მეორე თავი

79 8 4
                                    


ყველა ფუსფუსებდა , ზოგი სასახლის კარიბჭეს ალამაზებდა, ზოგი კი მომავალი პრინცესას ოთახს რთავდა. უხაროდათ და დიდი ბედნიერება ეხატათ სახეზე, მხოლოდ ორადორი ადამიანი იყურებოდა ზიზღის თვალებით და თან გეგმას სახავდნენ პრინცი ჯონგინის გასამწარებლად.

***************

-გისმენ მამა, მეძახდით ? - დიდი მოწიწებით მიესალმა რინი პრემიერ მინისტრს და მის წინ მოთავსდა.

-რინ , სასახლეში უნდა წავიდეთ და ისე ჩაიცხვი , როგორც ქალს ეკადრება.- თავისი სათქმელი თქვა და ისევ ნაწერებს დაუბრუნდა, შვილი კი ოთახიდან გაუშვა მოსამზადებლად.

ძნელი იყო პრემიერ მინისტრისთვის მისი ერთადერთი ქალიშვილის სამეფო ოჯახისთვის გადაცემა. იცოდა, დიახ, მან იცოდა თუ რა ელოდა მის რინს, ეს ხომ ყველაზე ბინძური და დაუნდობელი ფენა იყო. არ სურდა რინი დედა დედოფლისა და დედოფალი ლეინას ხელში ჩავარდნილიყო , თუმცა უძლური იყო და ეს აშინებდა.

*************

-ფეა, დედოფალ ლეინას სურს თქვენი ნახვა. - მეფის სამყოფელში გაისმა კარის მსახურის ხმა. და თანხმობის შემდეგ დედოფალი ლეინაც გამოჩნდა.

დედოფალი ლეინა - მეფე დოჯვანის მეორე დედოფალი და სამი შვილის დედა . წარჩინებული ოჯახის შვილი ლეინა , დედა დედოფლის სიუნას დაჟინებით შეირთო მეფე დოჯვანმა ცოლად, უფრო მეტად კი მისი ვაჟის, მისი პირველი უფლისწულის , ჯონგის აღზრდისთვის.

-მეფეო - მიესალმა მეუღლეს და გვერდით მიუჯდა - მართალია რაც გავიგე ? მართლა მოგყავთ პრემიერ მინისტრის ქალიშვილი? ნუთუ ფიქრობთ ,რომ უფლისწული ჯონგინი შესაფერისი კანდიდატია ?!

- ახლავე დატოვე ოთახი ! - დედოფლის ხელი მოიშორა და გასასვლელისაკენ მიუთითა.

************

-უფლისწულო....

-ვიცი, ვიცი ჯინ . სხვა გზა არ მაქვს , ამჯერად უნდა შევასრულო მეფის ბრძანება. - უფლისწულის მანტია მოისხა და პრინცესას დასახვედრად გაემართა.

***************

სასახლის ეზოში , ლამაზ ყვავილებს შორის მსახურებს ეტლი მოჰქონდათ, უკან კი ოთხი ლამაზი მსახური ქალი მოჰყვებოდა. მშვენიერი იყო მომავალი პრინცესა, მისი სახე გამჭვირვალე ვარდისფერ ნაჭერშიც კი ლამაზი იყო. ხედავდა მეორე უფლისწული და გული უცნაურად უცემდა. საკმარისი იყო გოგონას გადმოსვლა ეტლიდან და მისი გული დაპყრობილი იყო. ამის შემდეგ გადაწყვეტილი ჰქონდა, ის გოგო მისი მეუღლე გახდებოდა. ან მისი, ან არავის! 

*******************************************************************************************

ვიცი პატარა თავია, თუმცა ასე იყო საჭირო. მომიტევეთ ჩემი უპასუხისმგებლობა . წამეშალა აპი ,პაროლი დამავიწყდა და თან დროც არ მქონდა აღსადგენად. კიდევ ერთხელ ბოდიში და თუ ვინმე შემორჩით ვინც კითხულობს, უბრალოდ დამენახეთ, ახლა თქვენი მხარდაჭერა ყველაზე მეტად მჭირდება .

Forest fireWhere stories live. Discover now