად ვემზადებოდი ,როდესაც უფლისწულმა მკლავში ხელი წამავლო და კედელზე მიმახეთქა.

-ჰეი, მეტკინა ცხოველო ! - დავუყვირე და თვალებში შევხედე . გაიცინა, თმა გადამიწია და მისი ცერა თითით სახეზე არსებული მური მომწმინდა.

-აქ ვინ გვყოლია - ჩაეცინა და აშკარად მიხვდა ჩემს ვინაობას. - მომავალი პრინცესა თურმე მეამბოხე ყოფილა. თქვენმა ოჯახმა იცის ასე ,რომ იპარებით ტყე-ტყე ? ან ნეტავ მეფემ თუ იცოდა ეს ყოველივე სანამ ჩემს საცოლედ შეგრაცხავდათ - ამაზრზენი ტონით წარმოთქვა და ხელი გამიშვა. - იცოდე გზაზე არ გადამეყარო - შეტრიალდა  - და ჰომ, შენს ოთახში დაბრუნდი,  საიდუმლოს არ გავთქვამ ! - თვალი ჩამიკრა და საბოლოოდ მოშორდა ამ საშინელ კედელს. 


You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Mar 10, 2019 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

Forest fireWhere stories live. Discover now